მოკლედ, ესეთი ვითარებაა...
შევცვალე კოლოფი მანქანაზე VW CC 2009 წლის, DSG6 DQ250.
რა თქმა უნდა შეცვლის დროს არ ვიცოდი რაღაც ნიუანსები და აღმოჩნდა რომ კოლოფი სხვა მანქანის/მოდელის არის საერთოდ.
დადის ჩვეულებრივად, რომ გავატარე და გავტესტე ვერაფერი შევატყვე და ნორმალურად იყო, შემდგომში შევამჩნიე პატარ-პატარა უცნაურობები კოლოფის "ქცევებში", გადავქექე ინტერნეტი და ეჭვი მივიტანე კოლოფის სოფტზე, მივიყვანე ცენტრში და დამიდგინეს რომ სხვა "პრაშივკა" წერია, მაგრამ მაგათ უფლება არ აქვთ, თუ არ შეუძლიათ ვერ გავიგე, მეხატრონიკი უნდა შეუკვეთო ჩვენგან და VIN კოდით დაგიპროგრამდებაო ქარხნულად, ნუ გასაგებია მოკლედ რაც უნდოდათ
დავქექე ისევ ინტერნეტში და აღმოვაჩინე რომ ჩვეულებრივად აკეთებენ მსგავს პროცედურას საზღვარგარეთ:
http://www.a888mr.ru/index.php?option=com_...d=83&Itemid=109ბევრია კიდე მსგავსი სერვისი მოკლედ, drive2.ru_ზეც უამრავი თემაა განახლება/გადაპროგრამებაზე,
ესეთი ფორუმია კიდე autoprogs.ru სადაც ჩვეულებრივად პრაქტიკაში აქვთ მსგავსი პროცედურა...
ბევრი ვეძებე თუ ცოტა ვეძებე, მივაგენი ადამიანს უცხოეთში რომლმაც VIN კოდით ამომიგდო "პრაშივკა" რომელიც ჩემი მანქანისთვისაა განკუთვნილი და გადმომაწერინა ე.წ ფლეშების დისკი სადაც ჩემთვის საჭირო "პრაშივკაც" არის,
საბოლოოდ დამრჩა ახლა მხოლოდ აღნიშნული "ოპერაციის" ჩატარება და პრაშივკის ჩაწერა მანქანაში,
ამისთვის საჭიროა ODIS engineering, ან სხვა ალტერნატიული პროგრამა (მაგალითად VAG Can Pro) შესაბამისი კონექტორით/კაბელით VAS5054 და ა.შ (VCDS და სტანდარტული დიაგნოსტიკური კაბელი არ გამოდგება)
იქნებ მირჩიოთ ვინც აკეთებს აქ მსგავს რაღაცეებს, ან იქნებ აქ ხართ ვინმე ვინც მიმაყვანინებს ამ საქმეს ბოლომდე?
თემა თუ არასწორედ გავხსენი მაპატიეთ და იქნებ მიცოცხლოთ ცოტა ხანი

ცოტა გრძლად გამომივიდა, მაგრამ ავღწერე მაინც მთლიანად ეს ამბავი,
მადლობა!