ქალების თავდაცვა ექსტრემალურ სიტუაციაში
ინგლისელი ლედის – ვიონა ბეილს რჩევები, ვფიქრობთ, რომ ქართველ ქალებსაც (და არამხოლოდ ქალებს) გამოადგებათ.
შეგიძლიათ გამოიყენოთ ცხელი ჩაი, ან ყავა, ბენზინი...
მოძალედეებისაგან თავდასაცავად სულაც არ სჭირდებათ მამაკაცების დახმარება , მაშ, ასე, უზერებო,როგორ უნდა გადავციოთნ ნებისმიერი საგანი იარაღად.
ამ ყველაფრის მთელი ფილოსოფია ისაა, რომ უნდა შეგეძლოთ ხელში ჩაგდებული იარაღის მოხერხებულად და მიზანმიმართულად გამოყენება. ეს კი, მოგეხსენებათ ფსიქოლოგიური საკითხია და არა ტექნიკური.
ამიტომ ეცადეთ ფსიქოლოგიურად წინასწარ შეამზადოთ თავი თავდამსხმელთან გაბედული მოქმედებებისთვის - გახსოვდეთ, მხოლოდ საკუთარი გაბედულება იხსნის თქვენს სიცოცხლეს საფრთხისგან!
არსებობს სპეციალური კონცეფცია, რომლის თანახმადაც ყოველი საგანი შეიძლება გამოვიყენოთ სხვადასხვა დანიშნულების იარაღად. საყოფაცხოვრებო, არასაბრძოლო დანიშნულების საგნები ექსტრემალურ სიტუაციაში გამოსაყენებლად ხუთ ძირითად კატეგორიად შეიძლება დავყოთ:
საგნები, რომლებიც შეგვიძლია გამოვიყენოთ როგორც დანა. ამ კატეგორიაში შედის ყოველი ბასრი ნივთი: სახრახნისი (ატვიორკა), ჩანგალი, ბოთლის ნატეხი, ბურთულიანი კალამი, ფანქარი, ჩხირი, მაკრატელი და ა. შ.
საგნები, რომლებიც შეგვიძლია გამოვიყენოთ, როგორც ხელკეტი. ამ კატეგორიაში შედის ისეთი ნივთები, როგორიცაა: ბილიარდის კიი, ნიჩაბი, “მონტიროვკა”, სკამის ფეხი, ჩაქუჩი, მილის გადანაჭერი, ბოთლი, “ლომი”, ქოლგა და ა.შ.
ეს იარაღები პირველ რიგში გამოიყენება იმისთვის, რომ პირველ რიგში მოწინააღმდეგეს მოახლოების საშუალება არ მისცეთ და ასევე, რათა გააუვნებელყოთ მისი შემოტევა.
საგნები, რომლებიც შეგვიძლია გამოვიყენოთ როგორც ჯაჭვი. ამ კატეგორიაში შედის ნივთები, რომელთა მეშვეობით შეგიძლიათ გაგუდოთ, ან გაკოჭოთ თავდამსხმელი. მათი გამოყენება ასევე შეიძლება გასამათრახებლად. ესენია, სხვადასხვა სახის ჯაჭვი, თოკი, ელექტროსადენი, ქამარი, ჰალსტუხი, ფოლადის მავთული, რეზინის მილი და ა.შ.
ნივთები, რომლებიც შეგვიძლია გამოვიყენოთ, როგორც ქვა. ამ კატეგორიის ნივთები სამი დანიშნულებით შეგიძლიათ გამოიყენოთ. ერთ შემთხვევაში მოწინააღმდეგისთვის ტრამვის მისაყენებლად.
საამისოდ კი გამოიყენება მცირე ზომის, მაგრამ საკმაოდ მძიმე საგნები: ქვა, ბოთლი, კლიტე, ბილიარდის ბურთი, ქანდაკება, საფერფლე, ტელეფონი, ტოლჩა და ა.შ. შეგიძლიათ ასევე გამოიყენოთ კიდევ უფრო მომცრო ზომის მსუბუქი ნივთები, რომლებიც თავდამსხმელს სახეში (უმჯობესია თვალებში) შეიძლება შეაყაროთ. ამით მას წამიერად დააბნევთ და ყურადღებას გაუფანტავთ.
მსგავს საგანთა რიცხვს მიეკუთვნება კენჭები, ქვიშა, მზესუმზირა, გასაღებების ასხმა, მონეტები, მაჯის საათი, სანთებელა, ასანთი და სხვა. ამავე კატეგორიას შეიძლება მივაკუთვნოთ ჩვენთვის საყვარელი ფირმის სუნამოები, დეზედორანტები, აეროზოლები და სხვა კოსმეტიკური ნივთიერებები.
მათი თვალში მოხვედრა უმეტეს შემთხვევაში იწვევს მხედველობის დროებით დაქვეითებას. “ბრმა” თავდამსხმელთან გამკლავება კი, ვგონებ არავის გაგიჭირდებათ. ამავე მიზნით შეგიძლიათ გამოიყენოთ ცხელი ჩაი, ან ყავა, ბენზინი...
საგნები, რომლებიც შეგიძლიათ გამოიყენოთ, როგორც ფარი. ამ კატეგორიაში შედის ნებისმიერი დიდი ზომის, მაგრამ არც ძალიან მძიმე ნივთები, რომლებიც მოწინააღმდეგის დარტყმისგან ან მის მიერ მოქნეული იარაღისგან დაგიცავთ. ესენი გახლავთ ჩანთა, კეისი, სკამი, ბალიში, წიგნი, ქვაბის თავსახური, გაშლილი ქოლგა და სხვა.
საფარველად გამოდგება მკლავზე დახვეული ქურთუკიც. მთავარია “ფარად” ამ ნივთების გამოყენება სწორად შეგეძლოთ. “ფარი” გაშეშებულად არ უნდა გეკავოთ და არ უნდა ელოდოთ როდის შემოგიტევთ თვდამსხმელი, არამედ მის მოქნეულ ხელსა თუ იარაღს, ძლიერი მოქნევითვე შეაგებეთ.
იმისთვის, რომ ზემოთ ჩამოთვლილი ნივთები საჭირო დროს თავდასაცავად ხეირიანად გამოიყენოთ, სასურველია წინასწარ წაივარჯიშოთ. ერთი შეხედვით ეს ყველაფერი ძალიან იოლი ჩანს, მაგრამ სამწუხაროდ საქმე-საქმეზე რომ მიდგება, მხოლოდ ერთეულები ახერხებენ მათ პრაქტიკაში გამოყენებას.
ამიტომ ჩვენი უმთავრესი რჩევა იქნება, ყოველთვის ფხიზლად იყოთ. შინ იქნებით, ქუჩაში, ოფისსა თუ თეატრში, კარგად თვალი მოავლეთ იქაურობას და ეცადეთ გუნებაში შემდეგ კითხვებს გარკვევით უპასუხოთ:
1. გარშემო არსებული რომელი ნივთი გამოვიყენოთ თავდასაცავად?
2. ზემოთ ხსენებულ ხუთ კატეგორიათაგან რომელს მიეკუთვნება ესა თუ ის ნივთი?
3. შემჩნეული ნივთებიდან პირველ რიგში რომელს გამოიყენებდით?
4. აღნიშნული ნივთებით კონკრეტულად რომელ ილეთებს გააკეთებდით?
თუ ასე მოიქცევით, დროთა განმავლობაში გამოგიმუშავდებათ ჩვევა, გარშემო არსებული ნივთები წამის მეასედში აქციოთ თავდაცვის საშუალებებად. თუმცა, ყოველთვის გახსოვდეთ, რომ პირველ რიგში უნდა გამოიყენოთ ის ნივთები, რომლებიც იმ წუთას ხელთ გაქვთ. იქნება ეს გასაღები, ქოლგა, ჩანთა თუ კალამი.
შერჩეული იარაღი სიტუაციისდა მიხედვით შეგიძლიათ შეცვალოთ სხვა ნივთით. სულაც არ არის აუცილებელი თავდამსხმელთან გამკლავება იმავე იარაღით დაასრულოთ, რომლითაც დაიწყეთ.
გარდა ამისა, იარაღად ნივთებთან ერთად შეგიძლიათ საკუთარი სხეულიც გამოიყენოთ. მაგალითად, მოატყუოთ მოწინააღმდეგე: მოუღეროთ ნივთი, მაგრამ ამოარტყათ წიხლი "კვერცხებში"
მსგავს ექსტრემალურ სიტუაციებში დიდ სამსახურს გაგიწევთ მარტივი ხრიკებიც. მაგალითად, როცა თავდამსხმელი თვალებში გიყურებთ, ხოლო თქვენ მზერას ზემოთ ან მის ზურგს უკან სივრცეს გაუშტერებთ, ის ქვეცნობიერად დაინტერესდება თქვენი მზერის ობიექტით და თავადაც გაიხედავს იქით. ამით თქვენ შეგეძლებათ ისარგებლოთ, მიაყენოთ მოულოდნელი დარტყმა ან სულაც გაიქცეთ.
დაბოლოს, გისურვებთ ზემოთჩამოთვლილი ილეთები არასდროს დაგჭირვებოდეთ, მაგრამ მაინც გახსოვდეთ: “თუ მშვიდობა გსურს, ემზადე ომისთვის!”.
მაშ, ასე, ვიწყებ ქალების, როგორც ვირტუალურ, ასევე სახლში მისვლით მომზადებას
This post has been edited by licemer on 19 Nov 2008, 20:22
პოლიტიკოსი არ გახლავართ, მაგრამ ხანდახან მეც კარგი მამაძაღლი ვარ.
დაე, მე მოვკვდე ღია თვალებით...
მიგელ დე უნამუსო ლიც-დონ-გიჟ-ჟუანი.