სომხეთის პოლიტიკური ოპოზიცია ყრილობის ჩატარებას საქართველოში აპირებს
სომხეთის პოლიტიკური ოპოზიცია ყრილობის ჩატარებას საქართველოში აპირებს
14 / 12, 2008 12:29
სომხეთის პოლიტიკური ოპოზიცია, რომელსაც ექსპრეზიდენტი ლევონ ტერ-პეტროსიანი ხელმძღვანელობს, თავისი ყრილობის ჩატარებას საქართველოში აპირებს, - ამის შესახებ „გაზეტა რუ“ იუწყება.
როგორც სომხეთის ნაციონალური კონგრესის ცენტრალური ოფისის კოორდინატორმა ლევონ ზურაბიანმა ჟურნალისტებს განუცხადა, სომხეთის ხელისუფლება ყველანაირად ეწინააღმდეგება 19 დეკემბერს ოპოზიციური მოძრაობის მიერ ყრილობის მთავრობის სხდომათა დარბაზში ჩატარებას.
ამასთანავე, ზურაბიანმა აღნიშნა, ოპოზიციას ყრილობის ჩასატარებლად დარბაზებს არ უთმობენ ასევე სასტუმროებიც. აქედან გამომდინარე, თუ ოპოზიციას მთავრობის სხდომათა დარბაზი არ დაეთმობა, ნაციონალური კონგრესი აცხადებს, რომ მაშინ ყრილობას საქართველოში ჩაატარებენ.
http://www.ipn.ge/ge/index.php?news=8433&hd_line=1ლიცემერი: იმას კი არ ამბობენ საქართველოს ხელისუფლებამ ნება თუ დაგვრთოო- პირდაპირ აცხადებენ ყრილობას საქართველოში ჩავატარებთო
უზერებო, უნდა დართოს თუ არა საქართველოს ხელისუფლებამ ყრილობის ჩატარების უფლება?
პ.ს. სომხეთზე მაქვს თემა გახსნილი, მაგრამ იქ რადიკალურად განსხვავებული პრობლემაზე უბნობენ. ასე რომ, სედოი, ვორნს ვერ მომცემ

წმინდაო ღმერთო, წმინდაო ძლიერო, წმინდაო უკვდავო, იხსენ, სედოისგან ფორუმი, იხსენ, უფალო არ მიგვატოვო
This post has been edited by licemer on 14 Dec 2008, 16:22
პოლიტიკოსი არ გახლავართ, მაგრამ ხანდახან მეც კარგი მამაძაღლი ვარ.
დაე, მე მოვკვდე ღია თვალებით...
მიგელ დე უნამუსო ლიც-დონ-გიჟ-ჟუანი.