#11724106 · 2 Dec 2008, 00:48 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
პროფესიონალთა მომზადების ცენტრი" Felix-compani" გთავაზობთ ბუღალტერიის, ფინანსური ანგარიშგების შესწავლის კურსს. თქვენ შეისწავლით:
1. ფინანსური აღრიცხვა-ანგარიშგების მომზადებას საერთაშორისო სტანდარტებით; 2. პრაქტიკულ ბუღალტერიას, შესაბამისი პირველადი დოკუმენტაციის მომზადება- დამუშავებით; 3. საგადასახადო, სამეწარმეო და სამოქალაქო სამართლის საფუძვლებს ფინანსური კუთხით; პრაქტიკული ნაწილი მოიცავს:
1. დაწყებული ელემენტალური ბუღალტერიის საფუძვლებიდან, საწარმოო ბუღალტერიის ასახვამდე. 2. დოკუმენტალური ოპერაციებით ტესტირება თამაშის პრინციპით. 3. ტესტირებები და კაზუსები როგორც ფინანსური აღრიცხვის, ასევე სამართლებრივი დატვირთვით
სასწავლო კურსის ხანგრძლივობა:
სამი თვე, კვირაში 3-ჯერ 2 აკადემიური საათის მოცულობით.
დრო: საღამოს 18:00 საათიდან 20:00 საათამდე. (შესაძლებელია უქმეების დატვირთვა და მცოცავი გრაფიკი).
სწავლების მეთოდიკა შემუშავებულია ინდივიდუალურად პროფესიონალ ბუღალტერთა მიერ. უპირატესობა მდგომარეობს იმაში, რომ სასწავლო პროცესი არ არის დაყოფილი თეორიულ და პრაქტიკულ ნაწილებად და ბუღალტერია განიხილება როგორც ერთი მთლიანი საგანი. სასწავლო პროცესში, თითოეული მსმენელი, მიწოდებული მასალებით (პირველადი დოკუმენტაციის ორიგინალები, საკაზუსო ამოცანები და ტესტები კონკრეტულ მაგალითებზე დაყრდნობით) თავად ასრულებს ნებისმიერ საბუღალტრო ოპერაციას და თამაშის პრინციპით ჩართულია ცოცხალ პროცესში, შესაბამისად ღებულობს ცოდნას რომელიც საჭიროა ნებისმიერი ფინანსური სტრუქტურის საბუღალტრო აღრიცხვისათვის.
კურსდამთავრებულები ტესტირების წარმატებით გავლის (80% ზღვარი) შემდეგ მიიღებენ შესაბამის სერტიფიკატს და მოთხოვნის შემთხვევაში - სარეკომენდაციო წერილს.
კურსდამთავრებულები დასაქმების შემდგომ ისარგებლებენ უფასო კონსულტაციებით.
სასწავლო კურსის ღირებულება შეადგენს 640 ლარს, თანხის ეტაპობრივი გადახდით.
დაწვრილებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით:
ქ. თბილისი, წინამძღვრიშვილის ქ. N 81
(+995 32) 955 452 ან მობ. 8 77 451 552 ; 899 48 48 86 ; 893 46 11 32
მოგვწერეთ: felixcount@gmail.com
This post has been edited by tamuna_bebe on 2 Dec 2008, 00:50
--------------------
სიმართლე მწარე წამალია – არ გესიამოვნება,მაგრამ მოგარჩენს. ჩვენ იშვიათად ვფიქრობთ იმაზე რაც გვაქვს,მაგრამ ყოველთვის ვწუხვართ იმაზე რაც არ გვაქვს. ადამიანი შეიძლება გაანადგურო,მაგრამ ვერ აჯობო. ცხოვრებაში რაც არ უნდა დიდი გახდე გახსოვდეს, რომ პატარა დაიბადე.
|