Welcome Guest (
ავტორიზაცია
|
რეგისტრაცია
)
ვალიდაციის წერილის ხელახალი გაგზავნა
წესები
·
დახმარება
·
ძებნა
·
წევრები
·
კალენდარი
·
რჩეულები
·
ჩატი
თბილისის ფორუმი
->
თემატური ფორუმი
->
ჯანმრთელობა და მედიცინა
->
მშობლების კლუბი
გამოხმაურება
·
ახალი თემა
·
ახალი გამოკითხვა
ორსულობა და ანემია
მივიღოთ შეტყობინება ამ თემის განახლების შესახებ
·
გაუგზავნეთ ეს გვერდი სხვას
·
ამოსაბეჭდი ვერსია
|
თემის რჩეულებში დამატება/წაშლა
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
niniaa
Super Crazy Member
ჯგუფი: Members
niniaa
Super Crazy Member
ჯგუფი: Members
წერილები: 9486
წევრი No.: 67969
რეგისტრ.: 23-July 08
#58827621
· 31 Jan 2022, 13:49 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
ორსულთა ანემია მსოფლიო ჯანდაცვის სისტემის ერთ-ერთი ყველაზე დიდი გამოწვევაა. ბოლო მონაცემებით ორსული ქალების 38,2 % უჩივის ამ პრობლემას. ანემიის გამომწვევ მიზეზებს მიეკუთვნება ნუტრიუციული უკმარისობა, ჰემოგლობინოპათიები, ინფექციური და ქრონიკული დაავადებები და იშვიათ შემთხვევებში ავთვისებიანი პროცესები. რაც შეეხება გეოგრაფიულ სხვაობებს, ანემიით დაავადების შემთხვევები ყველაზე ხშირად დაბალი განვითარების ქვეყნებში ფიქსირდება.
რა განაპირობებს ორსულთა ანემიას?
რკინადეფიციტური ანემია – განპირობებულია ორგანიზმში რკინის რაოდენობის შემცირებით, რის შედეგადაც ირღვევა ჰემოგლობინის სინთეზი და მცირდება მისი კონცენტრაცია თითოეულ ერითროციტში. ორსულობის დროს პლაცენტასა და ნაყოფში დიდი რაოდენობით რკინა დეპონირდება, ამიტომ მთელი ორსულობის განმავლობაში გაზრდილია რკინაზე მოთხოვნილება.
განსაკუთრებით რომელ ტრიმესტრში ვითარდება ანემია და რას უნდა მიაქციოს ყურადღება ორსულმა?
მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია ანემიად განსაზღვრავს ჰემოგლობინის მაჩვენებელს 110g/L-ზე დაბლა ორსულობის ნებისმიერ ტრიმესტრში, ხოლო მშობიარობის შემდგომ პერიოდში 100g/L-ზე ნაკლებს. ორსულობის მეორე ტრიმესტრში ფიზიოლოგიური ცვლილებების გამო (პლაზმის რაოდენობის მატება, ფორმიანი ელემენტების მცირედი რაოდენობით მატება) იწყება დილუციური ანემია რომელიც ცნობილია როგორც „ფიზიოლოგიური ანემია“. შესაბამისად, ჰემოგლობინის მაჩვენებელი <105 g/l ორსულობის მეორე ტრიმესტრში, ფართოდ გამოიყენება სხვადასხვა გაიდლაინებში ანემიის მარკერად.
მოითხოვს თუ არა დროულ ჩარევას და მკურნალობას ანემია?
ორსულობის ვადის ზრდასთან ერთად იზრდება მოთხოვნილება რკინაზე, ხშირად მხოლოდ კვებით შეუძლებელია შევსება და მოითხოვს რკინის პრეპარატის შესაბამისი დოზით მიღებას, რაც თავიდან აგვაცილებს სიმპტომების გამოვლინებას და ასევე ანემიით გამოწვეულ პერინატალურ გართულებებს. ასევე მნიშვნელოვანია პრევენციაც, ეცადეთ ორსულობის დასაწყისში გქონდეთ მაღალი ჰემოგლობინი. რა შეგიძლიათ გააკეთოთ ამისთვის?
თუ გაქვთ ჭარბი მენსტრუალური სისხლდენა – მიმართეთ ექიმს
თუ გაქვთ „უცნობი ეტიოლოგიის“ ანემია, დაიწყეთ მისი გამოკვლევა და შემდგომ დაგეგმეთ ორსულობა
თუ წინა მშობიარობაზე დაფიქსირდა სისხლდენა, მშობიარობის შემდეგ მიიღეთ რკინის პრეპარატი 3-6 თვის განმავლობაში
ორსულობებს შორის სასურველია დაიცვათ მინიმუმ 18 თვიანი შუალედი
მიიღეთ რკინის შემცველი საკვები და რაციონში გაზარდეთ C ვიტამინის შემცველობა
შეამცირეთ ჩაის/ყავის/ალკოჰოლის მოხმარება. ისინი რკინის შეწოვას უშლიან ხელს
რა ფიზიკური მახასიათებლებით ვლინდება ანემია?
ხშირ შემთხვევაში ანემია შესაძლოა საერთო უსიმპტომოდ მიმდინარეობდეს და მხოლოდ შესაბამისი კვლევევით გამოვლინდეს, თუმცა რიგ შემთხვევაში აღინიშნება ზოგადი სისუსტე, თავისი ტკივილი, გულის ფრიალი, სიფერმკრთალე, კიდურების სიცივე, ადვილად დაღლა.
რა გავლენა შეიძლება იქონიოს დედის ანემიურმა მდგომარეობამ ნაყოფზე?
რკინადეციტური ანემია ორსულობის დროს
ზრდის პრენატალურ რისკს დედისა და ახალშობილისათვის,
ასეთი დედების ახალშობილები შეიცავენ სამარაგო რკინის ნახევარზე ნაკლებს
ზრდის ბავშვთა საერთო ავადობას და სიკვდილიანობას
რკინის დეფიციტის დროს დარღვეულია კუჭ-ნაწლავის ფუნქციები
იცვლება ჰორმონების პროდუქცია და მეტაბოლიზმი
როგორ უნდა ვუმკურნალოთ ანემიას?
ანემის მკურნალობა დამოკიდებულია ანემიის ტიპსა და სიმძიმეზე. ექიმი შეგირჩევთ შესაბამის მკურნალობას. ასევე მნიშნვნელოვანი კვებითი რეკომენდაციები.
რომელი საკვებია რკინით მდიდარი?
საქონლის ხორცი
თევზი
ისპანახი, ბროკოლი
ლობიო
ოსპი
თხილი და ჩირი
ყავისფერი ბრინჯი
შვრია
ასევე C ვიტამინით მდიდარი საკვები ხელს უწყობს რკინის შეწოვას. ასეთ პროდუქტებს მიეკუთვნებიან მარწყვი, ფორთოხალი, კივი.
This post has been edited by
niniaa
on 31 Jan 2022, 13:52
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
niniaa
Super Crazy Member
ჯგუფი: Members
niniaa
Super Crazy Member
ჯგუფი: Members
წერილები: 9486
წევრი No.: 67969
რეგისტრ.: 23-July 08
#58832633
· 1 Feb 2022, 23:40 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
რეტიკულოციტები მოუმწიფებელი ახალგაზრდა ერითროციტებია, რომლებიც წარმოიქმნება ნორმობლასტების ბირთვის დაკარგვის შედეგად. მომწიფების დრო შეადგენს 4-5 დღეს, აქედან 3 დღის განმავლობაში ეს პროცესი მიმდინარეობს პერიფერიულ სისხლში. რეტიკულოციტების რაოდენობა ასახავს ძვლის ტვინში მიმდინარე რეგენერაციულ პროცესებს.
ორსულობის დროს არ იცვლება რეტიკულოციტების მაჩვენებელი, ნორმა - 0,5-2,05%-ს შეადგენს.
რეტიკულოციტების რაოდენობის განსაზღვრა მნიშვნელოვანია დაავადების არსებობის აღმოსაჩენად ან/და მკურნალობის პროცესის დასაკვირვებლად, თუმცა არ ხდება რომელიმე ერთი კონკრეტული დაავადების დიაგნოსტირება. საჭიროა შემდგომი კვლევების ჩატარება. იმ შემთხვევაში, თუ ქიმიოთერაპიის, ძვლის ტვინის გადანერგვის ან რკინისა თუ ვიტამინ B12 ის ან ფოლიუმის დეფიციტის მკურნალობის შემდეგ, რეტიკულოციტების რიცხვი მატულობს, ეს ნიშნავს, რომ ძვლის ტვინში იწყება სისხლის წითელი უჯრედების წარმოქმნა.
სისხლში რეტიკულოციტების მომატებული რაოდენობა შეიძლება განპირობებული იყოს შემდეგი ფაქტორებით;
მწვავე პოსტჰემორაგიული ანემია,
ჰემოლიზური ანემია (განსაკუთრებით კრიზის დროს),
ვიტამინ B 12 ის დეფიციტით გამოწვეული ანემიის მკურნალობის შემდგომი მდგომარეობა, ჰიპოპლასტიური ანემიის რემისია,
სისხლდენა, (თუ პაციენტს აქვს სისხლდენა, მაშინ რეტიკულოციტების რაოდენობა რამდენიმე დღის შემდეგ მოიმატებს),
ქრონიკული სისხლდენა
ჰემოლიზური ანემია და ახალშობილის ჰემოლიზური დაავადება.
სისხლში რეტიკულოციტების დონის დაქვეითება შეიძლება განპირობებული იყოს შემდეგი ფაქტორებით:
სისხლის წარმოქმნის ინტენსივობის შემცირება,
აპლასტიური და რკინადეფიციტური ანემიები,
B 12 ვიტამინის დეფიციტით გამოწვეული ანემია,
ციტოსტატიკების მიღება,
სხივური და რადიაციული თერაპია,
თირკმლის დაზიანება,
პერნიციოზული ანემია,
ძვლის ტვინის სხვადასხვა სახის დაზიანება თუ უკმარისობა, რომელიც შეიძლება გამოწვეული იყოს ინფექციით ან/და სიმსივნით,
ალკოჰოლიზმი,
ენდოკრინული დაავადებები.
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
magdalea
Super Member
ჯგუფი: Registered
magdalea
Super Member
ჯგუფი: Registered
წერილები: 543
წევრი No.: 180526
რეგისტრ.: 25-January 14
#59668220
· 28 Sep 2022, 19:08 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
UP...............................................
·
ციტირება
·
^
1 მომხმარებელი ათვალიერებს ამ თემას (1 სტუმარი და 0 უჩინარი წევრი)
0 წევრი:
მივიღოთ შეტყობინება ამ თემის განახლების შესახებ
·
გაუგზავნეთ ეს გვერდი სხვას
·
ამოსაბეჭდი ვერსია
|
თემის რჩეულებში დამატება/წაშლა
«
აქეთ
|
მშობლების კლუბი
|
იქით
»
გამოხმაურება
·
ახალი თემა
·
ახალი გამოკითხვა
Close Topic Options
მივიღოთ შეტყობინება ამ თემის განახლების შესახებ
მივიღოთ შეტყობინება ელფოსტაზე ამ თემაში ახალი გამოხმაურებების შესახებ როცა თქვენ არ იქნებით აქტიური ფორუმში.
მივიღოთ შეტყობინება ამ განყოფილების განახლების შესახებ
მივიღოთ შეტყობინება ელფოსტაზე ამ განყოფილების განახლების შესახებ როცა თქვენ არ იქნებით აქტიური ფორუმში.
თემის ჩამოტვირთვა / ამოსაბეჭდი ვერსია
ჩამოტვირთეთ ეს თემა სხვადასხვა ფორმატში, ან ნახეთ მისი ამოსაბეჭდი ვერსია.
Forum Home
Search
დახმარება
საერთო ფორუმი
- General Discussion
- უსათაურო
- ფორუმის შესახებ
თემატური ფორუმი
- პოლიტიკა (+1 sub-forums)
- ქალი და მამაკაცი
- კულტურა და ხელოვნება (+4 sub-forums)
- მეცნიერება და განათლება (+7 sub-forums)
- მელომანია (+2 sub-forums)
- დასაქმება საქართველოში (+1 sub-forums)
- ბიზნესი და ეკონომიკა (+2 sub-forums)
- სამართალი
- სპორტი (+8 sub-forums)
- ჯანმრთელობა და მედიცინა (+2 sub-forums)
- სილამაზე და მოდა (+1 sub-forums)
- ფსიქოლოგია
- არსენალი (+1 sub-forums)
- ავტომობილები (+4 sub-forums)
- ფლორა და ფაუნა
- თბილისი (+1 sub-forums)
- მასმედია (+1 sub-forums)
- ინტელექტუალური სამაგიდო თამაშები
- კულინარია
- მშენებლობა და რემონტი (+1 sub-forums)
- მოგზაურთა კლუბი (+1 sub-forums)
ტექნიკური კონფერენცია
- AI ლაბორატორია
- კომუნიკაციები (+7 sub-forums)
- კომპიუტერები და ელექტრონიკა
- ყიდვა - გაყიდვა - გაცვლა (Redirect Forum)
- WWW (+4 sub-forums)
- Games (+6 sub-forums)
- Georgianisation
- პროგრამები
- პროგრამირება (+5 sub-forums)
- კომპიუტერული გრაფიკა და დიზაინი
- Apple
- Android Club (+8 sub-forums)
- პინგვინები და ეშმაკუნები
ყიდვა - გაყიდვა
- კომპიუტერული ტექნიკა (+2 sub-forums)
- ელექტრო და საყოფაცხოვრებო ტექნიკა
- მობილური ტელეფონები
- ავტომობილები
- უძრავი ქონება
- სხვადასხვა
[ Script Execution time: 0.0255 ] [ 12 queries used ] [ GZIP Disabled ]
Powered by Invision Power Board(U) v1.3 Final © 2003
IPS, Inc.