მე ვთვლი რომ ქვეყანა (გამომდინარე მისი დღევანდელი განვითარების დონიდან, იმ არამდგრადი, მანკიერი ფასეულობებიდან რომლებიც ჯერ კიდევ ფეხმოკიდებულია ჩვენს საზოგადოებაში მაგრამ თანდათან, თაობათა ცვლისა და განათლების სისტემის მოდერნიზების საფუძველზე აქტუალობას დღითიდღე დაკარგავს...) საქართველო ამ ეტაპზე ბუნებრივი განვითარების საზღვრებში მოექცა, რაც გულისხმობს ქვეყნის განვითარებას იმ დეფაქტო საზღვრებში რაც დღეს გაგვაჩნია, ცხინვალისა და სოხუმის გარეშე. ვასაბუთებ!
ის თუ როგორ განვითარდება მოვლენები მომავალში, ამის განჭვრეტა დღეს შეუძლებელია და ჩვენ არ გვაქვს უფლება გარკვეული სირთულეების გამო უარი ვთქვათ ქვეყნის პერსპექტივაზე და მისი განვითარება შეუქცევად პროცესად არ ვაქციოთ. იმისათვის რომ ჩვენ კვლავ მოგვეცეს შანსი ვიცხოვროდ აფხაზებთან და ოსებთან, ამისათვის ჩვენ უნდა მზად ვიყოთ იმ X თარიღისთვის როდესაც ეს საკითხი დიდი ალბათობით ბუნებრივად დადგება. ეს შეიძლება გამოწვეული იყოს ქვეყნის განვითარებით და ევროსტრუქტურებში გაწევრიანებით, ეს შეიძლება გამოწვეული იყოს მსოფლიოს გეოპოლიტიკური ინტეგრირების მაღალი დონით, როდესაც "საზღვრებს" მხოლოდ სიმბოლური დატვირთვა მიეცემათ და ვაჭრობა, სპეციალიზაციისა და კონკურენტული უპირატესობის პრინციპით, შეიძენს არსებითად ახალ დატვირთვას, ხოლო კომერიცია, სამუშაო ძალის თავისუფალი მიგრაცია დროებით და სამუდამოდ...იქნება კაცობრიობის უდიდესი მამოძრავებელი. (დაახლეობით ის პროცესები რასაც დღეს ევროგაერთიანების შიგნით აქვს ადგილი.)
ვიცი, ძალიან მომხიბვლელია ტურიზმის პერსპექტივა, ბიჭვინთისა და გაგრის სანაპიროები, სასტუმროები, დასვენება, ყველაფერი, მაგრამ ამ პერსპექტივას, მე ვფიქრობ, ჯერ ერთი ვერ და არ უნდა გადავაყოლოთ ქვეყნის განვითარება, რომ გინდა თუ არა დღესვე ამას მივაღწიოთ და მეორეც, ეს შეიძლება იყოს (ამ გადმოსახედიდან ესეოდენ მომხიბვლელი) შედარებით ხანგრძლივ პერსპექტივაში არც თუ ისე დიდი განსხვავების მომცემი, თუკი ჩვენ შევძლებთ განვითარებას, მიმზიდველი მოდელის ჩამოყალიბებას და ამით საზღვრების მნიშვნელობას უკანა პლანზე გადავწევთ. თან არ დაგვავიწყდეს, ომს სდევდა სისხლი, ეს ადამიანებში ხშირად ბადებს ირაციონალურ ინსტინქტებს, საჭიროა დრო რომ ეს განელდეს, წინა პლანზე წამოვიდეს ადამიანური ურთიერთობები და ურთიერთმომგებიანი, პარტნიორული ურთიერთობები. დრო კი ყველაფრის მკურნალია!
ჩვენ გვაქვს არჩევანი, ან ვიომოთ და შევაკვდეთ და ეს საერთო ჯამში ან მოიტანს წარმატებას ან არა, თუ ქვეყნის განვითარებას დიდად შეაფერხებს. ან გვაქვს შანსი განვვითარდეთ და დაველოდოთ ხელსაყრელ მომენტს, ისეთი წინადადებების გასაკეთებლად რომლებზეც როგორც წესი უარს ვერ და არ ამბობენ. ეს ტერიტორიები არსად არ გარბის, თან ვერავინ წაიღებს, ვერც რუსი ვერც ვერავინ და ბოლოსდაბოლის აფხაზები და ოსები თავად მიხვდებიან რომ ჩვენთან მეტი შანსი აქვთ ვიდრე დიდ რუსეთთან, იგივე თვითმყოფადობის შენარჩუნების კუთხით. ეს ეთნოსები უკვე საუკუნეები არსებობენ, ნუ დაგვავიწყდება, და ჩვენთან ერთად მათი პერსპექტივა გაცილებით უკეთესი იქნება თუკი ჩვენ მოვემზადებით ამისთვის.
მე ამ ეტაპზე ვთვლი რომ ქვეყნისთვის უდიდესი საფრთხის მატარებელია არა ის რომ ცხინვალი ან სოხუმი "ჩვენი" არ არის (ვიცი დევნილების საკითხი რთულია მაგრამ არა გადაულახავი) არამედ უდიდესი საფრთხის მატარებელი იქნებოდა თუ 1. ჩვენ ვერ განვავითარებდით ჩვენს
ქვეყანს, ჩვენს ეკონომიკას და 2. ჩვენ ვერ შევქმნიდით პროგრესულ
განათლების სისტემას და ეს ორი ურთიერთ დაკავშირებულია!
თუ კვალიფიციური განათლების სისტემის პროდუქტმა, კვალიფიციურმა კადრებმა ვერ შექმნა კონკურენტუნარიანი წარმოებითი სისტემა (ზოგადად ვამბობ, არ იგულისმება მძიმე მრეწველობა და მსგავსი), მაშინ ქვეყანა ვერ განვითარდება. მუდამ იმპორტის და უცხოური ინვესტიციების იმედათ ქვეყანა ვერ განვითარდება. ამას მიღწევა 2-3 წელში შეუძლებელია, დრო დასჭირდება, მოთმინება უნდა ვისწავლოთ, მაგრამ ეს არის პროცესი და ამის გარეშე წარმოუდგენელია ქვეყნის არათუ განვითარება არამედ არსებობაც კი.
ქვეყნამ უნდა მოიპოვოს ბუნებრივი წონასწორობის წერტილი და აღმავალ ტრაექტორიას გაუყვეს.
ვიღაცამ მითხრა ადრე, მიშა ხომ არ ხარო? არა, არა ვარ (თუმცა მეც მიყვარს ექსპერიმენტები

), მიმაჩნია რომ ამ ეტაპზე ყველაზე მთავარია ქვეყნის გადარჩენა და შემდეგ უკვე განვითარება! ჩაციკვლა ეხლა და დამარცხებულის კომლექსის კულტივირება მხოლოდ უკან დაგვწევს. ამას ყველაფერს კი ვწერ იმიტომ, რომ ძალიან მიყვარს ჩვენი ხალხი და მიმაჩნია ქართველები ერთ-ერთი ყველაზე დიდი პოტენციის მქონე, კეთილი და ჯიგრიანი ხალხია, მსოფლიოში. მაგრამ ეს ყველაფერი დაიკარგება თუ შესაბამისი გარემო არ შეიქმნა.