badriko
Crazy Member

    
ჯგუფი: Members
წერილები: 4462
წევრი No.: 46866
რეგისტრ.: 15-November 07
|
#11650126 · 25 Nov 2008, 20:41 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
თავის დროზე მიშა რომ გადამდგარიყო და არაფრისმომცემი ცოცხალი ჯაჭვიც რომ არ მოგვეწყო ერთ კაცის დასაცავად, და ბოლოს, ველურ რუსებთან რომ ნამდვილი მოლაპარაკება გაგვემართა, არ მოხდებოდა ის, რაც მოხდა.
ეს მაინც მოხდებოდაო, - ჯიუტად იმეორებს ზოგიერთი რეგვენი...
არ მოხდებოდა ბატონო, არაფრისმომცემ ნატოში ვითომ შესვლა რომ არ აგვეტეხა და მოლდავეთ-აზერბაიჯანივით რომ მოვქცეულვიყავით.
შევალთ ეხლა ნატოში ? მაშინ აიგება კიდეც ბერლინის კედლები ენგურის გაყოლებითა და გორთანაც. იქით რუსი მესაზღვრეები დადგებიან, აქეთა კი ნატოსეული.
და გაფორმდება კიდეც საქართველოს გაყოფა, ჩვენივე ნაზი ხელებით !
აბა, ქართველო, ამის შემდეგ გაბედე სოხუმ-ცხინვალის დაბრუნება ! სანამ რუსი ჩაგარტყამდეს თავში, ასეთვე ბედნიერებას ელოდი ჯერ შენი ნატოელი მესაზღვრეებისაგან. საითკენ იქაჩებიო, არ ხედავ საზღვარსო?! - გეტყვიან ინგლისურად და მოგთოკავენ კიდეც!
ასეთი საქმეები, ბატონო! ამასობაში კი, "ღარიბი და ქილა ერბოო", ხომ გაგიგონიათ ?! აი, მიშას კვლავ ელანდება ნატოს გენერლობა!
და აქაც ბევრმა მითხრა, რისი მოლაპარაკება, რაი მოლაპარაკება რუსებთან, აი, განახევრებული, მაგრამ ასი პროცენტით განთავისუფლებული საქართველო მირჩვნია შენეულ ერთიან, მაგრამ ნომინალურად და დრებით რუსეთზე დამოკიდებულ საქართველოსაო.
და ორთვიანი ბანიც დამადეს ამ იდიოტებმა!
კი ბატონო, რუსმა გვიღალატა 1795 წელაც, 1801 წელსაც, 1921 წელსაც, 1993-2008 წლებშიც, მაგრამ განა ეს იმიტომ არ გააკეთა, რომ ჩვენ სრული დამოუკიდებლობა გვსურდა ?!
ხომ შეიძლებოდა, დროებით აგვრჩია ფორმულა : რუსების მინიმალური გავლენა და ერთიანი საქართველო ? არადა ავირჩიეთ ეს : შეკვეცილი საქართველო და სრული დამოუკიდებლობა. მაგრამ ამასაც რომ ვერ ვაბამთ თავს ? აგერ ქვემო ქართლიც მალე წამოყოფს თავს.
საჭირო იყო დროებითი კავშირი რუსებთან, "დროებითში" ვგულისხმობ 50 წელს. 50 წელში მსფლიოში გამოილევა ნავთობიცა და გაზიც და მსოფლიო გადავა ბირთვულ ტექნოლოგიაზე ანუ 50 წელში თავად რუსეთი იქნება დამოკიდებული დასავლეთის ბირთვულ ტექნოლოგიაზე და
აი, ამ დროს უნდა აგვეტეხა ნატო და მისთანები...
რუსეთი ხელშეუხლებელია მინიმუმ 50 წელი - ესაა ის პერიოდი, რაც იარსებებს რუსული ენერგორესურსები და დასავლეთის რუსეთზე დამოკიდებულებაც. ანუ უნდა მოგვეცადა 50 წელი. მიშამ კი, არა, ეხლა გავატრაკებო და...
აი, კიდევ დავკარგეთ ტერიტორიები.
უკვე სამუდამოდ.
ეს მოლაპარაკებები ჟენავაში და სხვაგანაც დროის ნაყვაა და მტრის წისქვლზე ასხამს წყალს. საჭიროა ამ ნაძირლების გადადგომა და სხვა ხალხის მოსვლა.
ეს კი არარეალურია : ესენი განა წავლენ ?!
ახალს განა გახარებენ ? დაბოლოს, ვინა გვყავს ახალი ? რა, საამისოდ შეამზადეს კი ნიადაგი ?
პირიქით, ყველაფერი დემოკრატიული და პოტენციურად კარგი მოსპეს და გვირაბის ბოლოში არ ჩანს შუქიც.
ხვალ აქ სადმე დავდებ იმას, თუ როგორ ებრძოდნენ სსრკ-ს ქართველები ევროპაში 1921-1938 წლებში და როგორ გაგვყიდა საბოლოო ჯამში ევროპამ, როცა ბრატისლავას კონფერენციაზე, 1937 წელს, ბელგიელმა სენატორმა როლენმა თქვა, ყელში გაჩხერილი ეს "ქართული საკითხი" იხურებაო.
აი, მაშინ მიხვდნენ დასავლეთში გადახეწილი ქართველობა, რომ 15 წლიანი წინააღმდეგობა წყალში ჩაეყარათ. ჩვენ როდის მივხვდებით იგივეს ?! დიახ, ვიყავი ჟენევაში, და ვნახე, რომ მიუხედავად ჩენი დელეგაცის შემართებისა, ეს მოლაპარაკებაც წყლის ნაყვაა.
მოკლედ, დავკარგეთ ტერიტორიები!
თუმცა კი არის, ალბათ, ერთი გამოსავალი, მაგრამ ამაზე ეს უნიჭოები და დახავსებული გონების პატრონები განა წავლენ ?!
ხუთ მილიარდს ელოდებიან...
აი, რამენად დაფასდა აფხაზეთ-სამაჩაბლო.
სხვათაშრის, ამ თანხის მეოთხედიც არ მოვა საქართველოში და რაც მოვა, იმის ნაწილსაც შესანსლავენ....
მოკლედ....
This post has been edited by badriko on 25 Nov 2008, 22:02
--------------------
მე მედრებით, ბადრიკოს, თქვე უბადრუკო ნაცებო?!
ნაცი უკვე სექტაც არაა, პათოლოგიაა.
ენით მედასავლეთენი, საქმით პრორუსები ! ვოვას პოლეზნი მერზავცები! საქართვ. ტერიტ. მთლიანობის აღდგენა გადის ამ მთლიანობის დამანგრეველი ნაცსექტის და მისი ბელადის სრულ იზოლაციაზე.
|