იყო და არა იყო რა, ღვთის უკეთესი რა იქნებოდა, იყო არგენტინაში ეგეთი პრეზიდენტი ნესტორ კირშნერი... ჰოდა იყო, იყო, იყო და გაუვიდა ბოლოს პრეზიდენტობის ვადა.
ბევრი ეხვეწნენ არგენტინელები - რა გეჩქარება შე კაცო, დაიცადე პატარა ხანსო, მაგრამ ცივ უარზე დადგა - არაო. მეყო ახლა მეო. წავედიო მოკლედ...
ჰოდა არგენტინელებმიც საგონებელში ჩავარდნენ, იფიქრეს, იფიქრეს და მაგარი ხიტრი ხოდი მოიფიქრეს - პრეზიდენტ კირშნერის მაგივრად მისი ცოლი კრისტინა ფერნანდეს-კირშნერი აირჩიეს პრეზიდენტად.
ჰოდა ნესტორაც რაღას იზამდა ახლა - ცოლს მარტოს ხომ არ დატოვებდა და დარჩა ისიც იქვე შორიახლოს.

ჰოდა, ნეტა არგენტინის დონეზეც აღარ უნდა ავიდეს ქართული საზოგადეობა?