მოგესალმებით! მე გახლავართ თბილისის 71-ე საჯარო სკოლის, 10-ე კლასის მოსწავლე იური.
მე და ჩემმა თანატოლებმა, ფაქტიურად მთელი სკოლის მოსწავლეებმა გადავწყვიტეთ შევქმნათ პროექტი, რომელიც განკუთვნილია ლეიკემიით დაავადებულთათვის.
ჩვენი მიზანია რომ ყველას ვინც არის ამ დაავადების წინაშე, გავუწიოთ მცირე დახმარებები, ეს შეიძლება იყოს როგორც მატერიალური ასევე სულიერი. მოსწავლეებში გაჩნდა ინიციატივა რომ ჩვენ ჩავაბაროთ სისხლი მათთვის თუმცა, ცხადია და ეს ჩვენც ვიცით, რომ არასრულწლოვანთათვის არ არის რეკომენდირებული სისხლის გაცემა, განსაკუთრებით კი მათთვის ვინც 55 კგ. -ს ქვემოთააა. ჩვენთვის ეს დიდი პრობლემას არ წარმოადგენს რადგანაც ვიცით ამას როგორ გავუმკლავდეთ.
გვსურს რომ ლეიკემიით დაავადებულებს პატარა საჩუქრები გადავცეთ, მათთვის შევქმნათ სპეციალური თამაშები. (ხატვა) და ა.შ.
და ახლა რატომ გამოვაცხადე ეს ფორუმზე, ჩემი სურვლია რომ ფორუმელებიც ჩავრიო, მინდა რომ მქონდეს თქვენი იმედი, ამასთანვე გვჭირდება თქვენი დახმარება, თუ რა თქმა უნდა არ იქნებით უარზე ?
ხოლო ეს მათთვის ვინც არ იცის რა არის ლეიკემია:
http://www.aversi.ge/main_jurnal.php?lang=...d=2032&cat_id=2http://www.med.ge/index.php?a=content&pid=110&id=649ლეიკემია არის იგივე კიბო და საზოგადოებაში ცნობილია როგორც "სისხლის გათთრება" ლეიკემია უფრო მეტად არასრულწლოვნებშია და ის ან თანდაყოლილია, ან შესაძლებელია გარემო ფაქტორებმაც გამოიწვიოს, მაგალითად: რადიაციამ.
ხოლო ვრცელი ინფორმაცია იხილეთ ზემოთ ხსენებულ ბმულებზე...