ინფო 9-ს ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გამგეობის ყოფილმა მთავარმა სპეციალისტმა ლია ცუხიშვილი—არჩვაძემ აცნობა, რომ რაიონის გამგებელმა გივი არაბიძემ პოლიტიკური ნიშნით სამსახურიდან გაათავისუფლა. მისი ინფორმაციით, რაიონის გამგეობიდან რამდენიმე თანამშრომელი გეგმავს სამსახურიდან წასვლას, რადგან მათი მუშაობა გაუსაძლისი იქნება, თუკი ღიად არ დააფიქსირებენ ნაციონალური მოძრაობის მიმართ მხარდაჭერას.ამ საკითხზე ინფო 9-მ ზესტაფონის გამგებელს გივი არაბიძეს სატელეფონო კომენტარი სთხოვა. გამგებელის განცხადებით, ინფო 9-ს კომენტარს არ მისცემს, სანამ პირში სული უდგას.
http://info9.ge/?l=G&m=1000&id=1384