მეგობრებო,
ამ სექციას დიდი ხანია ვკითხულობ და ვმონაწილეობ კიდეც.
შექმნილი დამაბნეველი სიტუაციიდან გამომდინარე რასაც ინფორმაციის საკმაო სიძვირე და პოლტიკური დებატების და საზოგადოებაში ანალიზის არარსებობა იწვევს, აშკარად გამოიკვეთა ლელა კაკულიას სინდრომი .
მოსახლეობა (თუნდაც ამ ფორუმის) საკუთარ გონებაში ეძებს იმ ფაბულას თუ კერძოდ რა მოხდა აგვისტოში და რა მოხდება მომავალში. კონკრეტული ადრესატი შეკითხვებისა საზოგადოებასთან ღია დიალოგში ვერ თუ არ შემოდის.
ამიტომ ვიფიქრე რომ ასეთი თემის გახსნა უპრიანი იქნებოდა...

მე მაგლითად გუშინ ძალიან ცუდი სიზმარი ვნახე... იმ სიზმრის მიხედვით გარდაუვალია დედამიწის ორ ბანაკად გაყოფა სადაც ადამიანები მოწყვეტილნი იქნებიან ერთმანეთს როგორც მზის ორი დაშორებული პლანეტა. საქართველო კი ჯერ იფიქრებს რომ არის ერთ პლანეტაზე მაგრამ ბოლოს მეორე პლანეტაზე მოხვდება. ამ პლანეტებიდან რომელზეა რუსეთი ვერ დავადგინე სიზმარში.
This post has been edited by Inanna on 19 Nov 2008, 15:10