კარგ რაღაცას გირჩევთ ბატონო ჩემო....
რატომ იქცევა ყველა ესე არ მესმის.
მოკლედ და სწრაფად:
დაწერეთ რამე ტესტ საიტის მოთხოვნები (გვერდების და ენების რაოდენობა, გამოსაყენებელი ტექნოლოგიები, დიზაინი რა მიმართულებით ანუ რამე კონკრეტულ ფირმაზე-პროდუქტზე უნდა იყოს მიმართული და ასე შემდეგ)
დაწერეთ ეგ ყველაფერი აქ და ვინც უფრო სწრაფად და ხარისხიანად დააკმაყოფილებს თქვენს პირობებს ის ხალხი დაიბარეთ და გაესაუბრეთ ხოდა ეგრე 5 დღეში გეყოლებათ დიზაინერი.
რომ წერთ ნამუშევრები გვაჩვენეო და მოთხოვნებიც საკამაოდ გაქვთ ხელფასი რამდენი იქნება ეგ დაწერეთ და პირველ ეტაპზე კი გამომუშავებით რამდენი ანუ დავუშვათ 2000 გელიან საიტზე რამდენი პროცენტი ერგება.
მე მაგალითად ვმუშაობ საკმაოდ კარგ ადგილას მაგრამ უკეთესი თუ ვნახე რა თქმაუნდა გადავალ იქით, როგორც ყველა მაგრამ ნაღდად არ დავიწყებ სივის გზავნას ეგეთ ორგანიზაციებში სადაც მარტო თავის მოთხოვნებს წერენ.
ეს ყველამ უნდა გაიგოს, რომ ვისაც ასე თუ ისე რაღაც შეუძლია იმაზე კი არ ფიქრობს თქვენ რა გინდათ არამედ იმაზე თუ თვითონ რა უნდა

თუ დამიჯერებთ კარგია თუ არადა რავი საქართველოა ბოლობოლო და ვიყოთ ესე ამ ჩემს ბარაკ ობამას

წარმატებები ყველას!