ძვიტფასო თანაფორუმელებო!
დღეს ვერ მომივიდა მთლად კარგი ამბავი!

აკადემიიდან მოვდიოდი , მშვენივრად ვიარე....
აბსოლუტურად არანაერი ხმა არ ქონია მანქანას და....
უცბათ ცირკს გამოვცდი თუ არა, რაღაცამ დაიწყო ისეთი გრიხინი, ისეთი რო, მეთქი კაცი გავიტანე და ვერ დავინახეთქო...
ჩავრთე ავარიული,
გადავაყენე,
და შევხედე მეთქი რა ჭირსთქო...
ხოდა ავხადე კაპოტი და რას ვხედავ....
რემენი იქვე დაგლეჯილ, გამწყდარ-გამომწყდარი კიდია...
გავგიჟდი...
არადა 1 თვის წინ შევაცვლევინე,
სპეციალურად გერმანიიდან, ოპელის ცენტრიდან გამოვაგზავნინე,
ნიტო შტო თურქული და რაღაც ნაგავი....
ხოდა, გამისკდა გული....
მერე ვიღაცამ ჩამიბა და მიმათრია ელიავამდე...
და ამ დებილმა, ვითომ რამის მცოდნე ხელოსნებმა,
გოგო რომ დამინახეს აუოოოო
ისაოოო
ესაოოო
მთელი მატორი უნდა გამოცვალოო...
მეთქი ეხავე ვაკეთებ და რა არის საჭიროო...
და იმდენი რაღაც ჩამომითვალეს მაგ ფასად ახალ მანქანას ვიყიდიდი...
ხოდა თქვენ დებილი ხომ არ გგონივართთქო და ავტეხე იქ ერთი ამბავი...
ხოდა ჩემ ბედზე რატომღაც მამაჩემმა გამოიარა

ხოდა გამაშველა...!!!!
მომიშალეს ნერვები!!!
ჰა ეხა, მითხარით რამე..
დამამშვიდეთ