F ფაილური სისტემა
დავუბრუნდეთ წინა ლექციაში მოყვანილ დიდი ქალაქის მაგალითს. როგორ შეიძლება მოვძებნოთ ესა თუ ის პიროვნება ამდენ ხალხში. თუ დავიწყებთ ძებნას მხოლოდ სახელისა და გვარის მიხედვით, მთელი წელიწადიც რომ ვეძებოთ შეიძლება ვერც კი მივაგნოთ, მაგრამ თუ ვიცით მისი რაიონი, მიკრორაიონი, ქუჩა და სახლის ნომერი მას უცებ ვიპოვით. ანუ თუ გვაქვს ამ ქალაქის მისამართების წიგნი ნებისმიერ პიროვნებას ადვილად მივაგნებთ. ზუსტად ასე იწვალებს თავაკი საჭირო მონაცემების მისაგნებად, თუ მას არ ექნება თავისი `მისამართების წიგნი~, რომელსაც ფაილთა განლაგების ცხრილი – FAთ (Fილე Aლლოცატიონ თაბლე) ჰქვია. ეს ცხრილი განთავსებულია მყარი დისკის დასაწყისში. როდესაც ვათვალიერებთ დისკზე არსებულ საქაღალდეებსა და ფაილებს, ჩვენ რეალურად ვიქექებით FAთ-ში, და თუ მაუსის წკაპით ვიძახებთ რომელიმე პროგ¬რა¬მას ან ფაილს, ამ შემთხვევაში თავაკს ვაძლევთ ბრძანებას გადა¬ინაცვლოს შესაბამის ზონაში,ბილიკზე, კლასტერზე და ამოიკითხოს შესაბამისი სექტორები. FAთ-ში მითითებულია ყველა ფაილის საწყი-სი და ბოლო კლასტერის ნომერი, ანუ სად იწყება იგი, რომელ კლას¬ტე¬რებში გრძელდება და სად მთავრდება.
იმისდა მიხედვით, თუ რამდენი მისამართის ჩასაწერი ადგილი გვაქვს ცხრილში, FAთ-ი შეიძლება იყოს ორი სახის: FAთ 16 და FAთ 32 (FAთ 16-ს ზოგადად FAთ აღნიშვნა აქვს, ანუ 16 რიცხვი არ მიენიშნება). FAთ 16 ნიშნავს, რომ ამ ცხრილში შეგვიძლია 16 ბაიტის შესაბამისი ათობითი რაოდენობის კლასტერი დავამისამართოთ, ანუ 65 ¬536 კლასტერს მიეთითება თავისი ნომერი. ასეთი FAთ-ის დისკებ-ზე კლასტერის სტანდარტული ზომა არის 4 - 32 KB. გამოდის, რომ FAთ-ში 32 KB ზომის 65 536 ცალი კლასტერის დანომრის შესაძლებ-ლობა გვაქვს, ანუ ასეთ დისკებზე შეიძლება 2 GB-ზე ცოტა მეტი
ადგილის დამისამართება. როდესაც შეიქმნა FAთ 16 ფაილური სისტემა 2 GB-ზე მეტი ზომის დისკები არ არსებობდა. დისკის ზომების გაზრდის შედეგად შეიქმნა კურიოზული სიტუაცია, 2 GB-ზე ზემოთ მოცულობა გამოუყენებელი რჩებოდა. ამიტომ შეიქმნა დიდი ზომის დისკების პატარ-პატარა (2 GB) დისკებად დაყოფის
აუცილებლობა. ნათქვამია, ზოგი ჭირი მარგებელიაო და დღესაც ერთი ფიზიკური დისკის დაყოფას ლოგიკურ დისკებად შესანიშნავად ვიყენებთ. მაგრამ დისკე¬ბის ზომები დღითი-დღე იზრდებოდა და ასეთი სიტუაცია დიდხანს ვერ გაგრძელდებოდა, საჭირო იყო ახალი ფაილური სისტემის, ანუ ისეთი FAთ-ის შექმნა, სადაც უფრო მეტი ადგილი იქნებოდა კლასტერის ნომრების ჩასაწერად. ასეთად მოგვევლინა FAთ 32. მისი დანიშ¬ნულება იგივეა, რაც FAთ-16-ის, უბრალოდ ამ ცხრილში უკვე შესაძლებელია 32 ბიტის შესაბამისი რაოდენობის კლასტერების დამისამართება. ე. ი. 65 536 ადგილის მაგივრად გვაქვს 268 435 456 ადგილი კლასტერების დასანომრად. ეს ძალიან დიდი რაოდენობაა და შესაძლებლობას იძლევა არა 2 GB, არამედ 2 თB (2 GB X 1024) ორი ტერაბაიტის მოცულობის დისკები ავითვისოთ (თანამედროვე დისკების მოცულობები 200 GB-ის ირგვ-ლივ მერყეობს, ასე რომ ჯერჯერობით FAთ 32-ს საფრთხე არ ემუქ¬რე¬ბა, თუმცა FAთ 16-ისა არ იყოს, ერთ მშვენიერ დღეს FAთ 32-იც შეიძლება სასაცილოდ მოგვეჩვენოს).
რას წარმოადგენს FAთ ფიზიკურად. ეს არის ელექტრონული ცხრილი, რომელიც ყოველი ლოგიკური დისკების დასაწყისში არის განთავსებული და იკავებს გარკვეულ ადგილს. მაგალითად FAთ 32 დისკზე იკავებს 2 MB ადგილს, FAთ 16 – 128 KB-ს. ეს ცხრილები იქმნება დისკების დაყოფისას და სპეციალური პროგრამების მეშვეო-ბით შეგვიძლია დისკი ერთი ფაილური სისტემიდან მეორეში გადა-ვიყ¬ვანოთ მონაცემების დაუკარგავად.
სხვადასხვა ზომის დისკები თვითონ ირჩევენ კლასტერის ზომას. მაგალითად 10 გიგაბაიტის მოცულობის დისკზე კლასტერის ზომა რომ გვქონდეს 4 KB, FAთ 32-ის შემთხვევაში შესაძლებელი იქნებოდა 8,4 GB-ის ათვისება, ხოლო 1,6 GB დაიკარგებოდა, ამიტომ ასეთი დისკი თვითონ მოირგებს კლასტერის ზომას და მასში გააერთიანებს 16 სექტორს (8 KB). ხოლო თუ ამ დისკს დავყოფთ ორ 5 GB-იან დისკებად კლასტერის ზომა 8 სექტორი (4 KB) იქნება ორივე დისკზე.
შექმნილია ახალი ტექნოლოგიის ფაილური სისტემა NთFშ. იგი შეიქმნა დისკზე არსებული მონაცემების უსაფრთხოების გაფართო¬ვე-ბისა და ადმინისტრირების საშუალებების გაზრდისათვის. ამ სისტე¬მით შესაძლებელია სხვადასხვა მომხმარებლისთვის დისკის გარკვეუ¬ლი ზომების გამოყოფა (კვოტირება), მონაცემების დაცვა პაროლებით, იშვიათად გამოყენებული მონაცემების ავტომატური შეკუმშვა და ადგილის განთავისუფლება. იგი საკმაოდ მოქნილია, თუმცა შედა¬რე¬ბით ნელი. ცხრილის მოვალეობას ამ სისტემაში ასრულებს MFთ (Mასტერ Fილე თაბლე), რომელიც დისკის მოცულობის 12%-ს იკავებს. თუმცა იმ შემთხვევაში, როცა მონაცემებისთვის ადგილი არ გვყოფ-ნის MFთ-ს შეუძლია შეიკუმშოს და ადგილი გაანთავისუფლოს, შემდედ ისევ დაბრუნდეს თავის საწყის მდგომარეობას. ამ სისტემაში ფაქტიურად არ არსებობს დისკის ზომის რეგლამენტი. დისკი შეიძლება იყოს ძალიან პატარა ან ძალიან დიდი, სისტემა მაინც იფუნქციო¬ნირებს. ასევე კლასტერის ზომა 1 სექტორიდან 128 სექტორამდე (512 B – 64 KB) შეიძლება იყოს. უნდა ითქვას, რომ ამ უპირატესობე-ბის მიუხედავად, სისტემა საკმაოდ რთული აგებულებისაა და FAთ-თან შედარებით ნელა მუშაობს.
თუ თქვენ კომპიუტერს საოჯახო ან საოფისე დანიშნულებით იყენებთ, გირჩევთ FAთ 32 ფალურ სისტემაზე იმუშაოთ, ხოლო თუ სისტემურმა ადმინისტრირებამ მოგიწიათ აქ NთFშ-ის გარეშე გაგი¬ჭირდებათ და გირჩევთ უფრო ღრმად შეისწავლოთ იგი.
დავიმახსოვროთ, ნებისმიერი ფაილური სისტემის დისკზე შეგ¬ვიძ¬ლია დავაყენოთ ახალი ტექნოლოგიის ოპერაციული სისტემები (ჭინდოწს 2000, XP). FAთ 16 და FAთ 32 სისტემებზე დავაყენებთ ჭინდოწს 95, 98, Mე. ჭინდოწს 95-ს ვერ დავაყენებთ FAთ-32-ზე, ხოლო NთFშ-ზე შეგვიძლია ვამუშავოთ ჭინდოწს 2000, XP, ხოლო სხვა დანარჩენი კი ამ სისტემაზე არ დადგება.
ყველა დისკს (როგორც ფიზიკურს, ასევე ლოგიკურს) აქვს ე. წ. ჩამტვირთავი სექტორი MBღ (Mასტერ Bოოტ ღეცორდ), სადაც ინახება დის¬კის გაშვების კოდი. ეს სექტორი არის პირველივე სექტორი ნების¬მიერ დისკზე და იგი ხშირად ხდება ვირუსული შეტევების ობიექტი, რადგანაც თუ MBღ კოდი დაზიანდა ამ დისკიდან ჩვენ ვეღარ ჩავიტვირთებით (ვერ გავუშვებთ ჭინდოწს-ს)
ალბათ შეგინიშნავთ, რომ კომპიუტერი იმახსოვრებს ზოგად ინ-ფორმაციას ამა თუ იმ მონაცემზე (ფაილზე), ანუ რა ტიპის ფაილია, როდის შეიქმნა, რა ზომისაა. ეს ინფორმაცია ჩაწერილია დისკზე არსებულ სპეციალურ არეში, რომელსაც ფუძე კატალოგი, ან ძირე¬უ¬ლი დირექტორია ეწოდება. მისი მოცულობაც უმნიშვნელოა და დის¬კის ზომაზე დიდ გავლენას არ ახდენს.
დისკზე გვხვდება კიდევ ერთი არე, რომელიც დიაგნოსტიკასა და ჩაწერა-წაკითხვის შეცდომების კორექციისათვის გამოიყენება. უნდა ვიგულისხმოთ, რომ აქ არის განთავსებული ჩვენს მიერ წინა ლექციებში განხილული სარეზერვო არეც.
რაც შეეხება დისკის დარჩენილ მოცულობას, იგი მონაცემთა შესანახად გამოიყენება და მას მონაცემთა არე ეწოდება.
Fლოპპყ დისკეტა იყენებს FAთ-16 ფაილურ სისტემას. ამიტომ მას¬თან მუშაობა შეუძლია ნებისმიერი ვერსიის ოპერაციულ სისტემას (ჭინდოწს). მყარი დისკისგან განსხვავებით, იგი უფრო პატარა ზომის ლოკალურ დისკებად არ იყოფა.
თუ დღევანდელი ლექციის ათვისება გაგიჭირდათ, შეეცადეთ მასში მოყვანილი ძირითადი დებულებები დაიმახსოვროთ.
მიმაგრებული სურათი