http://presa.ge/index.php?text=news&i=5260მიმდინარე წლის დეკემბერში რუსეთის პრემიერ-მინისტრმა ვლადიმირ პუტინმა საქართველოზე კონტროლის დამყარების ორი გეგმა განიხილა.
”მედიანიუსის” ინფორმაციით, ალტერნატიული გეგმები პუტინს რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ და საგარეო დაზვერვის სამსახურმა წარუდგინეს და ეს გეგმები ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავდება.
თავდაცვის სამინისტროს მიერ მომზადებული გეგმის მთავარი ავტორი რუსეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი ნიკოლაი მაკაროვია. გეგმის შემუშავებაში მნიშვნელოვანი მონაწილეობა მიიღეს რუსეთის სახმელეთო ჯარების მთავარი შტაბის უფროსმა ნიკოლაი ბოგდანოვსკიმ, სახმელეთო ჯარების მთავარსარდლის მოადგილეებმა _ ვალერი მოლტენსკოიმ, ვალერი ევნევიჩმა და რუსეთის სადესანტო-საჰაერო ჯარების სარდალმა ვალერი ევტუხოვიჩმა.
ე.წ. მაკაროვის გეგმაში აღნიშნულია, რომ ეს მონახაზი, რომელიც თბილისის აღებას ითვალისწინებს, 100 პროცენტით იმუშავებს მხოლოდ მაშინ, თუ რუსეთის საჰაერო-სადესანტო ჯარები (გეგმაში სწორედ მათ და სამხედრო-საჰაერო ძალებს აკისრიათ მთავარი დამრტყმელი ძალის ფუნქცია) საბრძოლო მოქმედებებს უახლოეს მომავალში დაიწყებენ, რადგან თუ საქართველომ ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის აღდგენის გეგმა განახორციელა, ავიაცია ეფექტურობას დაკარგავს.
”მედიანიუსის” ინფორმაციით, ე.წ. მაკაროვის გეგმაში რუსეთის საჰაერო-სადესანტო ჯარების სარდალი ევტუხოვიჩი აღნიშნავს, რომ მოულოდნელობის ეფექტის პირობებში, რუს მედესანტეებს ცხინვალის რეგიონიდან (ახალგორი) თბილისამდე მისასვლელად 3 საათი დასჭირდებათ, მაგრამ მანამდე რუსმა მედესანტეებმა რუსული ავიაციის ბატონობის პირობებში უნდა დაიკავონ თბილისის საერთაშორისო აეროპორტი, სხვა სტრატეგიული სიმაღლეები და საბრძოლო მოქმედებების პირველივე საათებში ავიაციამ მორალურად უნდა დათრგუნოს საქართველოს შეიარაღებული ძალების ის ნაწილები, რომელთაც თბილისის დაცვის ფუნქცია აკისრიათ.
გეგმის მიხედვით, რუსულმა შეიარაღებულმა ძალებმა გალი-ქუთაისისა და, ნაწილობრივ, გორი-ქუთაისის მიმართულებით უნდა უზრუნველყონ ის, რომ დასავლეთ საქართველოში განლაგებულმა საქართველოს არმიის ნაწილებმა ვერ მოახერხონ თბილისისკენ გარღვევა.
ე.წ. მაკაროვის გეგმაში ისიცაა აღნიშნული, რომ მისი ყველა დეტალის განხორციელების შემთხვევაშიც კი, თბილისის ცენტრალურ რაიონებში ხანგრძლივი ქუჩის ბრძოლებია მოსალოდნელი და ასეთ ვითარებაში რუსეთის პოლიტიკურმა ხელმძღვანელობამ არავითარ შემთხვევაში არ უნდა მიიღოს საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტის გადაწყვეტილება.
”მედიანიუსის” ინფორმაციით, ე.წ. მაკაროვის გეგმა რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის უფროსმა, მიხაილ ფრადკოვმა მძაფრად გააკრიტიკა. კერძოდ, ფრადკოვი თავის ანგარიშში აღნიშნავს, რომ თავდაცვის სამინისტროს გეგმას, წმინდა სამხედრო თვალსაზრისით, არანაირი ხარვეზი არ აქვს, მაგრამ ის პოლიტიკურად მიუღებელია.
რუსული სპეცსამსახურის მტკიცებით, თბილისის შტურმი სამხედრო თვალსაზრისით, წარმატებით დამთავრდება, მაგრამ ამ შემთხვევაში, მომავალში, შეიარაღებული წინააღმდეგობის გაწევაზე იფიქრებს მოსახლეობის ის ნაწილიც, რომელიც რუსეთის მიმართ ლოიალურადაა განწყობილი და ოფიციალური მოსკოვმა საბოლოოდ უნდა დაივიწყოს ოცნებები საქართველოს სათავეში პრორუსული ხელისუფლების მოყვანის შესახებ.
ასევე, რუსული სპეცსამსახურის მონაცემებით, თბილისის შტურმი აშშ-სა და თურქეთს მისცემს საშუალებას, ლეგალური სამხედრო დახმარება გაუწიოს საქართველოს.
რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურმა პუტინს ალტერნატიული გეგმა შესთავაზა. ამ გეგმის მიხედვით, თბილისის შტურმი კი არა, საქართველოს დედაქალაქის ბლოკირება უნდა მოხდეს.
”მედიანიუსის” ინფორმაციით, საბრძოლო მოქმედებების პირველ საათებში რუსმა მედესანტეებმა უნდა დაიკავონ ფოთი და თბილისი-გორის მაგისტრალი და დასავლეთ საქართველოში განლაგებულმა საქართველოს არმიის ნაწილებმა თბილისისკენ გარღვევა არ უნდა მოახერხონ.
ამ გეგმის მიხედვით, რუსეთმა სომხეთის პოლიტიკურ ხელმძღვანელობასთან უნდა მიაღწიოს შეთანხმებას, რომლის მიხედვითაც, სომხეთში განლაგებულმა რუსულმა ნაწილებმა ჯავახეთის საავტომობილო გზების დაიკავონ, რათა გამოირიცხოს თბილისის მომარაგება ბათუმიდან ან თურქეთიდან. ამავე გეგმის მიხედვით, ბათუმის დაკავება თურქული ფაქტორის გამო, მიზანშეწონილი არ არის.
რუსული სპეცსამსახურის რეკომენდაციით, ოფიციალურმა მოსკოვმა აზერბაიჯანის ხელისუფლებიდან უნდა მიიღოს იმის მყარი გარანტია, რომ ბაქო ბლოკირებულ თბილისისკენ სამხედრო, ჰუმანიტარულ ან სხვა სახის ტვირთებს არ გაატარებს.
ამავე გეგმის მიხედვით, ბლოკირებულ თბილისში ჰუმანიტარული კატასტროფა ორი კვირის შემდეგ დაიწყება და ხაფანგში მოქცეული საქართველოს დედაქალაქის უსისხლოდ დაცემა მხოლოდ დროის ამბავია.
////
ხალხო დღითიდღე იზრდება ჩვენი ცნობიერების სეგუება იმაზე რომ რუსეთი მალე დაგვიპყრობს?
რამე საშველი არის? რა უნდა მოვიმოქმედოთ?
ვისაც არ უყვარს - არც ენატრება. ვისაც არ ენატრება, არც არასოდეს ყვარებია და არც არავის ელოდება.