რუსეთს ჰკითხეთ, რატომ არ არის საქართველო სტაბილური
http://www.gevision.tv/hot/1587.htmlმიხეილ სააკაშვილი, The Independent]
გასულ კვირას ნატომ კვლავ გააჟღერა, რომ საქართველო ალიანსის წევრი გახდება და წევრობის სამზადისის დაჩქარება დაიწყო. ქართველი ხალხი მიესალმება ამას, როგორც სტაბილურობის დაბრუნებისკენ გადადგმულ მნიშვნელოვან ნაბიჯს რუსეთის შემოჭრის შემდეგ.
ქართული მთავრობა განსაკუთრებით მადლიერია დიდი ბრიტანეთის მხარდაჭერის და დევიდ მილიბენდის გამამხნევებელი სიტყვების შემდეგ, რომლებიც ეკონომიკასა და პოლიტიკურ რეფორმებზე ითქვა. როგორც საქართველოს პრეზიდენტი, ყველაფერს გავაკეთებ, რომ შესაბამისად ვუპასუხოთ ალიანსის მოთხოვნებს.
რამდენადაც მუდმივი წევრობისთვის ვემზადებით, ჩვენს მთავარ მიზანს წარმოადგენს, რომ გასულ ზაფხულს მომხდარმა მოვლენებმა რეფორმებს არ დაგვაშოროს. ჩვენ სრულიად გახსნილნი ვართ საერთაშორისო საზოგადოებასთან სასაუბროდ - კონფლიქტთან დაკავშირებით. ჩვენ მზად ვართ ვუპასუხოთ კრიტიკულ უსაფძვლო ბრალდებებს.
რუსეთის შემოჭრის დღიდან, საერთაშორისო საზოგადოება შეჩერებულია ერთ საკითხზე, თუ როგორ დაიწყო ომი: ხომ არ იმოქმედა ქართულმა არმიამ უპასუხისმგებლოდ, როცა საქართველოს ერთ-ერთი რეგიონის ქალაქზე, ცხინვალზე კონტროლის აღება გადაწყვიტა?
ეს კითხვა ყურადღების ცენტრში რუსული მრავალმილიონიანი პიარ კამპანიის შედეგად მოექცა, რასაც ეუთოს სამხედრო დამკვირვებლების მიკერძოებული და შეცდომაში შემყვანი სტატიების ნაკადი მოჰყვა. ამ მასალების მიხედვით საქართველომ სამხედრო ღონისძიებები სამხრეთ ოსეთში ისე განახორციელა, რომ რუსეთის მხრიდან საკმაო პროვოცირება არ ყოფილა.
ომის დაწყებაზე ფოკუსირებით, რუსეთი ცდილობს დიდი ხნის წინ დაგეგმილი განზრახვიდან - შეეცვალა რეჟიმი საქართველოში, ყურადღება საქართველოს დესტაბილიზაციაზე გადაეტანა. თანაც, ეთნიკური დაპირისპირების ნიშნით.
ეს შეაფერხებს დემოკრატიულ განვითარებას და ნატოს გაფართოებას. არასდროს არ გვიდავია იმაზე, რომ ჩვენი სამხედრო ძალები სამხრეთ ოსეთში შევიდნენ: მე ყოველთვის ვამბობდი, რომ სამხედრო ქმედებებზე გავეცი ბრძანება. ასე მოიქცეოდა ყველა პასუხისმგებელობის მქონე დემოკრატი ლიდერი, ვინაიდან მე, საქართველოს კონსტიტუციით, მევალებოდა ქვეყნის დაცვა.
ეს გადაწყვეტილება ორი ფაქტის დადგომის შემდეგ მივიღე: პირველი, რუსეთმა ასობით ტანკსა და ათასობით ჯარისკაცს მოუყარა თავი რუსეთ-საქართველოს საზღვარზე (სამხრეთ ოსეთი).
ჩვენ გვქონდა დაზვერვის უტყუარი ინფორმაცია - ისინი გადმოდიოდნენ საქართველოში. ეს, ფაქტიურად, უარყოფილი არ ყოფილა რუსეთის მხრიდან. ფაქტი, რომელიც მოგვიანებით სატელეფონო ჩანაწერებითაც დადასტურდა, რაც The New York Times-მა და სხვა გამოცემებმაც დაამოწმეს.
რუსული შეიარაღებული ძალები და მათი სატელიტები პროვოკაციაზე წამოვიდნენ და ქართული სოფლები ძლიერი დაბომბვის ქვეშ მოაქციეს. ტექნიკის უმრავლესობა სწორედ ცხინვალში იყო თავმოყრილი, მათ შორის იმ ადგილებშიც, რომელსაც რუსი სამშვიდობოები აკონტროლებდნენ.
რუსმა სამშვიდობოებმა და ეუთოს დამკვირვებლებმა აღიარეს, რომ ისინი უძლურნი იყვნენ სასიკვდილო თავდასხმა შეეჩერებინათ. ეუთო ასევე უძლური აღმოჩნდა, ხელი შეეშალა რუსებისთვის, რომლებმაც ორი უკანონო ბაზა ააგეს სამხრეთ ოსეთში გასულ წელს.
ასე რომ, საკითხი ასე არ დგას - გაიცა თუ არა საომარი მოქმედებების ბრძანება? საკითხავი ისაა - რა დემოკრატიულ სახელმწიფოებრივ წყობაზეა ლაპარაკი, როცა მის მოქალაქეებს დაპყრობილ სუვერენულ ტერიტორიაზე ჟლეტდნენ?
სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთი საერთაშორისოდ აღიარებული საქართველოს ტერიტორიებია და რუსეთის შემოჭრამდე ამ რეგიოენბის ნაწილი ქართული ხელისუფლების კონტროლს ქვეშ იყო. ჩვენ ვიბრძოდით უცხოური შემოჭრის წინააღმდეგ. საქართველო არასდროს დათმობს საკუთარ ტერიტორიებს.
მტკიცე პასუხი, პუტინ-მედვედევის მთავრობის მიმართ, არც რუსეთის იზოლაციას გულისხმობს და არც მასთან ურთიერთობის გაწყვეტას. ის შეიძლება მიღწეულ იქნას ვალდებულებების შესრულებაზე მუდმივი მოთხოვნით და მოლაპარაკებებით. რუსეთმა პატივი უნდა სცეს აღებულ ვალდებულებას და სრულად გაიყვანოს ჯარები აგვისტომდელ პოზიციებამდე.
ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ რუსეთი მალე გადაწყვეტს შეუერთდეს საერთაშორისო საზოგადოებას, როგორც მისი სრული პარტნიორი. ეს იქნებოდა უდიდესი შეწმეობა საქართველოს სტაბილურობისთვის. საქართველო ცდილობს მსოფლიოს ეს კრიტიკული ნაწილი უფრო სტაბილური, დაცული და თავისუფალი გახადოს.
მიმაგრებული სურათი