კინოხელოვნება (ბერძნ. kineo – „ვმოძრაობ“) — ვიზუალური ხელოვნების დარგი, რომლის ნაწარმოებები იქმნება რეალური, ინსცენირებული ან მულტიპლიკაციის საშუალებებით შექმნილი მოვლენების შესახებ.
კინოხელოვნება გაჩნდა მე–20 საუკუნეში, რომლის კონცეფცია არის შავ–თეთრი ან ფერადი „მოძრავი ნახატების“ პროეცირება ეკრანზე. კინოხელოვნებაში ხდება ლიტერატურის, თეატრის და სახვითი ხელოვნებისა და მუსიკის სინთეზი მისთვის დამახასიათებელი გამოხატვის საშუალებებით, რომელთაგან უმთავრესია კინოგამოსახულების ფოტოგრაფიული ბუნება და მონტაჟი. ხელოვნების ეს დარგი თითქმის მთლიანად არის დამოკიდებული ტექნიკურ განვითარებაზე, მათ შორის ფოტოგრაფიების მოძრაობის, პროექცირების, გახმოვანების, კინოფირების დამუშავებისა და გამჟღავნების ტექნოლოგიებზე.
კინოხელოვნება განუყოფლად არის დაკავშირებული კინოინდუსტრიასთან, რომელიც აწარმოებს კინოაპარატურას, გადასაღებ, გადამამრავლებელ, სადემონსტრაციო და სხვა ტექნოლოგიურ მოწყობილობებს. კინოხელოვნებისა და კინოინდუსტრიის ერთობლიობას კინემატოგრაფია ეწოდება.
კინოხელოვნების ნაწარმოებებიანიმაციური ფილმი – დოკუმენტური ფილმი – დრამატული ფილმი – კინოჟურნალი – კომედიური ფილმი – მოკლემეტრაჟიანი ფილმი – სასწავლო ფილმი – სატელევიზიო ფილმი
კინოხელოვნების ტერმინებიკადრი – კინემატოგრაფი – კინო – კინოაპარატი – კინოდრამატურგია – კინოთეატრი – კინომუსიკა – კინოსაპროექციო აპარატი – კინოსტუდია – კინოფირი – როლი – სცენარი – ფილმი – ფოტოფირი
კინოხელოვნების მოღვაწენიმსახიობი – ოპერატორი – რეჟისორი – სცენარისტი – ფოტოგრაფი
------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
მსოფლიო კინოს ლეგენდამერლინ მონრო ( 1926-1962) ოქროს გლობუსის მფლობელი ამერიკელი მსახიობი, მომღერალი, მოდელი, ჰოლივუდის ერთგვარი "ხატი", კულტისა და ყველა დროის სიმბოლო, მშვენიერებისა და მოდის იდეალი, ასევე სექს-სიმბოლო.
ის იყო ცნობილი თავისი კომედიური ხასიათის როლებითა და ეკრანებზე ხშირი გამოჩენით. მონრო გახდა ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული კინოვარსკვლავი 1950-იანი და ახლო 1960-იანი წლებისა. თავისი კარიერის შედარებით გვიან „საფეხურებზე“ ის მუშაობდა სერიოზულ როლებზე და მისი წარმატება აღემატებოდა მისივე დროის ყველა დანარჩენი მსახიობისას.

---------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
პირველი კინემატოგრაფიული ნაბიჯები1895 წელი არის კინემატოგრაფიის დაბადების წელი, საფრანგეთი კი კინემატოგრაფიის დამფუძნებელი ქვეყანა და ზუსტად ამ ქვეყანაში იმართებოდა „კინემატოგრაფ ლიუმერის“ ჩვენები. ლიუმერი - ეს არის კინოს დამფუძნებლების გვარი, ძმებ ლუის და ოგუსტასი. Lumiere - ფრანგულად ნიშნავს სინათლეს, და როგორც წერენ ფრანგი მწერლები (წიგნში, რომლიდანაც მე ამ პოსტს ვწერ) ზუსტად ბედმა განსაჯა ეს ძმები ამ ხელოვნებისთვის და თავიდანვე ამ დანიშნულებით დაიბადნენ, რადგან სინათლე შემოეტანათ კინემატოგრაფიაში.
რასაც ხედავენ დღეს 21 საუკუნის ხალხი და უკვე უემოციოდ აღიქვავენ, არ უკვირთ, მე-19 საუკუნის ბოლოს იმ ხალხმა ნახა ეს ყველაფერი პირველად. ზუსტად ძმებ ლიუმერების ჩვენებაზე მისული ხალხი, რომლებსაც არ დაენანათ ერთი ფრანკის გადახდა, მოუთმენლად ელოდნენ სასწაულს. ჩვენება გაიმართა პარიზში „გრან კაფეში“, როდესაც ხალხი ჩავიდა, მათ დაინახეს ერთ მხარეს დიდი თეთრი „ნაჭერი“, მეორე მხარეს კი ყუთი, რომელიც ჰგავდა უზარმაზარ ფოტოაპარატს.
და დაიწყო ჩვენება, ოთახში ჩაქვრა შუკი და სინათლემ გაანათა თეთრი „ნაჭერი“. მათ დაინახეს თავიანთი ქალაქის სურათები და რამოდენიმემ შეიცხადა, რისთვის მოგვიყვანესო. მაგრამ ვერ მოასწრო მაყურებელმა შეცხადება, რომ გამოჩნდა სურათზე ცხენი, ერთი სურათი ცვლიდა მეორეს და მოძრაობის ეფექტს ჰქმნიდა. მერე უზარმაზარი მატარებელი, რომელიც სულ უფრო დიდებოდა და თითქოს უახლოვდებოდა მაყურებელს, ისე რეალურად გამოიყურებოდა ეს ყველაფერი, რომ რამოდენი ადამიანმა წამოიკივლა.
ძმებ ლიუმერების აპარატი იყო მოსახერხებელი და მარტივად აწყობილი, დიდ ყუთში იყო განლაგებული ობიექტივი, გრეიფერი - მექანიზმი, რომლითაც მოძრაობს ფირი, ობურატორი - ობიექტივის დასახური საშუალება,ფირის შეცვლის დროს და ორი კასეტა. აპარატს მართავდნენ ხელით და ფირის მოძრაობის სიჩქარე იყო 16 კადრი წამში. ამიტომ პირველი კინოოპერატორები ითვლებოდნენ კინომექანიკებად.ლუი ლიუმერი აცხადებდა რომ შექმნა ეს აპარატი ერთ ღამეში, როდესაც ძალიან სტკიოდა თავი.ამის მერე ძმებ ლიუმერებმა დაგეგმეს პირველი პრემიერები პარიზში და დიდი პოპულარობით სარგებლობდნენ.


The Lumiere Brothers' - First films (1895) ძმები ლიუმერები - პირველი ფილმი
--------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
პირველი ხმოვანი ფილმი1927 წლის 6 ოქტომბერს ნიუ იორკში კომპანია "Warner Brothers"-მა წარმოადგინა პირველი ხმოვანი ფილმი - "ჯაზის მომღერალი". ამ ფილმში მთავარ როლს ასრულებდა ცნობილი ჯაზის მომღერალი ელ ჯონსონი. მისი რეპლიკა, რომელმაც გახსნა ხმოვანი ფილმების ერა, ყველას თავში უტრიალებდა - "ასეთი თქვენ ჯერ არ გაგიგიათ" (Ain't Heard Nothin Yet).

"ჯაზის მომღერალი", ალან რორსლანდის ფილმი, იყო პირველი კინო ლენტა, რომლის მუსიკა ჩაწერილი იყო გრამაფონის პლასტინკებზე და სინხრონიზირებული იყო გამოსახულებასთან.
ფილმს მოჰყვა დიდი წარმატება და კომპანიას მოუტანა შემოსავალი 3 500 000 დოლარის ოდენობით, რაც იმ დროს იყო საოცარი თანხა.
იმ ხანებში არავინ ხვდებოდა, თუ სადამდე მიიყვანდა ეს ტექნიკური ფოკუსი კინემატოგრაფიას. კინემატოგრაფისტების უმრავლესობა თვლიდა, რომ ეს სენსაცია მალე დაკარგავდა ინტერესს და ამით მორჩებოდა "კინორევოლუცია".
თუმცა მუნჯი ფილმების უპირატესობა ხმოვანთან შედარებით გრძელდებოდა კიდევ ერთი წელი. მხოლოდ 1929 წელს ხმოვანი ფილმი გახდა უფრო პოულარული და მოთხოვნადი, ვიდრე მუნჯი ფილმები.
კინო სტუდიებს ჰქონდათ სუბიექტური მიზეზები, რის გამოც არ ენდობოდნენ ხმოვან ფილმებს. ხმოვანი ფილმების გადაღება ჯდებოდა ძვირი და კინო სტუდიები დარწმუნებულნი უნდა ყოფილიყვნენ, რომ დახარჯულ ფულს უპრობლემოდ ამოიღებდნენ. მუნჯი ფილმები პოპულარი იყო მთელ მსოფლიოში იმიტომ, რომ მოქმედება ხორციელდებოდა პანტომიმის საშუალებით. რამდენიმე ტიტრის გადათარგმნა არ იყო რთული, თუ ფილმს საზღვარგარეთ აჩენებდნენ. კინოსტუდიებს ეშინოდათ, რომ მაყურებელი არ მოიწონებდა ფილმებს, რომელიც მათთვის გაუგებარ ენაზე დაიწყებდა ლაპარაკს.
იყო ასევე ტექნიკური პრობლემები. პირველი ხმოვანი ფილმის კინოპროექტორი ატრიალებდა კინო ლენტას ცალკე და ხმოვანს ცალკე. ამიტომ იყო საშიშროება იმისა, რომ შემთხვევით ჩაერთოთ სხვა კინოლენტა. გადაღებებზე მიკროფონებს მალავდნენ კამერების უკან, მსახიობებს უხდებოდათ კამერებთან ახლოს მისვლა, რაც ცუდად აისახებოდა მსახიობების თამაშზე.
მსახიობებს შორის იყვნენ როგორც გმირები, ასევე უბედურებიც. მსახიობებს, რომლებსაც არ უვრაგოდათ ხმა, იძულებულნი გახდნენ დაეტოვებინათ კინო. მაგალითად: ბასტერ კიტონი, გენიალური კომიკი, ვერ მიეჩვია ხმოვან კინოს და დაიკარგა ეკრანიდან. ბლანშ სვიტი, ასევე მუნჯი ფილმის ცნობილი ვარსკვლავი, რომელიც ვერ შეეჩვია ხმოვან ფილმს. 3 როლის შემდეგ წავიდა დიდი კინოდან.
ხმოვან ფილმს სჭირდებოდა თავისებური სტილი და შესრულება. ბერვი მუნჯი ფილმის ვარსკვლავი აღარ აკმაყოფილებდა ახალ სტანდარტებს. მეორე მხრივ, მომღერლებსა და მოცეკვავეებს გაეხსნათ ახალი შესაძლებლობები. 30-იანი წლები გახდა ჰოლივუდური ფილმების აღმავლობის ხანა. 20-იანი წლების ბოლო ამერიკის მთელი კინო ინდუსტრია მთლიანად გადბარგდა ლოს ანჯელესში.
3 წლის განმავლობაში ხმოვანი ფილმის წყალობით გაჩნდა ისეთი ჯანრები, როგორიცაა განგსტერული ფილმი, საშინელებათა ფილმი, ვესტერნი, სადაც პერსონაჟთა დიალოგს თან ახლდა ავტომატიდან სროლის ხმები, მანქანის მუხრუჭის და შემტევი ინდიელების ყვირილი.
----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
სამ განზომილებიანი (3 D) ფილმები3D-ს პირველი ნაბიჯები
ამ კინოხელოვნების დამფუძნებელი იყო უილიამ ფრიზ-გრინი, მე-19 საუკუნის ბოლო წლებში
პირველი 3D ფილმი "The Power of Love", იყო წარდგენილი ლოს-ანჯელესში 1922 წელს, სასტუმრო "ამბასსადორში". ფილმზე გავრცელებულია ძალიან ცოტა ინფორმაცია, რადგან ორიგინალი დაკარგულია.
მაგრამ მოთხოვნადი და პოპულარული ეს ფორმატი გახდა, როდესაც გამოვიდა ფილმი "Bwana Devil", 1952 წელს. ეს 3D ტრილერი გახდა კრიტიკოსების მსხვერპლი, გავრცელდა ინფორმაცია რომ გაუგებარი და უაზრო ფილმი იყო.

ყველაზე წარმატებული იმ წლების მანძილზე იყო ფილმი "Creature From the Black Lagoon" (1954), ეს კლასიკური გადახვევა მონსტრებზე იყო ბევრად წარმატებული და მოთხოვნადი.
50-ნი წლების ბოლოს 3D კინოს მოთხოვნა დავარდა მინიმუმამდე, რადგან ამ ფილმების გადაღება ჯდებოდა ძვირი და ეკრანიდან გამოვარდნილი მონსტრები, კრიტიკოსებმა ჩათვალეს ვულგარულად.
1983 წელს გამოვიდა 3D ფილმი "Jaws", ეს იყო მისი მესამე ნაწილი და ჩვენ დროშიც ძალიან პოპულარულია ფილმების შემდეგი ნაწილების 3D ფორმატში გადაღება, ალბათ ეს არის ერთ-ერთი გზა მაყურებლის ინტერესის შესანარჩუნებლად. რაც შეეხება ამ ფილმს, ის იყო 5ჯერ ნომინირებული, როგორც "ყველაზე ცუდი ფილმი".
ეს ფილმები იყო გადაღებული ანაგლიფის ტექნოლოგიებით. ანაგლიფი ეს არის სტერეოეფექტის მეთოდი, რომელიც აორმაგებს გამოსახულებას ფერების მეშვეობით, მარჯვენა და მარცხენა თვალისთვის. ეფექტის მისაღებად იყო გამოყენებული სპეციალური ანაგლიფიური სათვალე, რომელშიც შუშების მაგივრად არის ჩადგმული ფერების ფილტრები, როგორც წესია მარცხენა თვალისთვის წითელი, ხოლო მარჯვენა თვალისთვის ლურჯი ან ცისფერი. სტერეო გამოსახულება არის ორმაგი გამოსახულების კომბინაცია, სადაც წიტელ ზონაში არის მოცემული გამოსახულება მარცხენა თვალისთვის (მარჯვენა თვალი მას ვერ ხედავს, ფერების ფილტრის გულისთის), ლურჯში გამოსახულება კი მარჯვნეა თვალისთვის. გამოდის რომ ცალი თვალი ღებულობს თავის გამოსახულებას, რომელიც დამუშავებულია ფერით.
ანაგლიგფის მეთოდის ყველაზე დიდი ნაკლი არის, ის რომ ვერ გადმოსცემს ფერების სრულ სახეს და ანაგლიფიურ სათვალეში გატარებული 15 წუთის შემდეგ, შეიმჩნევა თავის ტკივილი და ფერების არასრული აღქმა.

ბევრად უფრო სხვა ჟანრი შეემატა სამგანზომილებიან ფილმებს ბოლო 20 წლის განმავლობაში და ამის დამსახურებაა IMAX-ის ახალი ტექნოლოგია. ყველაზე გამოყენებადი იყო დოკუმენტური ფილმებისთვის. უკვე იყო შესაძლებელი უამრავი სასწაულის ნახვა ფილმის მეშვეობით და ეს იყო ბევრად უფრო პროფესიონალურ დონეზე გაკეთებული და ხალხის ინტერესიც მაქსიმუმამდე ავიდა.
IMAX 3D, არის შემოკლებული IMAge MAXimum (გამოსახულების მაქსიმუმი). სამგანზომილებიანი ფილმის გადასაღებად იყო გამოყენებული სპეციალური კამერა, ორმაგი ობიექტივით, რომლებიც 64 მილიმეტრით იყო ერთმანეთისგან დაშორებული (ეს არის საშუალო ზომა ადამიანის თვალებს შორის). კამერაში იყენებენ ორ 70 მლ ფირს, სხვა და სხვა გამოსახულების ჩასაწერად მარჯვენა და მარხენა თვალისთვის. ამ კამერის წონა 113 კილოგრამს შეადგენს, რაც აფერხებს გადაღების პროცესს.
IMAX-ის ყველაზე დიდი ნაკლი მისი ორმაგი ფირია. სჭირდება ეკრანის დიდი კონტროლი, რადგან ეკრანზე ფერების შეცვლის შემთხვევაში სტერეოეფექტი იკარგება. ამიტომ IMAX-ში იყენებენ ვერცხლისფერ ეკრანს.
დღევანდელ დღეს არის უამრავი ტექნოლოგია სამგანზომილებიანი ფილმის გადასაღებად. ყველაზე განთქმულები:Dolby 3D, RealD და RealD XL რომელთაც ადრინდელი პრობლემები არ ეხებათ.
----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
Hollywood
სიტყვა "ჰოლივუდი" ამერიკის კინო და სატელევიზიო ინდუსტრიასთან ასოცირდება. დღესდღეისობით კინო ინდუსტრია გარშემო მდებარე ადგილებშია მიმოფანტული, როგორიცაა ბერბანკი და ვესტსაიდი, მაგრამ დამატებითი ინდუსტრიები ჰოლივუდში რჩება.
ჰოლივუდის ბევრი ისტორიული თეატრი საკონცერტო სცენებად და ძირითადი თეატრალური პრემიერებისთვის გამოიყენება, ისინი ასევე მასპინძლობს ხოლმე კინოაკადემიის დაჯილდოების ცერემონიას. ის პოპულარული ტურისტული ღირსშესანიშნაობაა და მასთანაა განლაგებული სახელგანთქმული დიდების ხეივანი.
იმისდა მიუხედავად, რომ ლოს-ანჯელესში არაა მიღებული რომელიმე უბნისთვის ან დასახლებისთვის საზღვრების დაადგენა, ჰოლივუდი აქ გამონაკლისია.
მგონი კინოხელოვნებაზე არავის ეწერა.. კაი იქნება თუ დამიფასებთ ნამუშევარს
This post has been edited by Essiittaaa on 31 Mar 2013, 21:06
ყოველთვის ნუ იტყვი იმას რაც იცი , ხოლო ის - კი იცოდე , რასაც ამბობ.
ზოგჯერ თქმა სჯობს არათქმასა, ზოგჯერ თქმითაც დაშავდების.
განა შესაძლებელია სხვამ იცხოვროს იმ თავისუფლებით, რომლისთვისაც თვითონ არ მომკვდარა?!