#11681414 · 28 Nov 2008, 10:56 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
საზოგადოებაში თუ ვირტუალურ ფორუმებში არის გამაოგნებელი გოდება ქართველების მენტალიტეტზე, თაობათა გადაშენების აუცილებლობაზე,მკაცრი ხელის საჭიროებაზე და ა.შ
ბოლობოლო რა გაახურეთ საქმე! საქართველო 90-ნი წწ-დან იყო(არის) მუდმივი ექსპერიმენტების პოლიგონი. აქ ტარდებოდა ცდები საკუთარ ხალხზე და თან გადავიტანეთ ომი, რომელშიც სამწუხაროდ დავმარცხდით. რას ელოდით?გაწმენდილ ცას , დამშვიდებულ ნერვებს და საღ აზროვნებას?! ესაა გამოსწორებადი მოვლენა და დრო ესაჭიროება, მაგრამ უნდა ზუსტად ეს პესიმიზმი მივიჩნიოთ მთავარ მტრად.(არ ვგულისხმობ ვიძახოთ ვინმეზე ხელოვნურად მაგარიას)
ტვინი ნუ წაიღეთ ამდენი გლოვით.თუ გაქვთ რაიმე პოზიტიური იდეები აგერ ბრძანეთ,თუ პანიკაში ხართ, საკუთარი ერის მიმართ სიყვარული პათოლოგიურ სიძულვილში გადაგივიდათ ბოლობოლო თუ დეპრესიაში ხართ გამორთეთ რა ეს კომპები და დაისვენეთ .ნუ ვამკვიდრებთ ხელოვნურ კომპლექსებს, რომელიც მართლაც ძალიან სახიფათოა.საიდან და როგორ მოდის ეს ტენდენცია ძნელი სათქმელია, მაგრამ ეს მეტასტაზები რომ მოსაშორებელია სადაოც არაა.
.
--------------------
https://www.facebook.com/lashamebo - მოიწონეთ ჩემი გვერდი https://www.facebook.com/lashamebon-ჩემი ბუნაგი ფეისბუქზე
|