#11754553 · 4 Dec 2008, 16:15 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ჩემის აზრით, საქართველოს ტერიტორიაზე უნდა შეიქმნას ჩიხური სიტუაცია: საქართველოს ტერიტორიის ის ნაწილი რომელსაც ჩვენ ვაკონტროლებთ უნდა მთლიანად მოექცეს დასავლეთის სამხედრო გავლენის ქვეშ. ჩვენ, როგორც ისრაელი უნდა ვიყოთ დასავლეთის ინტერესების გამტარებელი რეგიონში ანტირუსული განხრით. აფხაზეთისა და ცხინვალის საკითხი გამოკიდებული იქნება ჰაერში. საქართველოს ტერიტორია უნდა გადაიქცეს რუსეთის პერმანენტულ თავისტკივილად. ანუ მოხდეს სიტუაციის პალესტინიზაცია. დროთა განმავლობაში რუსეთის ეკონომიკურ დასუსტებასთან ერთად ეს უკანასკნელი იძულებული იქნება შემოგვთავაზოს ტერიტორიები ჩვენი რეალური ნეიტრალიტეტის სანაცვლოდ. თუ არ შემოგვთავაზებს და დედაც მოსტყვია სანამ ბოლომდე არ დაშლილა რუსეთის იმპერია. ანუ ჩვენ უნდა ვაჯობოთ ისტორიული პროცესის განვითარების დინამიკაში. ოღონდ ერთია, ეყოფა კი ქართველ ერს მოთმინება, და ასეთი სტაიერის დისტანციაზე მიზნამდე ოვსილა ექნება? ეს შეიძლება რამოდენიმე ათწლეული გაგრძელდეს. აბა ჰუზერებო, გამოთქვით თქვენი აზრი.
This post has been edited by armagedonidze on 4 Dec 2008, 16:28
|