დადგა ის პერიოდი მსოფლიოში და ეს ციკლური ფენომენია როდესაც იწყება გლობალური რეცენტრალიზაცია, ჯერ ლოკალურ დონეზე და ძლიერი სახელმწიფოებისს ავანგარდში. ეს დააჩქარა მსოფლიო ფინანსურმა კრიზისმა, უპრეცენდენტო მასშტაბის კრიზისმა 30იანი წლების დიდი დეპრესიის შემდეგ. 40იანი წლებიან მოყოლებული ვიდრე 70იანი წლების დასაწყისამდე მსოფლიოში დომინირებდა ინდუსტრიული პოლიტიკის ერა, რაც აქტივისტ სახელმწიფოს (ინტერვენციას) გულისხმობდა. ეკონომიკაში ეს გამოიხატებოდა კეინსიანიზმის მხარდაჭერით და მისი სარგებლიანობით.
70იანი წლების დასაწყისში, 3 ათეული წლის თავზე მოწეულმა კრიზისმა, ნავთობის კრიზისმა, რასაც ასევე წინ უსწრებდა ამერიკის მარცხი ვიეტნამში, მსოფლიო ახალი ციკლის წინაშე დააყენა. ინდუსტრიული პოლიტიკის მიმდინარეობამ პოპულარობა დაკარგა და ნეოლიბერალურმა, თავისუფალი ბაზრის მიმართულებამ პოპულარობა შეიძინა. მემარცხენეებმა დაკარგეს მიმდევრები, და მემარჯვენეები მოგვევლინენ გამარჯვებულად. ამ პოლიტიკამ იქედან მოყოლებული გასტანა 21 საუკუნის დასაწყისამდე, ვიდრე ჩვენ დრომდე: დაახლოებით იგივე პერიოდი 3 ათეული წელი, რისი თვალსაჩინო გამოხატულებებიც იყვნენ რეიგანის დროს, დერეგულაციის პოლიტიკა, მოგვიანებით კლინტონის 8 წლიან ეპოქაში - გლობალიზაციით შეიცვალა. შვილი ბუშის ეპოქაში ამ მიდგომამ თავი ამოწურა. მსოფლიო ფინანსური კრიზისი ამის ერთერთი გამოხატულებაა.
აქ უნდა აღინიშნოს რომ ინდუსტრიული პოლიტიკის წარმართვა ნეოლიბერალურ მიმართულებასთან შედარებით არ იძლევა გამორჩეულ უპირატესობებს, ან პირიქით, რომელიც ყველა დროსა და ვიტარებაში გაამართლებდა. ანუ ამა თუ იმ პოლიტიკის უპირატესობა არის დროის ათვლის სისტემასთან და მსოფლიო განვითარების ციკლურობასთან დაკავშირებული. ამის გაცნობიერება გარკველწილად ამსუბუქებს ინდოქტრინირების პრობლემას.
ამ ტოტალური კრიზისის ფონზე ხდება მსოფლიო ფინანსური სისტემის რეცენტრალიზაცია, კვლავ ინდუსტრიულ პოლიტიკაზე და აქტივისტ სახელმწიფოს მოდელზე გადასვლა. იმის თამამად გაცხდება რომ როდესაც ამერიკელების აბსოლუტური უმრავლესობა თვლიან (60% და მეტი) რომ სახელმწიფო უნდა უფრო აქტიურად ჩარეულიყო და უნდა ჩაერიოს მომავალში რომ ეს კრიზისი შემსუბუქებულიყო და მომავალში არ გაღრმავდეს ადრე წარმოუდგენელი იყო. ამის გაცხადება და მხარდაჭერა პრეზიდენტის მხრიდან, მსოფლიო სავალუტო ინსტიტუტების მხრიდან, ასე თამამად ადრე სრულიად წარმოუდგენელი იყო. მაგრამ აქ მნიშვნელოვანი ისაა რომ
ფინანსური რეცენტრალიზაცია ვერ იქნება განყენებული პოლიტიკური ცენტრალიზაციისგან. მაგალითად უკვე გაისმის მოთხოვნები რომ სახელმწიფო სუსტია და პროფესიული კავშირები ზედმეტად ძლიერი. რომ დეტროიტის ავტო ინდუსტრიის შველის გეგმა ამ ეტაპზე ჩაიშალა იმიტომ რომ პროფესიული კავშირის მუშაკებმა უარი თქვეს დათანხმებოდნენ იგივე ხელფასებს როგორც "არა-იუნიონიზირებული", ანუ პროფკავშირებში არშემავალი მუშაკების ხელფასებს (რომლებიც უფრო დაბალი).
უდავოა რომ ეკონომიკურ რეგულირებას შედეგად მოჰყვება პოლიტიკური ლიბერალიზაციის შეკვეცაც. როგორც პირი უჩანს, ეს მიდგომები დაინერგება ჯერ ადგილობრივ სახელმწიფო დონეზე დიდი სახელმწიფოების მიერ; შემდეგ ეტაპზე ეს მოიცავს ამ ტიპის გლობალურ პოლიტიკას, ანუ მსოფლიო დონეზე, რომელშიც დომინანტები და ტონის მიმცემები იქნებიან ისევ დიდი, ძლიერი სახელმწიფოები. და აქ ჩნდება კითხვა: 1. როგორი იქნება მცირე სახელმწიფოების როლი და ადგილი ამ პროცესებში (მაგ. როგორიც ვართ ჩვენ)? და 2. ვინ უფრო უკეთ მომზადებული შეხვდება ამ ახალ პროცესებს, რომლებიც დაწყებულია და სავარაუდოდ რამოდენიმე ათწლეული გაგრძელდება და გასტანს ჩვენ თაობაზე, თუ ისტორიული ციკლების გამოცდილებას დავეყრდნობით.
მე ვფიქრობ ამ მხრივ იქნება ერთგვარი პარადოქსი. დიდი სახელმწიფოები (აშშ, უპირველეს ყოვლისა) და მის ძლიერი მოკავშირეები ევროპაში თუ სხვაგან, მოახდენედ რა თავიანთი ეკონომიკური (და გამომდინარე, პოლიტიკური) სისტემების რეცენტრალიზაციასა და უფრო ღრმა რეგულაციას, იგივეს არ მოუწონებენ მცირე სუსტ სახელმწიფოებს სადაც მათი პრეფერენცია იქნება ლიბერალიზმის კერების წახალისება. რაც შეეხება მეორე კითხვას, ის სახელმწიფოები რომლებმა ცოტათი დაასწრეს დროს (შესაძლებელია არა გააზრებით, არამედ შემთხვევითობისა და გამო) და ცოტათი ადრე დაიწყეს ეს პროცესები, ვგულისმობ, აქტივისტი სახელმწიფოს პოლიტიკას,
უფრო მომზადებულები შეხვდებიან მიმდინარე და მომავალ გამოწვევებს, ასევე კულტურული თვალსაზრისით. ასეთი დიდი სახელმწიფოები
რუსეთია ასევე ჩინეთი, რომელთათვის უცხო არ არის ინდუსტრიული პოლიტიკა და რომლებიც ყოველთვის სკეპტიკურად უყურებდნენ თავისუფალი ბაზრის ყოვლისშემძლეობას და შეუზღუდავ ეკონომიკურ ლიბერალიზმს.
მოვლენების ამგვარი განვითარება ასევე გამოიწვევს,
ინტეგრაციულ პროცესებს, როდესაც ამგვარი დიდი სახელმწიფოები თანდათან შთანთქავენ იმ გეოპოლიტიკურ არეალს რომელიც ეხლა "გამონთავისუფლებულია" და თავისუფალ ვარდნაშია.
ამგვარად სავარაუდოდ უახლოესი 3 ათეული წლის მანძილზე, შედეგი იქნება უფრო მეტი ეკონომიკური ცენტრალიზაცია და სახელმწიფო რეგულაცია, რომელიც გამოიწვევს პოლიტიკურ ცენტრალიზაციასაც, რაც საწყის ეტაპზე იქნება გამოვლენილი დიდი სახელმწიფოების შიდა პოლიტიკაში, შემდეგ გლობალურ პოლიტიკაში (მაგრამ ამ ტიპის გლობალიზაციას გვერდს აუვლის მომცრო სახელმწიფოები, სადაც ლიბერალიზაცია იქნება წახალისებული) რაც საბოლოო ჯამში გამოიწვევს მზარდ ინტეგრაციულ პროცესებს, სადაც მცირე სახელმწიფოები დაკარგავენ ავტონომიას და ამათუ იმ ფორმით ინტეგრირებული იქნებიან გლობალურ პოლიტ-ეკონომიკურ სისტემებში. ეს პროცესები რათქმაუნდა ასახული იქნება საქართველოზეც.
ეს იქნება კარგი თუ ცუდი, ძნელი სათქმელი იქნება. ალბათ ეს იქნება არც ცალსახად კარგი და არც ცალსახად ცუდი.
როგორ ხედავთ საქართველოს როლს ამგვარ პერსპექტივაში?
მოდი გავარჩიოთ და თანდათან გავამდიდროთ ეს თემა!
ის დღე როდესაც შენი სოფელი ავაოხრე, ოჯახი დაგიწიოკე, სახლ-კარი გადაგიწვი, შენი ცხოვრების შემობრუნების წერტილი იყო. ჩემთვის კი იყო, სამშაბათი.------ძლიერი იუზერი ისააა, რომლის დაპოსტილის შემდეგ ფ ო რ უ მ ზ ე სიჩუმე ჩამოვარდება, შემდეგი იუზერი კი ფიქრობს რა დაპოსტოს ან დაპოსტოს თუ არა....