ევროკავშირ-რუსეთის სამიტზე ბირთვული უსაფრთხოების პრობლემებს ყურადღება არ დაეთმობა14.11.2008 @ 09:28 CET
ევროკავშირის უკმაყოფილებას რუსეთის ბირთვული უსაფრთხოების და ადამიანის უფლებების სტანდარტების შესახებ დიდი ყურადღება არ დაეთმობა ნიცაში პარასკევს (14 ნოემბერს) იმ დროს როცა საფრანგეთის პრეზიდენტი ნიკოლას სარკოზი საზეიმოდ აღნიშნავს თავის როლს საქართველოს ომის დასრულებაში.
ევროკომისიის და ევროკავშირის დიპლომატების მიერ სამიტამდე მომზადებული მომზადებული ევროკავშირი-რუსეთის ურთიერთობების ორი შიდა დოკუმენტი მიუთითებს რუსეთის მოძველებული ბირთვული წყალქვეშა ნავების და ატომური სადგურების საფუძველზე არსებულ უკმაყოფილებაზე ევროპაში.
"200ზე მეტი ბირთვულ რეაქტორი და დაახლოებით 20.000 განმუხტული საწვავი ელემენტი რომლებიც წარმოიშვნენ დაშლილი წყალქვეშა ნავებისგან და ყინულმჭრელებისგან ინახება არადამაკმაყოფილებელ პირობებში ჩრდილო-დასავლეთ რუსეთში", წერია დოკუმენტში, რომელიც EUObserver ისთვის ხელმისაწვდომი გახდა.
"რუსეთმა გაუხანგრძლივა სიცოცხლე პირველი თაობის ბირთვულ რეაქტორებს. ზოგიერთი მათგანი ჩერნობილის ტიპისაა და ევროკავშირის საზღვრებთან ახლოს იმყოფება".
ევროკავშირმა 40 მილიონი ევრო გამოყო იმისათვის რომ დაეხმაროს რუსეთს შეაჩეროს ქიმიური იარაღის გავრცელება და გარდა ამისა გადაამზადოს 30.000 მეცნიერი მოსკოვის მეცნიერების და ტექნოლოგიის საერთაშორისო ცენტრში.
მაგრამ რუსეთი აცხადებს, რომ მან უკვე შეასრულა მისდამი დაკისრებული მოვალეობები 2008 წელს.
ევროკავშირი ასევე აღნიშნავს ადამიანის უფლებების არაერთი დარღვევის ფაქტს. მათ შორის ევროპის ადამიანის უფლებების სასამართლოს გადაწყვეტილებებისადმი დაუმორჩილებლობას და წითელი ჯვრის და გაეროს დამკვირვებლების ჩრდ. კავკასიაში მუშაობის შეფერხებას.
"რუსეთში ადამიანის უფლებების დარღვევები მათ შორის მდგომარეობს ჟურნალისტების და ადამიანთა უფლებების დამცველების წინააღმდეგ მიმართული ძალადობა და ზეწოლა", ისევე როგორც "გაუჩინარებები" და "შესაძლო სადამსჯელო ფსიქიატრიული ღონისძიებები" ოპოზიციის აქტივისტების წინააღმდეგ.
"ბოლო ათწლეულის განმავლობაში ევროკავშირი აცხადებს, რომ რუსეთთან ურთიერთობები ევროპულ ფასეულობებს ეფუძნება, მაგრამ ევროკავშირი ამ საკითხებს ყოველთვის არ ჩაღრმავებია." ამბობს ბრიუსელის Human Rights Watch -ის დირექტორი Lotte Leicht.
პატარა სამიტის პროგრამით გათვალისწინებულია ფინანსური კრიზისის განხილვა დილის სესიაზე, საქართველოზე კი ლანჩზე ისაუბრებენ.
სარკოზის სურს რუსეთის პრეზიდენტი მედვედევი შეუერთდეს ევროკავშირს მსოფლიო ეკონომიკის უფრო ეფექტური რეგულირების საკითხში.
ვინ მოიგო ომი?საფრანგეთის ლიდერი გამოაცხადებს, რომ რუსეთთან პარტნიორობის შესახებ მოლაპარაკებები თვის ბოლოსკენ განახლდება მიუხედავად თვითონ ევროკავშირის განცხადებებისა იმის შესახებ რომ რუსეთს ბოლომდე არ შეუსრულებია 12 აგვისტოს საქართველოს შესახებ ნაკისრი ვალდებულებები.
"მოკლე ვადიანი პრირიოტეტი იქნება 12 აგვისტოს ხელმოწერილი 6 პუნქტიანი შეთანხმების ბოლომდე შესრულება", სამიტის წინ ანალიტიკური დოკუმენტის მიხედვით.
რუსმა გენერალმა ვლადიმირ კომოედოვმა განაცხადა, რომ რუსეთი აპირებს საქართველოში სეპარატისტების მიერ კონტროლირებად აფხაზეთის საპორტო ქალაქ ოჩამჩირეში განალაგოს რუსეთის საზღვაო ფლოტის ნაწილი, რომელიც ევროკავშირის მეზობელი პატარა ქვეყნის სეპარატისტულ რეგიონს დაიცავს.
მაგრამ იგივე დღეს საფრანგეთის პრეზიდენტმა სიამაყით აღნიშნა საკუთარი როლი რუსულ-ქართული კონფლიქტის დასრულებაში, როდესაც რიტორიკული კითხვა დასვა მასმედიის მიერ დაჯილდოების ცერემონიაზე - "როდესაც აუცილებელი გახდა მოსკოვში და თბილისში ჩასვლა ვინ დაიცვა მაშინ ადამიანის უფლებები? .. ჩვენ ჩავედით მოსკოვში და თითქოს შემთხვევით მაშინვე გამოცხადდა ცეცხლის შეწყვეტის შესახებ."
სამიტის წინ სარკოზის მარჯვენა ხელის Jean-David Levitte ის მიერ ჟურნალ Le Nouvel Observateurისთვის მიცემული ინტერვიუს მიხედვითაც სარკოზი "კუნთებიან" ლიდერად გვევლინება.
გაჟონილი ინფორმაციის მიხედვით 12 აგვისტოს პუტინმა პრეზიდენტ სარკოზის უთხრა "მე სააკაშვილს კვერცხებით დავკიდებ". "როგორ თუ დაკიდებ?", კითხა ფრანგმა ლიდერმა. "რატომაც არა? ამერიკელებმა ხომ სადამ ჰუსეინი ჩამოკიდეს", უპასუხა პუტინმა. "კი, მაგრამ შენც გინდა ბუშივით დაასრულო?", იყო ფრანგის პასუხი, რომელმაც კულუარული ინფორმაციის მიხედვით პუტინი ჩიხში მოამწყვდია.
უნიტაზების ქურდობათავის მხრივ მედვედევი გეგმავს ნიცის სამიტზე ისაუბროს ვანკუვერ-ვლადივოსტოკის უსაფრთხოების უსაფრთხოების ხელშეკრულებაზე, რომელმაც მოსკოვის აზრით ნატო უნდა ჩაანაცვლოს.
მაგრამ მედვედევის რეპუტაცია, როგორც აღზევებული დერჟავის ლიდერი ეჭვქვეშ დგება გავრცელებული ხმების შედეგად, რომლებიც იმის მიმანიშნებელია, რომ რალურად ვლადიმირ პუტინი მართავს პროცესებს.
ფინანსურმა კრიზისმა რუსეთის ნავთობზე დაფუძნებული ეკონომიკის სისუსტეც აშკარა გახადა როდესაც რუსული საფონდო ბირჟა მაისის მერე 75 პროცენტით დაეცა, ვაჭრობა კი 29ჯერ იქნა შეჩერებული სექტემბრიდან მოყოლებული მაშინ როცა ქვეყნიდან მილიარდობით კაპიტალი გავიდა.
ანალიტიკოსების პროგნოზებით ნავთობის ფასი 50$ს ქვემოთ დარჩება მომავალ წელს. რუსეთის 2009 წლის ბიუჯეტი კი გათვლილია 95$ ნავთობის ფასზე. შედეგად რთული იქნება რუსული არმიის მოდერნიზირება.
წინა კვირაში მომხდარი ტრაგედია რუსულ წყალქვეშა გემზე როდესაც 20 რუსი მეზღვაური გაიგუდა მოძველებული სახანძრო სისტემების გამო მიუთითებს იმ პირდაღებულ უფსკრულზე რუსეთის უსაფრთხოების ამბიციებსა და მისი არმიის მდგომარეობის შორის.
როდესაც რუსეთი საქართველოში შეიჭრა აგვისტოს ომის დროს რუსმა ჯარისკაცებმა ნატოს-სტანდარტების ჩექმები და უნიტაზები მოიპარეს ქართული ბაზებიდან სახლში წასაღებად.
ბოდიშს ვიხდი სუსტი თარგმანისთვის.
სრული ტექსტი ორიგინალში:
http://euobserver.com/9/27109