მოგეხსენებათ უკვე ნაწილდება აშენებული კოტეჯები ლტოლვილებზე, საკმაოდ სანდო წყაროებიდან გავიგე რომ ბინების გადანაწილების დროს მიდის მაგარი ჩალიჩი, დაზარალებული სოფლების საკრებულოს თავმჯდომარეები, ყველაზე ვერ ვიტყვი მაგრამ უმრავლესობა თავის საახლობლოზე ანაწილებს რამდენიმე კოტეჯს, მაგალითად 4-6 სულიანი ოჯახი, რომელიც ომამდე ერთ ოჯახად ცხოვრობდა იყოფიან და რეგისტრირდებიან 2 და 3 ოჯახად, იღებენ შესაბამისად 3 კოტეჯს, მაშინ როდესაც 7 და 8 სულიანი ოჯახი, რომელსაც პატრონი არ ყავს იძულებულია ერთ 63 კვ.მეტრიან კოტეჯში იცხოვროს, მიაქციეთ ყურადღება ვისაც ეს გეხებათ, ვიმეორებ კოტეჯები არ ნაწილდება სამართლიანად