დავუშვათ,რუსეთმა თავისი გაიტანა და მისი კაცი მოიყვანა ქვეყნის სათავეში.
ჩათვალეთ,არჩევანი არც ისე მრავალფეროვანია და მხოლოდ ჩამოთვლილი კანდიდატებიდან უნდა აირჩიოთ ერთი(ეს იმას არ ნიშნავს,რომ ყველა რუსეთუმეა,უბრალოდ,დავუშვათ,რომ მოექცნენ რუსეთის ინტერესის სფეროში...) ;ვის მიანიჭებდით უპირატესობას?
ეს თემა ერთადერთ მიზანს ისახავს-გაირკვეს,თუ ასპარეზზე მყოფი კანდიდატებიდან ან პოტენციური კანდიდატებიდან,ვის აქვს ყველაზე მაღალი რეიტინგი.(ფორუმის მასშტაბით,რა თქმა უნდა,ანუ ჩვენი ძვირფასი ახალგაზრდობა რას ფიქრობს ამ საკითხთან დაკავშირებით და ფსონებს ვისზე ჩამოვა)
ჩავატაროთ პრორუსული primaries

(როგორც ტარდება ხოლმე რესპუბლიკელებისა და დემოკრატების პრაიმერები ამერიკაში)
მერე პროამერიკული primaries -ის თემასაც გავხსნი...
კომენტარებს ნუ დაიშურებთ!მართლა ძალიან საინტერესოა,რას ფიქრობთ ამასთან დაკავშირებით.
პ.ს. როგორც ზოგიერთის კუმირი გიგა ბოკერია იტყოდა: ღმერთი არ გაგიწყრეთ და რაღაც "სისულელე" არ დამიწეროთ! (წიპა მეხუთე კოლონა და ეგეთი სლეობები)
უკვე თავის დაცვა მიწევს წინასწარვე,მაგრამ იძულებული ვარ...ფორუმზე ბევრი დეგენერატი დადის და ენას უშნოდ ატრიალებენ.