გამარჯობა. მე მქონდა მსგავსი პრობლემა. ოღონდ ჩვეულებრივი ხმა მქონდა და უცბად შემეცვალა. თავიდან მეგონა გავცივდი და ხმა მაგიტომ შემეცვალა. მაგრამ ყელი არ მტკიოდა. ბოლოს პროფესიიდან გამომდინარე, მეტის მოთმენა აღარ შემეძლო და მივმართე ექიმს. ჯერ მივედი მეცხრე საავადმყოფოში. გამსინჯა ექიმმა და მითხრა, რომ სახმო სიმებზე (იოგებზე) მქონდა კვანძები, რომელიც უშლიდა იოგების ბოლომდე დახურვას ხელს და წარმოიქმნებოდა ჩახლეჩილი ხმა. ერთი სიტყვით, დამჭირდა ოპერაცია, რომელიც გავიკეთე ონკოლოგიურში. საშიში არაფერია. ნარკოზით დამაძინეს და 30 წუთში გავიღვიძე. ლაზერით მოხდა ამ კვანძების მოწვა. ექიმის სახელი და გვარი სამწუხაროდ არ მახსოვს, მაგრამ ვიცი რომ პირველია ვინც ამ ოპერაციას ატარებს და საერთოდ ეს აპარატი პირველად მან ჩამოიტანა საქართველოში. კაცია და ვარკეთილში,კალაუბნის ქუჩაზე მდებარე კლინიკაში მუშაობს. ოპერაცია გავიკეტე 4 თუ 5 წლის წინ და როგორც მახსოვს 1500 ლარამდე დამიჯდა. (ზუსტად არ მახსოვს) ოპერაციის შემდეგ დამტოვეს 1 ღამე და დილით წამოვედი.
დისკომფორტები: ლაპარაკი არ შეიძლება მინ 5 დღე;
ოპერაციის შემდეგ სასურველია თბილი რძის დალევა. (გემოვნებიდან გამომდინარე ჩაი დავლიე)
გაქვს ყელის წვის შეგრძნება, ისე როგორც გაციების შემთხვევაში;
ხმა ჩვეულებრივი მაქვს ახლა. ამ პრობლემას ლექტორების, მომღერლების და ხმაურიანი ადამიანების პრობლემას ეძახიან )))))))))))))) ექიმმა გამაფრთხილა, სიგარეტის მოწევა სასტიკად არ შეიძლებაო, მაგრამ რამდენიმე წელიწადში დავიწყე და მადლობა ღმერთს, არ შემქმნია პრობლემა. (ახლა აღარ ვეწევი

) და მითხრა რომ თუ ძაალიან გადაიტვირთავ ყელს, შეიძლება კიდევ წარმოიქმნას კვანძებიო. თუმცა ჯერ-ჯერობით არანაირი პრობლემა შემქმნია.
ექიმის სახელი და გვარი შეიძლება დედაჩემს ახსოვდეს და თუ დაინტერესდებით, გავარკვევ...
წარმატებას გისურვებთ!