
7 დეკემბერს, 20:00 საათზე, სპორტის სასახლეში, საქართველოში პირველად იმღერებს გრიგორი ლეპსი. კონცერტის ორგანიზატორია საერთაშორისო საპროდიუსერო ფირმა „ტრიდა პრომოუშენი“.
წარმოშობით ქართველი, ქ. სოჭში დაბადებული გრიგორი ლეპსი დღეისათვის წარმოადგენს პირველი ეშელონის ტოპ შემსრულებელს რომელიც გაყიდული დისკების რაოდენობით წელს მსოფლიოში მეორე ადგილზეა. ამით აიხსნება ბილეთების მაღალი ფასი, თუმცა ლეპსის თბილისის კონცერტი წარმოადგენს იმ იშვიათ შემთხვევას როცა საქართველოში ჩამოდის ტოპ შემსრულებელი თავისი შემოქმედების ზენიტში.
პირველად საქართველოში კონცერტი ჩატარდება საერთაშორისო დონის, უმაღლესი ხარისხის აპარატურით. სპეციალურად კონცერტისთვის იცვლება სპორტის სასახლის დარბაზის განლაგება, რის შედეგადაც დამონტაჟდება სპეც. აპარატურა ხმის მშთანთქავი ეკრანით, რომელიც უზრუნველყოფს საერთაშორისო სტანდარტის ხმის ჟღერადობას. სპორტის სასახლეში გამართული კონცერტების ისტორიაში ეს იქნება პირველი შემთხვევა, როდესაც განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდება ხმის ხარისხზე.