ნათქვამი მქონდა ჩემთვის რომ პოლიტიკა ძალიან ბინძურია და აკეთონ პოლიტიკოსებმა-თქო. ანუ ვიღაც ძიემბა რომელთაც სინდის-ნამუსზე ხელი აქვთ აღებული. აკეთონ, მთლად დასაღუპად როგორ გაიმეტებენ ქვეყანას-თქო.
მაგრამ...
სწორედაც რომ ღუპავენ. ეს საკადრო ცვლილებები უკვე პიკია.
საღი ანალიზია საჭირო და კაცს დეპრესია დაგემართება. ხელისუფლება რომ გაკოტრდა საბოლოოდ, ვხედავთ ყველანი და გავიგეთ უკვე, მაგრამ ოპოზიცია რომ იგივე რჯულის გვყავს ეგეც ნათელია. სასოწარკვეთაში ვარ... ვის უნდა მივცე ხმა? პროსტა აი ვის? ჭაობია ირგვლივ...
ერთ იდეას შემოგთავაზებთ ან უფრო ოცნებას. ხომ ვიცი რომ ფორუმზე ბევრი გულანთებული ადამიანია, მართლა რომ ქვეყნისთვის თავს დადებენ, პატიოსნები და სინდისიერები (წარმოდგენა მაქვს ზოგზოგიერთებზე ადრე ვპოსტავდი აქ). ჰოდა არ შეიძლება ასეთმა ხალხმა გავაკეთოთ ერთი პარტია? რამე ახალი, გაუსვრელი, უჩირქო, ისეთი პარტია რომელსაც მიენდობა ჩემისთანა ამომრჩეველი რომელსაც დღესდღეობით არჩევანიც არ აქვს, რომელმაც არ იცის უკვე სადაა კარგი და სად ცუდი.
გავაკეთოთ ერთადერთი ორგანიზაცია საქართველოში სადაც ვიტყვით
- არა ნათესაობას!
- არა პოლიტიკურ მიკუთვნებას!
- არა მლიქვნელობას!
- არა პიროვნებებს!
- არა გაუნათლებლობას!
- არა დაპირებებს და ტლიკინს!
კარგია ფორუმზე თემების არსებობა, პოსტაობა, კამათი, სასტიკად ვიღაცის დაცინვა, მოსწრებული და უზადო ცინიკური პოსტები, რომელსაც მერე ვიღაც მონიშნავს და საღოლ მაგრად უპასუხეო იტყვის ან +1000 მიაწერს, მესმის ზოგიერთი ასე ამჟღავნებს ინტელექტს და ეს კარგი გონების სავარჯიშოცაა, მაგრამ ხეირი? რა ხეირი? რა შედეგი?
დროის კარგვაა ეს ყველაფერი! არასასარგებლო!
არ მოგწონთ ჩემი იდეა? თქვენ შემოგევლეთ. მაშინ უკეთესები თქვით. თქვით რამე რაც შედეგს და სარგებელს მოგვიტანს.
ძალიან ცუდ დღეში ვართ... ამ ღადაობა, სიცილ-კისკისში ქვეყანა შეიძლება შემოგვენგრეს...
პ.ს. ხომ იკრიბებით სადღაც სადღაც - მწვადი იქნება თუ ხინკალი, ხომ ხვდებით ერთმანეთს? მითხარით და მეც მოვალ, ვიმსჯელოთ, ვიკამათოთ, ვიმუშაოთ ამ იდეაზე.
ვქნათ რამე! დავიღალე...