სამთავრობო კარუსელი დაბზრიალდა და დაბზრიალდა.
გურული სკანდალის ჩასაძირად!!!!!!!!!!!!
ხელისუფლებას ეშინია დემოკრატიის, სიმართლის და რაც ნიშანდობლივია "აჯანყებული გურულის" ძეგლთან (ლანჩხუთშია ეს ძეგლი) შეკრებილი გურულების!
http://www.fact.ge/news.aspxლანჩხუთელები “ძროხების რევოლუციით” იმუქრებიან
"ვარდების რევოლუციის” პირველსავე წელს ლანჩხუთი ადგილობრივი რევოლუციის ტალღამ ლამის წალეკა. საქმე ისაა, რომ 2003 წლამდე და 2003 წელსაც ლანჩხუთში ადგილი ჰქონდა შინაური პირუტყვის, ძროხების მასიურ ქურდობას. მოსახლეობა აღშფოთებას ვერ მალავდა. ამბობდნენ, რომ ძროხები აბაშის ხიდიდან მეზობელ რაიონებში გადაჰყავდათ, კლავდნენ და ჰყიდნენ. დაზარალებულები აცხადებდნენ, რომ ქურდები ლანჩხუთელები არ იყვნენ. ზოგიერთ ოჯახს 20-25 სული ძროხაც კი მოპარეს. მოიპარეს კამეჩებიც. მიუხედავად იმისა, რომ პოლიციას არაერთხელ მიმართეს დახმარებისთვის, საშველი მაინც არ იყო. არადა, ყველას უკვირდა: როგორ შეიძლება, 25 სული საქონელი ხიდზე ისე გადაიყვანო, რომ დამნახავი არავინ იყოს, მით უმეტეს, ხიდთან ახლოს პოლიცია პატრულირებდა. სწორედ იმჟამინდელი პოლიციის გულგრილობამ გააჩინა ეჭვი, რომ ქურდები ძალოვანებთან იყვნენ შეკრულნი."
რამდენიმე დღის წინ “ფაქტს” ერთ-ერთი სოფლის მაცხოვრებლები დაუკავშირდნენ და აცნობეს: ბოლო დღეებია, შუხუთში ძროხებისა და ცხენების მასიურ ქურდობას აქვს ადგილი. აქამდე მოსვენებულები ვიყავით, მაგრამ ვიღაც-ვიღაცებმა თავები კიდევ წამოყვეს და გაგვამწარესო.
"იაპონიე სოიოთ ნასუქ ძროხებს, მოჭიჭყალებული ჯიბგირები დღისით-მზით იპარავს,ეიანაცა ქურდებმა ყოლისფერი,საკარიეში ქათმებს ვერ ვტიებთ ყაროულის გარეშე.
სანამ არ გავდელებულვართ არ გაგვისკვინჩავს მიშაია , მაქანე როხილების პიკეტირებით, მანადმე დეიჭირეთ მილიციასთან შებოჭილი პაცნები. გეყოფათ ქაქიეში შვლიჭინი,შიშტიბუქა გურულებს ამბროსიეს ბიჭი ჯერ კიდო ჯანზე გვაყვს, მოახდინებთ რევოლუციას და მერე გვიანი იქნება ჯღავილი"-_ აცხადებენ სოფლელები. ასე რომ, ლანჩხუთი როგორც ჩანს, კიდევ ერთ რევოლუციას ელოდება"
ასეა საქმე !