თემების გახსნით არ ვაწუხებ ხოლმე აქაურობას, მაგრამ ეხლა გამიჩნდა სურვილი "სხვანაირი" თემა გამეხსნა.....
მოსაბეზრებელია უკვე თემების უმრავლობაში შესვლა - ტირილი და გოდებაა ყველგან.....ერთი "მელოჩია" სადაც ღირს ყოფნა..............
ხო ეხლა რა მინდა.........
გავიხსენოთ რა გვინდოდა და რას მოვითხოვდით(აბსოლიტური უმრავლესობა აქ, ფორუმზე) აგვისტოს დასაწყიდამდე:
1. რუსული სამშვიდობო ჯარების გაყვანა;
2. დსთ-დან გამოსვლა;
3. სამშვიდობო ფორმატების შეცვლა;
4. ეთნოკონფლიქტების იარლიყის მოცილება და რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის სამართლებრივად გაფორმება;
5. სამშვიდობო პროცესში ევროკავშირის და ზოგადად დასავლეთის ჩართვა;
6. დასავლეთის პრესინგი რუსეთის მიმართ;
რატომ ვერ ვახერხებდით?
გვეუბნებოდნენ დსთ-დან გამოსვლა და სამშვიდობოების გაყვანა ავტომატურად გამოიწვევდა რუსების საოკუპაციო ჯარად ქცევას და მათზე მინიმალური ბერკეტის დაკარგვას;
დასავლეთის მოუმზადებელი და გულგრილი იყო ჩვენი კონფლიქტების მიმართ.
რუსეთი კბილებით იცავდა და არ თმობდა არსებულ სამშვიდობო ფორმატებს;
რა გვაქვს დღეს (ამ კუთხით)
1. რუსი სამშვიდობოები ბუნებაში აღარ არსებობენ;
2. საქართველო აღარ არის დსთ-ს წევრი;
3. კონფლიქტი გაფორმდა როგორც რუსეთ-საქართველოს ომი;
4. აღარ არსებობს არსებული, მავნე სამშვიდობო ფორმატები;
5. იქმნება ახალი ფორმატი, რომელშიც წამყვანი როლი ევროკავშირს და ამერიკას ეკისრება;
6. საკმაოდ დიდი პრესინგი რუსეთს დასავლეთის მხრიდან; (მსუბუქად რომ ვთქვათ)
ეხლა აქ ვინც იმაზე ლაპარაკს დაიწყებს რომ ესა ისაო....წაგებას გამარჯვებას ეძახიო....შენაო მიშისტი ხაარო და ეგეთები......პკ-თ რაა..........
მე უბრალოდ მინდა რომ ამოსლუკუნებიდან შემდეგ ამოსლუკუნებამდე ამაზე დავფიქრდეთ.....იქნება და გადაგვიაროს სლუკუნმაც........
თორემ ასლუკუნებული ომის მომგები მე არ მინახავს