GEORGIAN FONT
2008-11-15 11:50
ამერიკული "Time" ევროკავშირ-რუსეთის ურთიერთობების აღდგენას პრინციპულობაზე პრაგმატიზმის გამარჯვების კლასიკურ მაგალითს უწოდებს
ამერიკული გამოცემა "Time" ევროკავშირის მიერ რუსეთთან ურთიერთობების აღდგენას "პრინციპულობაზე პრაგმატიზმის გამარჯვების კლასიკურ მაგალითად" აფასებს.
გაზეთი რუსეთთან მიმართებაში პოზიციების დათმობას იმ გარემოებას უკავშირებს, რომ ევროპის ლიდერები მიხვდნენ, მოსკოვის მიმართ პრინციპულობა ძალიან ძვირი დაუჯდებოდათ.
სტატიის ავტორის აზრით, იმის გამო, რომ ეკონომიკური კრიზისი კიდევ უფრო ცუდ დღეში ჩააგდებდა, თავის მხრივ კრემლმა ევროპასთან შერიგება გადაწყვიტა.
მისივე შეფასებით, ევროკავშირ-რუსეთს შორის ურთიერთობების აღდგენას ხელი იმ გარემოებამაც შეუწყო, რომ ევროპაში რუსეთის მიერ ენერგომატარებლების მიწოდების პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენებას არ გამორიცხავდნენ.
"ბრიუსელსა და მოსკოვს შორის ურთიერთობების აღდგენას განსაკუთრებულად შეუწყვეს ხელი საფრანგეთის პრეზიდენტმა ნიკოლა სარკოზიმ და იტალიის პრემიერ-მინისტრმა სილვიო ბერლუსკონიმ. მათი აზრით, კონფრანტაცია არ იქნებოდა რუსეთის მიმართ სწორად განსაზღრული პოლიტიკა",-წერს ამერიკული გაზეთი.
ავტორის აზრით, იტალიის პრემიერ-მინისტრი და საფრანგეთის პრეზიდენტი აშშ-სა და რუსეთს შორის ურთიერთობების მოწესრიგებაში ევროკავშირს შუამავლის როლს აკისრებენ, რაც, მათივე შეფასებით, საერთაშორისო საქმეებში ევროკავშირის როლს მნიშვნელოვნად გაზრდიდა.
http://www.interpressnews.ge/index.php?lan...&info_id=250895ლიცემერი: ვერ გარისკა და ვერ დაუპირისპირდა თანამეგობრობა კრემლს. ვერ დაანახა, რომ საკუთარი მოყირჭებული იმპერიალისტური ზრახვების განსახორციელებლად, ძალის ასეთი უხეში გამოყენებისათვის საზღაურის გადახდა მოელის.
უზერებო, შაბაშ!? თუ კიდევ გაქვთ იმედი, რომ დაკარგულ ტერიტორიებს დავიბრუნებთ?
This post has been edited by licemer on 15 Nov 2008, 16:41
პოლიტიკოსი არ გახლავართ, მაგრამ ხანდახან მეც კარგი მამაძაღლი ვარ.
დაე, მე მოვკვდე ღია თვალებით...
მიგელ დე უნამუსო ლიც-დონ-გიჟ-ჟუანი.