ამ ფორუმზე პოსტვის სურვილი დღითიდღე მიმცირდება და ნოლს უახლოვდება...
არა იმიტომ რომ აქ ბევრმა მიწოდა მიმყრალებული ბებერი და მარაზმატიკი - ამაზე
მხოლოდ ვიცინებდი, ნამდვილად ქვეყნის მომავალზე ზრუნვას რომ ვხედავდე პოსტების
და მთლინად თემების თუ გამოკითხვების უმრავლესობაში.
სამწუხაროდ ის, რასაც ვხედავ, უბრალო იუმორის გრძნობასაც მაკარგვინებს...
პათოლოგიურად სუბიექტური პირადი ზიზღი, ფარისევლობა და შიში პირადი
მეტ-ნაკლებად "უშიშროების" დაკარგვისა (ფაქტიურად სილაჩრე) - აი რა არის
აქ თითქმის მთლიანად გამეფებული. და ეს ყველაფერი პატრიოტიზმის სოუსით
იკაზმება.
საინტერესოა, არიან თუ არა აქ სხვებიც, ვისაც მსგავსი შეგრძნება უჩნდებათ.
უმეტესობა რომ თავს შეურაცყოფილად ჩათვლის და ვორნს მოითხოვს ჩემთვის,
ეჭვი არ მეპარება - მოდერატორებს ვთხოვ შეუსრულონ აქაურ "ხალხს" სურვილი
და ამით მეც მასიამოვნონ - ჯერ მარტო 9 ვორნი მაქვს და დამეთანხმებით 10
უფრო სიმპატიურად გამოიყურება.
P.S. ერთი გამოკითხვის იდეა მაქვს, თუ ვორნების დროს გასვლამდე არ გადავიფიქრებ.