19 ნოემბერს, 10.00 საათზე, ალექსანდრე ხეთაგური წეროვანში დევნილთა საცხოვრებელ სახლებში გაზიფიცირების სამუშაოებს დაათვალიერებს.
19 ნოემბერს, 10.00 საათზე, პრემიერ-მინისტრი გრიგოლ მგალობლიშვილი სოფელ კოდაში გაემგზავრება და ლტოლვილთა შესახლების პროცესს დაესწრება.
19 ნოემბერს, 10:30 საათზე აფხაზეთის ჯანდაცვის მინისტრი დალილა ხორავა ბრიფინგს გამართავს.
თემა: ~სეპარატისტულ სოხუმში ჯანდაცვის სისტემაში შექმნილი ჰუმანიტარული კატასროფა~.
მის: ალექსანდრე ყაზბეგის #42 (6-ე სართული, აფხაზეთის მთავრობა)
19 ნოემბერს, 11:00 საათზე, შედგება იაპონიის მთავრობის მიერ გამოყოფილი “გრასრუტებისა და ადამიანთა უსაფრთხოების გრანტის” ფარგლებში დაფინანსებული ორი პროექტის საგრანტო კონტრაქტზე ხელმოწერის ცერემონია.
მის.: თბილისის აზიისა და აფრიკის ინსტიტუტის იაპონიის ცენტრი. აკად. წერეთლის ქ. # 3, III სართ.
19 ნოემბერს, 13.00 საათზე, ~ლეიბორისტული პარტიის~ აღმასრულებელი მდივანი პაატა ჯიბლაძე ელიას მთაზე, ყოფილი სამხედრო ნაწილის ტერიტორიაზე სპეციალურ პრესკონფერენციას გამართავს.
თემა: “პრეზიდენტის მორიგი ტყუილი”.
19 ნოემბერს, 13.00 საათზე, სასტუმრო ~თორში~ ნავთობპროდუქტების კავშირის ინიციატივით ჩატარდება კონფერენცია საქართველოს ბაზარზე არსებული თხევადი აირის მავნე თვისებებთან დაკავშირებით.
მის: ჭანტურიას 10.
19 ნოემბერს, 13:00 საათზე, საქართველოს ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტში სეოკ-ის პრეზიდენტი გია ნაცვლიშვილი პრესკონფერენციას გამართავს.
19 ნოემბერს, 14:00 საათზე, ივ. ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის II კორპუსის სისხლის სამართლის ბიბლიოთეკაში (II სართული) თსუ-ის სტუდენტური გაზეთ `თსუ თაიმსის” რედაქციის მოწვევით, გაიმართება სტუდენტების შეხვედრა პროექტ `ჯეოსტარი-2008”- ის მონაწილესთან კახეთის რეგიონიდან ირინა ბაირამაშვილთან.
19 ნოემბერს, 15.00 საათზე, კინოთეატრ ~ამირანში~ ~სანგუკოს~ ახალი მხატვრული ფილმის ~მედიატორი~ პრესჩვენება გაიმართება.
19 ნოემბერს, 16.00 საათზე, საქართველოს მთავრობის სხდომა გაიმართება.
17:00 სთ-ზე - საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი არსენიშვილი ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მიგრაციის, დევნილთა და მოსახლეობის კომიტეტის თავმჯდომარესთან კორიენ იონკერთან შეხვედრას გამართავენ.
17:00 სთ-ზე - TBC ბანკის სათაო ოფისის საგამოფენო დარბაზში გამომცემლობა "სიესტას" მიერ ახლახანს გამოცემული წიგნის "ასი უძველესი იაპონური ლექსი" პრეზენტაცია გაიმართება.
მისამართი: მარჯანიშვილის ქუჩა #7
17:45 სთ-ზე - საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე დავით დარჩიაშვილი ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მიგრაციის, დევნილთა და მოსახლეობის კომიტეტის თავმჯდომარესთან კორიენ იონკერთან შეხვედრას გამართავს.
რომელიმე ნიუსს თუ გამოყოფდით?
This post has been edited by DD&DD on 19 Nov 2008, 02:53