ნატო-ს მინისტერიალის გადაწყვეტილებას პუტინი ”პოზიტიურ სიგნალად” მიიჩნევს
04 / 12, 2008 14:30
Font size:
რუსეთის პრემიერ-მინისტრ ვლადიმერ პუტინს მოსკოვისა და ვაშინგტონის ურთიერთობებში პოზიტიური ცვლილებების იმედი აქვს, - ამის შესახებ პუტინმა პირდაპირ სატელევიზიო ეთერში განაცხადა.
”როცა ხელისუფლება იცვლება, თან ისეთ ქვეყანაში, როგორიც ამერიკაა, რაღაც ცვლილებები ყოველთვის ხდება. ვიმედოვნებთ, რომ ამ შემთხვევაშიც იქნება პოზიტიური ცვლილებები”,- განაცხადა პუტინმა შეკითხვაზე, რომელიც ეხებოდა რუსეთის ურთიერთობებს აშშ-სთან ახალი პრეზიდენტის, ბარაკ ობამას არჩევის შემდეგ.
როგორც პუტინმა აღნიშნა, მოსკოვი უკვე ხედავს პოზიტიურ სიგნალებს. ”მიაქციეთ ყურადღება, ნატო-ს წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე უკრაინასაც და საქართველოსაც უარი ეთქვათ MAP-ის მინიჭებაზე. ჩვენ უკვე გვესმის იმის შესახებ საუბრები, რომ ამ მხრივ აჩქარება არ შეიძლება და არ არის საჭირო რუსეთთან ურთიერთოიბების გაფუჭება”, -აღნიშნა პრემიერმა.
ვლადიმერ პუტინი პირდაპირ ეთერში მოსახლეობის შეკითხვებს პასუხობს.
http://www.ipn.ge/ge/index.php?news=7421&hd_line=1
პოლიტიკოსი არ გახლავართ, მაგრამ ხანდახან მეც კარგი მამაძაღლი ვარ.
დაე, მე მოვკვდე ღია თვალებით...
მიგელ დე უნამუსო ლიც-დონ-გიჟ-ჟუანი.