ჩარლზ-კამილ სენ-სანსი (ფრ. Charles Camille Saint-Saëns, დ. 9 ოქტომბერი, 1835 – გ. 16 დეკემბერი, 1921) ფრანგი კომპოზიტორი, დირიჟორი, ორგანისტი და პიანისტი, განთქმული კომპოზიციებით, როგორებიცაა: ცხოველების კარნავალი, დანსე მაკაბრე, რონდო კაპრიჩიოზო და სიმფონია no.3 (საორგანო სიმფონია). დაწერილი აქვს მუსიკა ყველა ჟანრში. 1860 - 1880 წლებში დასახელდა საუკეთესო კომპოზიტორად. დაიბადა 1835 წლის 9 ოქტომბერს პარიზში. მან ადრეულ ასაკში გამოავლინა განსაკუთრებული მუსიკალური ნიჭი. ხუთი წლის ასაკიდან დაიწყო მუსიკის წერა. 7 წლის ასაკიდან მეცადინეობდა ჰარმონიაში, სწავლობდა ფორტეპიანოზე დაკვრას. მალე მოსინჯა ძალები კომპოზიციაში. 1846 წელს ტრიუმფით ჩაიარა მისმა საკონცერტო დებიუტმა, მაგრამ შემდგომში უარი თქვა საჯარო გამოსვლებზე და სწავლა განაგრძო პარიზის კონსერვატორიაში კომპოზიციისა და ორღანის კლასში. 1855 წელს, კონსერვატორიის დამთავრების შემდეგ მან მუშაობა დაიწყო სენ მერის ტაძარში ორღანისტად. 3 წლის შემდეგ ის გადადის სენ მადლენის ტაძარში, სადაც რჩება 1870 წლამდე. 1877 წლიდან აქტიურ მოღვაწეობას იწყებს როგორც შემსრულებელი, დირიჟორი, კომპოზიტორი. გასტროლებით მოიარა ევროპა, აფრიკა, აშშ, რუსეთი. მისი ინიციატივით პარიზში შეიქმნა ,,ნაციონალური საზოგადოება”. 1881 წელს ის ხდება საფრანგეთის ინსტიტუტის წევრი.
1893 წელს ხდება კემბრიჯის ინსტიტუტის საპატიო დოქტორი, 1909 წელს რუსული მუსიკალური საზოგადოების წევრი.
სენ-სანსი სიცოცხლის ბოლონდე ნაყოფიერ შემოქმედებით მოღვაწეობასთან ერთად, ბევრს მოგზაურობდა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში, ეგვიპტეში, ალჟირში, სამხრეთ ამერიკაში და აშშ-ში. სენ-სანსი გარდაიცვალა 1921 წლის 16 დეკემბერს 86 წლის ასაკში.
http://ka.wikipedia.org/wiki/%E1%83%99%E1%...%83%A1%E1%83%98http://www.youtube.com/watch?v=Q0ajM7aL-Vc * * *
http://www.youtube.com/watch?v=fv5ZIP-aPz8&feature=related
ქვეყნის თავისუფლებისთვის ბრძოლა ყველა კაცის ვალია ... ააა, თქვენ თვლით, რომ ვერავინ დაგავალდებულებთ? ... მარა აქ ვაბშე და ლაპარაკია, რომ კაცის ვალია და არა *ლის