მე გავხსენი ცოტა ხნის წინ იგივე თემა, მაგრამ არავინ არ მიპასუხა

მიხარია, რომ ვიღაცა გამოჩნდა, ვისაც იგივე აინტერესებს!;) კიდევ ერთი ფორუმელი აღმოვაჩინე, ვისაც ებუკი აქვს და ისე კი არც ისეთი პოპულარულია სამწუხაროდ ჩვენთან ეგ ამბავი

ამდროს რა მისწრებაა!!! მეც დიდხანს ვათვალიერებდი ვარიანტებს და ბოლო-ბოლო შევჩერდი sony prs-300 (200 დოლარამდე ღირს, არც ისეთი ძვირია ასეთი რამისთვის!), გამოვიწერე ამაზონიდან, 2 დღის წინ ჩამომივიდა და ჭკუაზე არ ვარ!!!!! მართალია რუსიფიცირება სჭირდება (თუ ინგლისურად, ფრანგულად, გერმანულად ან ნიდერლანდურად აპირებ კითხვას, მაშინ არა

), მარგამ 40 წამის ამბავია (ჩემით ვქენი), წიგნებსაც არანაირი ყიდვა არ სჭირდება (ჩვენთან), უმარტივესი კონვერტორი არსებობს და წიგნების ჩამოტვირთვას ნეტიდან კი საერთოდ რა უნდა

მოკლედ, თუ აპირებ შეძენას, გირჩევდი, ძალიან მაგარი დევაისია და უზომოდ კმაყოფილი ვარ!