
“მოსიარულე მკვდრები” ახალი სეზონის ერთ-ერთი ყველაზე დამაიმედებელი სერიალია. მაყურებელი არხისგან AMC (Mad Men, Breaking Bad) მხოლოდ კარგ სერიალს ელის, თავად AMC -იც დაუვიწყარ მოგზაურობას გვპირდება ზომბების პოსტ-აპოკალიფსურ სამყაროში. სერიალი
აგებულია ცნობილ ამავე სახელწოდების კომიქსების სერიაზე. კომიქსი საკმაოდ პოპულარულია ამერიკელ მკითხველში და მას ბევრი ჯილდოც აქვს აღებული.
ეს კიდევ ერთი მიზეზია, რატომაც უნდა ველოდოთ მინიმუმ კარგ სერიალს.
სერიალი, როგორც მიხვდით, ეხება პოსტ - აპოკალიფსურ სამყაროს, სადაც გარკვეული ადამიანებისგან შემდგარი ჯგუფი ცდილობს გადარჩენას. სერიალის მთავარი პერსონაჟია რიკ გრაიმსი, კომიდან გამოსული შერიფი, რომელიც აღმოაჩენს
რომ აპოკალიფსი დადგა, ზომბების წყალობით, რომელთაც იმსხვერპლეს მთელი მსოფლიო. იგი ცდილობს თავის ცოლ -შვილთან ერთად დააღწიოს თავი სიკვდილის მარწუხებს, როდესაც იმედი თითქმის
გადაწურულია.
სერიალის პრემიერის თარიღიც სიმბოლურია.მისი პრემიერა შედგება 2010 წლის 31 ოქტომბერს, ჰელოუინის დღესასწაულზე 90 წუთიანი სერიით . დამტკიცებულია ასევე სერიალის მეორე სეზონიც, რას ასევე გვიღრმავებს რწმენას, რომ ამ სერიალს AMC საკმაოდ სერიოზულად უყურებს, რაც მხოლოდ კარგის ნიშანია.
წყარო პირველი სერია წესით 31 ოქტომბერს უნდა გამოსულიყო მაგრამ PreAir გამოჩნდა უკვე ინეთში გადმოწერეთ და ისიამოვნეთ :
ძაან მაგარი რაღაცაა
პირველი სერიის გადმოსაწერი ლინკი This post has been edited by Bright_Day on 20 Oct 2010, 22:01
Simple world..