გილოცავთ ქართველ ერს! ევროვიზია "ჯუნიორის" კონკურსის წლევანდელი გამარჯვებული გახდა ქართველი „ბზიკები“.
ორი მარიამი და ერთი გიორგი გახდნენ ფინალური კონცერტის ლიდერები!
მათ რამდენიმე დღე რეპეტიციები ჰქონდათ. არენაზე კი გუშინ გენერალური რეპეტიცია გაიარეს. ამ დრომდე ქართველი კონკურსანტები ფავორიტებს შორის იყვნენ.
საინტერესოა, რომ წელს საბავშვო ევროვიზიის სიმღერის კონკურსი ახალი წესებით გაიმართა. ეს გულისხმობს შერეული სისტემით ხმის მიცემას – 50 პროცენტი ჟიური, 50 პროცენტი – ტელემაყურებელი. ასევე, კონკურსში ექსპერტები 12-ქულიანი ხმის უფლებით ისარგებლებენ.
კონკურსის ორგანიზატორებს მიაჩნიათ, რომ ეს შოუს უფრო სანახაობითსა და საინტერესოს გახდის.
ქვეყნების უმრავესობამ მოგვცა 12-12 მაქსიმალური ქულა მათ შორის რუსეთმაც!
გილოცავთ ამ დიდ გამარჯვებას! ქართველმა ბზიკებმა საშობლო ასახელეს მსოფლიო არენაზე... ეს ჩვენთვის ძალიან ბევრს ნიშნავს!
ახლა კი წარმოგიდგენთ იმ კურიოზულ ტექსტს რომელიც ჩვენმა ბზიკუნიებმა იმღერეს :
http://pcmania.ge/2008/11/23/517 This post has been edited by DJ_DEVI on 23 Nov 2008, 01:46