#11557505 · 18 Nov 2008, 05:41 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
თქვენი აზრით დასაჭერია თუ არა ქართველი ჟურნალისტები ,ვინც აგვისტოს ომი დაკარგა ანუ ვერ ან არ მოიპოვა ბრძოლის ამსახველი ვიდეოკადრები და გააშუქა ომი როგორც მხარემ,სუბიექტურად??? რ2-ის ჟურნალისტი " თენგიზ გოგოტიშვილი "ჩვენს ტელეეკრანებზე ძალიან ცოტა იყო ბრძოლის ვიდეომასალა. ამ დროს ადამიანები, პირდაპირი მნიშვნელობით, შემძვრალები იყვნენ ტელევიზორებში და ელოდებოდნენ, ოღონდ კი ვინმეს ახალი რაიმე ეთქვა. ელოდებოდნენ კადრებს, თუ როგორ ისვრის ტანკი, როგორ ისვრის ქვემეხი, როგორ იბრძვიან ჩვენი ბიჭები... რომ ქვეყანა არსებობს, იბრძვის და უწევს წინააღმდეგობას ოკუპაციას. თორემ ძირითადი ინფორმაცია, რაც იმ დღეებში ვრცელდებოდა, იყო ჭორები" მივყვეთ მედიაჭორებს და დაუდასტურებელ "ფაქტებს" ჟურანლისტები თუთიყუშივით იმეორებს ოფიციალური პირების მიერ გამოგონილ ზღაპრებს
"გაანადგურეს 58-ე არმიის 2000-მდე ჯარისკაცი, საზენიტო დანადგარებით ჩამოყარეს 20-მდე მფრინავი საშუალება, ხოლო არტილერიით განადგურდა რუსეთის 100-მდე ტანკი და ჯავშანმანქანა" ტელეკომპანია რ2 ის ჟურნალისტი ”თუ ჟუნალისტიკის პრინციპებიდან ვილაპარაკებთ, მე ვიყავი მხარე იმ სიუჟეტებში და არანაირად არ ვიყავი ობიექტური ჟურნალისტი. არც კი მიცდია, არც კი მომსვლია თავში აზრად ამ ორი კვირის განმავლობაში, რომ უნდა ვყოფილიყავი ობიექტური. პირიქით, მთელი ჩემი ენერგია მიმართული იყო იქით, რომ ვყოფილიყავი მაქსიმალურად სუბიექტური.” ნინია კაკაბაძე "ისევე როგორც ომამდე, ომის დროსაც და ომის შემდეგაც სახელმწიფო მანქანამ და მასთან ერთად მისმა ვიზუალურმა შემსრულებელმა, სატელევიზიო მედიამ, შეასრულა და დღემდე ასრულებს ფუნქციას პროპაგანდისტისა, რომელიც მუდმივად დეკლარირებს იმ მოსაზრებებს და ინფორმაციას, რომელიც ადამიანთა ჯგუფის ერთი ნაწილისათვის არის აუცილებელი." ქართველმა ჟურნალისტებმა უარი თქვა ობიექტურობაზე,საქართველოს ტერიტორიაზე მიმდინარე ომში, შედეგი მძიმეა, ქართული მხარე ვერ იმართლებს თავს.. დიდი სურვილი მაქვს ჟურნალისტებმა პასუხი აგონ დანაშაულზე!
|