#11823000 · 9 Dec 2008, 23:38 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ერთ-ერთ ფორუმზე ვნახე მსგავსი პოსტი(ავტორს დიდი მადლობა):
ნიუ იორკში ცენტრალურ პარკში მოსეირნე მამაკაცმა დაინახა როგორ დაესხა პიტბული გოგონას, მაშინვე მივარდა გაავებულ ძაღლს, დიდი ბრძოლის შედეგად მოკლა და გოგონა იხსნა. პოლიციელმა რომელმაც ეს სცენა დაინახა ხელი ჩამოართვა კაცს და უთხრა - "შენ ნამდვილი გმირი ხარ, ხვალ ყველა გაზეთში დაიწერება, რომ მამაცმა ნიუ იორკელმა პატარა გოგონა იხსნა სიკვდილისგან" - კი მაგრამ მე ნიუ იორკელი არ ვარ - მაშინ დაიწერება, რომ მამაცმა ამერიკელმა გმირმა იხსნა გოგონა - არც ამერიკელი არ ვარ. არაბი ვარ. შემდეგი დღის გაზეთები: "მუსლიმი ექსტრემისტი ცენტრალურ პარკში კლავს უდანაშაულო ამერიკელ ძაღლს"
ძალიან მჭირდება მსგავსი მოკლე და ერთგვარად სასაცილო ისტორიები... თუ ვინმეს გაქვთ რამე დაპოსტეთ, დიდი მადლობელი დაგრჩებით
--------------------
... God Bless Georgia! God Bless Us All!
|