ბაღაფში აგვისტოს ომზე სეპარატისტულ სიმართლეს ყვება
დღეს სამხრეთ ოსეთის მოვლენების დასაწყისიდან მეასე დღეა. ინტერნეტ-ტელეარხისთვის _ ღუსსია.ღუ მიცემულ ინტერვიუში აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტი სერგეი ბაღაფში ყვება, რა შეცვალა ომმა კავკასიაში, მისი სეპარატისტული რესპუბლიკისადა მთელი მსოფლიოსთვის.
“რაც შეეხება მთავარს – დამოუკიდებლობის მოპოვებას. ჩვენ მადლიერნი ვართ რუსეთის ფედერაციის, რომ ჩვენი პრობლემები გაიზიარა. რუსეთთან ჩვენ კარგი, კეთილი დამოკიდებულება გვაქვს იმიტომ, რომ აფხაზი ხალხისთვის ყველაზე რთულ დროს, კავკასიისა და, არა მარტო კავკასიის ხალხებისთვის რთულ დროს, დასახმარებლად რუსეთი ყოველთვის მზად იყო”, _ ამბობს აფხაზეთის სეპარატისტული ლიდერი.
“ჩვენ რუსეთთან შეთანხმებას ხელი მოვაწერეთ, მისი სამხედრო ბაზები სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში განთავსდება. ეს იმის აღიარებაა, რომ სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთი დამოუკიდებელი სახელმწიფოები არიან და მათთან საჭიროა დიალოგი, როგორც დამოუკიდებელ სახელმწიფოებთან”.
ბაღაფშის აზრით, კონფლიქტში პირველ რიგში, დამნაშავეა მიხეილ სააკაშვილი და მისი გარემოცვა. “მათ ხელები იდაყვებამდე სისხლში აქვთ გასვრილი. ჩვენ ვიცით, რომ საქართველოს უკრაინა, საბერძნეთი, თურქეთი და ჩეხეთი აწვდიდა იარაღს. ჩვენ ვაფრთხლებდით, რომ ამ იარაღს ჩვენს წინააღდეგ გამოიყენებდნენ”.
“ჩვენ ქართულ მხარესთან მოლაპარაკებებზე დიმიტრი მედვედევისა და ნიკოლა სარკოზის პატივისცემის გამო წავედით, რომლებიც დაძაბულობის განმუხტვაში მონაწილეობდნენ. იმიტომ, რომ ადამიანი, რომელიც საკუთარ თავს პატივს სცემს, სააკაშვილის გარემოცვასთან მოლაპარაკების მაგიდასთან არ დაჯდება”, _ განაცხადა “ხათრიანმა” ბაღაფშმა.
“აგვისტოს მოვლენები წმინდა წყლის გენოციდია, სამხრეთ ოსეთის მოსახლეობის განადგურებაა, როგორც ეთნოსისა. ამაში დაეჭვება მკვრეხელობა იქნებოდა. იგივე საფრთხე აფხაზეთის მიმართაც არსებობდა. ჩვენ უკვე მეოთხე თვეა, გამოგვაქვს საბრძოლო მასალები და იარაღი კოდორის ხეობიდან. პლაცდარმი აფხაზეთის მოსახლეობის წინააღმდეგ მზადდებოდა, რათა ის გაენადგურებინათ”, - აცხადებს ბაღაფში.
ბაღაფშის აზრით, კავკასიისთვის უარესი სცენარი საქართველოს შეიარაღებაა, რომელიც კვლავ გრძელდება. ახალი კონფლიქტი შესაძლოა, უფრო ფართომასშტაბიანი იყოს.
სერგეი ბაღაფშის განცხადებით, “დასავლეთმა და შეერთებულმა შტატებმა დააჩქარეს საქართველოს თავდასხმა აფხაზეთზე”, თუმცა ბაღაფშს და არ დაუკონკრეტებია, რომელ თავდასხმას გულისხმობდა. “მათ ეს კოსოვოშიც დააჩქარეს”.
აფხაზეთის ლიდერი საერთაშორისო პოლიტიკის ანალიზსაც აკეთებს და აცხადებს, რომ აშშ-ის ახალი პრეზიდენტის არჩევის შემდეგ განსაკუთრებულ ცვლილებებს არ ელის, ვინაიდან “პრეზიდენტები იქ განსაკუთრებულ როლს არ თამაშობენ, იქ მუშაობს სისტემა – განსაზღვრული, ძლიერი და მკვეთრი. მიმაჩნია, რომ ახალ პრეზიდნეტს ესმის: ბუშის მმართველობა დედამიწის მრავალ წერტილში – საქართველოსა და ოსეთში, ერაყსა და ავღანეთში სისხლისა და ცრემლის მმართველობა იყო. მზადდებოდა ირანი, ადრე იყო ბალკანეთი, კოსოვო. თუ ბატონი ობამა ამავე გზით წავა, ეს არის გზა არაფრისკენ. ხოლო თუ ის თავის კურსს 180 გრადუსით შემოაბრუნებს, ეს აღმშენებლობის გზაა”.
ბაღაფშის თქმით, “აფხაზეთს დამოუკიდებლობა კი არ მოუპოვებია, მან სახელმწიფოებრიობა აღადგინა, რომელიც ადრე ჰქონდა. აფხაზეთი ყოველთვის იყო სახელმწფო, ის იყო მოკავშირე რესპუბლიკა შეთანხმების საფუძველზე 1921-1931 წლებში, შემდეგ სტალინმა და ბერიამ ის ავტონომიად აქციეს. ამიტომ ჩვენ მხოლოდ ის აღვადგინეთ, რაც დაკარგული გვქონდა”.
“რა თქმა უნდა, ჩვენ ვიფიქრებთ, რომ საკავშირო სახელმწიფოდ ვიქცეთ, შევიდეთ დსთ-ში. მაგრამ, დღეს სხვა ამოცანები გვაქვს – შიდა პოლიტიკის გამყარება და ჩვენი დამოუკდიებლობის აღიარება”.
ბაღაფშმა ახალ დოკუმენტურ ფილმზე _ “ომი 08.08.08- ღალატის ხელოვნება” გააკეთა კომენტარი და განაცხადა, რომ “უკრაინამ ამ ფილმის აკრძალვით, ის საკულტო ფილმად აქცია. ახლა მას ყველა ნახავს! ამიტომ, ერთის მხრივ, სამწუხაროა, მეორეს მხრივ, ამ ფილმის ავტორებს ვულოცავ. კარგი რეკლამა გამოვიდა. მართალია, დღეს აკრძალულია, მაგრამ ხვალ მაინც გამომზეურდება და ხალხი ამ სიმართლეს ნახავს”, - აცხადებს სეპარატისტი ლიდერი.
http://www.fact.ge/news.aspx ლიცემერი: არის სიმართლე, რომელიც სინდისითაა ნაკარნახევი, და არის "სიმართლე", რომელიც სინდისის მონაწილეობის გარეშე შეკოწიწდა.
ბაღაფშ ########## "სიმართლე"
This post has been edited by licemer on 19 Nov 2008, 08:29
პოლიტიკოსი არ გახლავართ, მაგრამ ხანდახან მეც კარგი მამაძაღლი ვარ.
დაე, მე მოვკვდე ღია თვალებით...
მიგელ დე უნამუსო ლიც-დონ-გიჟ-ჟუანი.