#11570205 · 19 Nov 2008, 11:48 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ელენე ბოლაშვილი კინგ-ბოქსინგში მსოფლიო ჩემპიონის ქამარს დაეუფლა
თბილისი.18.11.08.»ჯი-ეიჩ-ენი». პირველად კინგ-ბოქსინგის იტორიაში მსოფლიო ჩემპიონის ქამარი ქართველმა მოკრივე გოგონამ, ელენე ბოლაშვილმა მოიპოვა. ამის შესახებ «ჯი-ეიჩ-ენს» კინგ-ბოქსინგისა და ტაილანდური კრივის ფედერაციიდან აცნობეს. ფედერაციის პრეზიდენტის, გოჩა ჯავახიას განცხადებით, ამ დრომდე გოგონებზე მსოფლიო ჩემპიონის ქამარი არ გაიცემოდა.
«ელენე ბოლაშვილი მსოფლიო ცემპიონის ტიტულს ფლობდა, თუმცა ამჟერად იგი უკვე ჩემპიონის ქამარს დაეფულა, რაც უპრეცენდენტო შემთხვევაა. საკმაოდ დაძაბულ ორთაბრძოლაში ბოლაშვილმა გერმანელი მეტოქე დაამარცხა», _ განუცხადა «ჯი-ეიჩ-ენს» გოჩა ჯავახიამ.
ჩემპიონატი გერმანიის ქალაქ ჰამბურგში გაიმართა და იგი ინტერნეტის საშუალებით მთელი მსოფლიოს მასშტაბით პირდაპირ რეჟიმში გადაიცემოდა.
|