ეს განცხადება თავისი დატვირთვით ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში გამოჩენის შემდეგ ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენა იყო თავისი მიზეზ-შედეგობრივი დატვირთვით.
აგერ მე და აგერ გერმანია
ჯონ ბასი - აშშ-ის საელჩო ყურადღებით ადევნებს თვალს ივანიშვილის გარშემო მიმდინარე მოვლენებს
ამერიკის შეერთებული შატატების საელჩო ყურადღებით ადევნებს თვალს ბიძინა ივანიშვილის გარშემო მიმდინარე მოვლენებს, - ამის შესახებ აშშ-ის ელჩმა საქართველოში ჯონ ბასმა დღეს ჟურნალისტებს განუცხადა.
ასევე, ბასმა ისაუბრა ივანიშვილისა და დიპლომატიური კორპუსის გუშინ გამართულ შეხვედრაზე, რომელსაც თავადაც ესწრებოდა.
"ბიძინა ივანიშვილი შედარებით ახალი ფიგურაა პოლიტიკაში. მან გუშინდელ შეხვედრაზე საკმაოდ მნიშვნელოვანი განცხადებები გააკეთა იმ ბრალდებების შესახებ, რომელსაც, ბიზნესმენის თქმით, მას უყენებენ. ჩვენ ყურადღებით ვადევნებთ ყველაფერს თვალს და თუ საჭირო იქნება, ამ საკითხებს საქართველოს მთავრობასთანაც განვიხილავთ", - განაცხადა ჯონ ბასმა.
მან ასევე აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია, საქართველოს მოსახლეობა ამ ფაქტების შესახებ თავად ბიძინა ივანიშვილისგან იღებდეს ინფორმაციას და არა - სხვა ვინმესგან, მაგალითად - ამერიკის ელჩისგან. "ვიცი, რომ გაინტერესებთ, თუ რას ვფიქრობ მე ამაზე, მაგრამ ჩემი აზრით, უფრო საინტერესოა, რას ფიქრობს ამ საკითხებზე თავად საქართველოს მოსახლეობა", - აღნიშნა აშშ-ის ელჩმა.
მისივე განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ ხალხს მიუწვდებოდეს ხელი ინფორმაციაზე და თავად გააკეთოს დასკვნები ბოლო ორი კვირის განმავლობაში მომხდარ მოვლენებზე და იმაზე, თუ რამდენად შეესაბამება ეს კანონს.
"ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ყველა მოლაპარაკება მიმდინარეობდეს მშვიდობიან ფორმატში და ყველას ხმა ისმოდეს თანაბრად", - აღნიშნა ბასმა.
ელჩმა გაიმეორა სახელმწიფო მდივნის მოადგილის, უილიამ ბერნსის საქართველოში ვიზიტისას გაკეთებული განცხადება, რომლის მიხედვითაც, შეერთებული შტატები მხარს უჭერს არა რომელიმე ერთ კონკრეტულ პოლიტიკურ პარტიას ან პირს, არამედ - მთლიანად საქართველოს მოსახლეობას დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებაში.
"ჩვენ ვმუშაობთ მთლიანად პოლიტიკურ სპექტრთან. მხოლოდ იმ ძალებთან არ ვითანამშრომლებთ, რომლებიც ძალადობას პოლიტიკურ ინტსრუმენტად გამოყენებას შეეცდებიან. მნიშვნელოვანია, რომ იყოს ისეთი სათამაშო ველი, სადაც ყველა მონაწილესთვის თანაბარი შესაძლებლობა იქნება", - განაცხადა აშშ-ის ელჩმა ჯონ ბასმა.
ჯონ ბასი დღეს დუშეთის რაიონის სოფელ ქვეშეთში იმყოფებოდა, სადაც ”საქართველოში ახალი ეკონომიკური შესაძლებლობების ინიციატივის პროექტის” (NEO) გახსნაში მიიღო მონაწილეობა.
http://www.palitratv.ge/akhali-ambebi/poli...-shesakheb.htmlრუსთავს ვუყურებ ეხლა და ერთი სიტყვა არ დაუძრავთ ....
This post has been edited by mamuka-SRV on 21 Oct 2011, 18:23
კარლ მარქსი: ყოფიერება განსაზღვრავს ცნობიერებას.....ყოველთვის განსაზღვრავს.
ნიკს ამოფარებული კლავიატურის ლომები :) ფეისზე ბეჭდეთ იგივე თუ ერთი ადგილი გაქვთ :)