ორივე ამაზრზენია და რატომ:
1. რუსეთის შემთხვევაში, საქმე გვაქვს ბრბოსთან, რომელსაც მსოფლიოს ყველა ქვეყანასთან აქვს დაძაბული ურთიერთობა (ნიკარაგუას, კუბას და ვენესუელას თუ არ ჩავთვლით), ვისი სახელმწიფოც შედგება იმ დაპყრობილი ხალხების ტერიტორიისგან, რომლებსაც საუკუნეების განმავლობაში ჩაგრავდნენ და ფეხქვეშ თელავდნენ, რომლებმაც გაავრცელეს მსოფლიოში ყველაზე უტოპიური იდეოლოგია 'ლენინიზმი' (მარქსიზმი რომ ყოფილიყო, კიდევ ხო, იმინა 'ლენინიზმი') და რომლებმაც საკუთარ ავადმყოფურ ინტერესებს შესწირეს მილიონობით ადამიანი. დღესდღეობით ეს არის უზარმაზარი იმპერია, რომლის მმართველი ფენა თითქმის არ შეცვლილა, თუ არ ჩავთვლით ახალგამოჩეკილი ოლიგარქების რეკრუტირებას და რომელსაც ჰგონია, რომ გაზის გაყიდვით ტვინი მოემატებათ, თუმცა ახლა რწმუნდებიან, რომ ვერ მოემატებათ და სრულ უგნურებაში არიან ჩაძირული (თუმცა ესეც დროებით).
2. გულში რუსეთის მოტრფიალე ქართველების შემთხვევაში, საქმე გვაქვს ბრბოს მოტრფიალე ხალხთან, რომლისთვისაც ვითომ მართლმადიდებლური რუსეთი(სადაც მხოლოდ 20 % არის მორწმუნე, დანარჩენი ან წარმართია და ან კომუნისტ-ათეისტი/ეს საერთოდ ცალკე მოვლენაა და მე ამათ ათეისტებად არც ვთვლი

/) საკუთარი ფსევდოეროვნული და ბნელი იდეოლოგიის გამამართლებელად წარმოუდგენიათ, რადგან რუსეთიც მათსავით ბნელი და ტუტუცია(უბრალოდ, რუსულ არხებს უყურეთ და მაგათი აზროვნების დონე შეაფასებთ_ რა საკითხებზე მსჯელობენ, რა პრობლემები აქვთ, და ზოგადად, რა ხდება მაგ საზოგადოებაში). შეიძლება ითქვას, რომ რუსეთი საქართველოს მაკრო მოდელია: იგივე პრობლემებით, თუმცა გაცილებით უფრო რთული ველიკოძერჟავული ბონუსებით.
This post has been edited by მოდუსი on 18 Nov 2008, 07:59