დიდი მადლობა ლიშთოთას საინტერესო ინფორმაციისათვის.
December 2, 2008
ორშაბათს, 1 დეკემბერს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა ამავე სასწავლებლის სტუდენტურ თვითმმართველობასთან არსებული საპატრიარქოსთან ურთიერთობის ცენტრის (მოკლედ და ადამიანურად - სუც) პრეზენტაცია.
ღონისძიება, რომელიც “ქართული წესით”, დაახლ. 15-20 წუთის დაგვიანებით დაიწყო, ცენტრის თავმჯდომარემ გახსნა, თუმცა ცენტრის წესდების უმოწყალოდ დაწვრილებით აუდიტორიისთვის გაცნობა ისე დაიწყო, საკუთარი სახელი მაინც არ გაგვიმხილა (მამაკაცი პირველ სურათზე).
“საპატრიარქოსთან ურთიერობის ცენტრი თავისი უფლებამოსილების განხორციელებისას დამოუკიდებელია და დაუშვებელია მის საქმიანობაში ჩარევა, ან მასზე რაიმე ზემოქმედების მოხდენა…”
თავად ცენტრს რა ეკრძალება, ამაზე, ბუნებრივია, არაფერი თქმულა.
ყველაზე საინტერესო ცენტრის მიზნები იყო. “შეთანხმებულად იმოქმედოს საპატრიარქოსთან და სტუდენტურ თვითმმართველობასთან…” კულტურული, სამეცნიერო-კვლევითი, საგანმანათლებლო ღონისძიებების ჩატარებაში და ა.შ.
შეგვპირდნენ კონფერენციებსა და საჯარო ლექციებს, რომლებსაც ჩაატარებენ “როგორც სასულიერი პირები, ასევე პროფესორ-მასწავლებლებიც”. მაშასადამე, სიახლე შემდეგი სახით შეგვიძლია დავაკონკრეტოთ: საჯარო ლექციებს ჩაატარებენ სასულიერო პირები.
განსაკუთრებული მადლობა გადაეცა სტუდენტურ თვითმმართველობას, რომლის ფინანსური მხარდაჭერითაც შესაძლებელი გამხდარა ამ სტრუქტურის შექმნა.
პრეზენტაციაზე საჭიროდ მიიჩნიეს, ესაუბრათ, რა შემთხვევაში ხდება წევრობის სტატუსის შეწყვეტა. ასე განსაჯეთ, ორჯერ მოუწიათ გამხსნელ ღონისძიებაზე ფრაზა
http://ediscourse.wordpress.com/