სესხი კლასიფიცირდება „სტანდარტულად“, თუ მისი ძირითადი თანხის და პროცენტის მუდმივად გადახდა
დროულად წარმოებს, ამასთან, მსესხებლის კაპიტალი და გადახდის უნარი სტაბილურია - ამ შემთხვევაში სესხი ავტომატურად რეზერვდება 2%-ში
სესხი კლასიფიცირდება „საყურადღებოდ“ (რეზერვი 10%), თუ:
- ნებისმიერი შეთანხმებული გადახდა ვადაგადაცილებულია 30 დღეზე ნაკლები პერიოდით
- მოსალოდნელია ისეთი მოვლენები მსესხებლის საქმიანობაში ან წარმოებაში, ან ისეთი მიმართულებები
ბაზარზე, რომელთა გამოც შესაძლოა, რომ მსესხებლის მომავალი მოგება ან ბიზნესი გახდეს
არასტაბილური, ანდა აღმოჩნდეს მნიშვნელოვნად გაუარესებული;
- გირაოსთან ან იპოთეკასთან დაკავშირებული დოკუმენტაცია არ არის სწორად გაფორმებული, ან
როდესაც გირაო ან იპოთეკა არ არის სწორად რეგისტრირებული, და ამ ორიდან რომელიმე სიტუაციას თან
ერთვის გადახდის პირველადი წყაროს საშუალებით ამ ვალის სათანადო დაფარვის დაქვეითებული უნარი;
სესხი კლასიფიცირდება „არასტანდარტულად“ (30%), თუ:
-საბლანკო (ანუ გირაოს და თავდებობის გარეშე გაცემული სესხი) ან ნაწილობრივ უზრუნველყოფილ სესხზე როდესაც მისი ძირითადი თანხის ან პროცენტის გადახდა ვადაგადაცილებულია სულ ცოტა 30 ან მეტი დღით
-მთლიანად უზრუნველყოფილ სესხი, როდესაც მისი ძირითადი თანხის ან პროცენტის გადახდა
ვადაგადაცილებულია სულ ცოტა 60 ან მეტი დღით
სესხი კლასიფიცირდება „საეჭვოდ“ (50%), თუ გადახდა ვადაგადაცილებულია სულ ცოტა 90 ან მეტი დღით
სესხი კლასიფიცირდება „უიმედოდ“ (100%), თუ:
- მსესხებლის გადახდისუუნარობის გამო შეუძლებელია მისი ამოღება ან ამოღებადი თანხა იმდენად მცირეა,
რომ იგი ბანკის ბალანსზე არ უნდა დარჩეს;
- გირაოს ან იპოთეკის მიუხედავად, მისი ძირითადი თანხის ან პროცენტის გადახდა ვადაგადაცილებულია
150 დღით;
- 150-ზე ნაკლები დღით ვადაგადაცილების მიუხედავად, მსესხებლის შესახებ მოპოვებულ ინფორმაციაზე
დაყრდნობით, სესხის ამოღება მთლიანად შეუძლებელია ან ამოსაღებად მოსალონდელი თანხები არ
შეესაბამება ამოღებისათვის დახარჯულ დროსა და ხარჯებს.
წყარო:
http://www.nbg.ge/uploads/legalacts/superv...n_assetsgeo.pdf