Audi Q5- ის 2 კარიანი კაბრიოლეტი ვერსია იდეა ჯერ კიდევ 2007 წელს ჩაისახა როდესაც ინგლოშტადელებმა საზოგადოებას წარუდგინეს კონცეპტი სახელად Cross Cabriolet Quattro სურათებშიც სწორედ ამ ავტომობილს ხედავთ. ბრიტანულმა ჯურნალმა ,,Auto Express’’ ის ჟურნალისტები აცხადებენ რომ Q5 ის კუპე კაბრიოლეტი ვერსია 2012 წლისთვის გამოვა ცნობილი ხდება რომ გამოვა ლიმიტირებულად სულ 5,000 ეგზემპლიარი. ცნობილია ფასიც სავარაუდოდ ავტომობილის მდიდრულობიდან და ექსკლიუზიურობიდან გამომდინარე 45,700 ევრო.
რაც შეეხება ძრავს, ძრავი უცნობია მაგრამ მე მაინც შეგახსენებთ 2007 წლის Cross Cabriolet Quattro კონცეპტის ძრავს მას დაუყენეს 3.0 ლიტრი მოცულობის დიზელის 6 ცილინდრიანი ძრავი რომელიც გამოიმუშავებდა 240 ცხენის ძალას და 500 ნიუტონ მეტრს. ძრავი გადაბმული იყო 8 სიჩქარიან ავტომატურ გადაცემათა კოლოფზე, ავტომობილი გამოირჩეოდა ეკონომიურობითაც რადგან 100 კილომეტრზე წვავდა 7.3 ლიტრ დიზელს. ავტომობილის მაქსიმალური სიჩქარე შეადგენდა 240 კმ/სთ ხოლო 100კმ/სთ ანვითარდება 7.2 წამში.
Audi Q5 Cabriolet ის მომავალი არსებობა უკვე სხვა წყაროებზეც დასტურდება, ძალიან კარგი იქნება და ალბათ ასეც იქნება ავტომობილი Cross Cabriolet Quattro კონცეპტის ანალოგიური იქნება ეს ეხება როგორც ძრავს ასევე დიზაინს ნუ სალონი შესაძლოა განსხვავდებოდეს კონცეპტუალური ვერსიისგან. ამის გარდა მინდა გაცნობოთ რომ ჩვეულებრივი 4-კარიანი Audi Q5 2012 წელს სერიოზულ ფეისლიფტინგს განიცდის, მთლიანად შეიცვლება ავტომობილის ფარები და წინა ბამპერი.





წყარო www.drive.ge