გვყავს ალბათ ჩვენც კარგი ჯგუფები სხვადასხვა ჟანრში, შეიძლება ერთეულები, მაგრამ არაა განვითარებული ინფრასტრუქტურა და არ ჩანან. შესაბამისად, პუბლიკაც არ იცნობს და აზრი არ შეიძლება გვქონდეს იმაზე, რაც არ ვიცით....

ნუ, რაც ვიცით იქიდან (ვგულისხმობ ცოტა ახლო წარსულს, ბოლო 30 წელი), ჩემს მეხსიერებას სოფტ ეჯექტი შემორჩა, მძიმე ჯვარი...
მომწონს ლიკა შუბითიძე, პანჩო, ნინო ქათამაძე, ფშავურ-ხევსურული თითქმის ერთიდაიგივე მოტივზე შექმნილი სიმღერები... მესმის რომ რაც ჩამოვთვალე, როგორც ცა და დედამიწა ისე განსხვავდებიან ერთმანეთისგან, მაგრამ ეგეთი ვარ და რა ვქნა

სულ სულ ახლებიდან რაც ძალიან მომეწონა, არის ჯგუფი "N!u Tone". ჯერ ძალიან ახალია, თუმცა ჯგუფის წევრებს საკმაოდ კარგად იცნობენ. გამოჩნდება მალე და მიხვდებით ვინც არიან

შეიძლება გემოვნებაზე დაობენ და აგინებენ კიდევაც ერთმანეთს და დასცინიან, მაგრამ ეს ყველგან ასეა და არაა მხოლოდ ქართული "ფენომენი"

პრობლემა ისევ და ისევ სხვა რამეშია:
თითქმის ყველა თემაში მაქვს დაწერილი რომ მსმენელი ხშირ შენთხვევაში უხარისხო, მაგრამ უფასო ღონისძიებებით ძალიან გააფუჭეს და ფასიან კონცერტში ბილეთის საფასურის გადახდამხდელი არავინ არაა, ხოდა ამაზე ტვინს აღარ გავბურღავ.
წეღან ვთქვი პუბლიკაც არ იცნობს თქო და აზრიც არ შეიძლება გვქონდეს იმაზე, რაც არ ვიცითო. კარგი, მასმედიას კიდია ეს თემა და მარტო რამდენიმე ფავორიტს ატრიალებს, ღმერთმა მშვიდობაში მოახმაროს ერთმანეთი, მაგრამ არსებობს უფასო ონლაინ მედია საშუალებები, რომლებსაც მსოფლიოს უამრავ ქვეყანაში ძალიან ეფექტურად იყენებენ დამწყებებიც და გზაგაკვალული მუსიკოსებიც. ჩვენთან რა ხდება?
ვიღაცის მიერ რესტორანში ჩაწერილი დამკვრელების ნამღერი "ჭიანჭველა დაეტაკა სპილოს" ნახვებით 300 000-ს გადასცდა (ლაიკებიც ბლომად აქვს), თათრულ მოტივებზე ნაწკმუტუნები (სამწუხაროდ მაგასაც ვერ მღერიან და სიმღერას ვერ დავარქმევ) ქართულენოვანი ბაიათები ლიწინლიწინით მიდის და შედარებით უკეთესი მუსიკის არხები თითქმის მკვდარია. არადა ძალიან მარტივია ყველაფერი. ნახე რამე? მოგეწონა? დააჭირე გაზიარების ღილაკს და სხვასაც გააცანი. მოეწონება ვინმეს? - ისიც უნდა აზიარებდეს და თუ არ მოეწონება რას კარგავ? უცნაური მსმენელი გვყავს: უმეტესობა ჩუმჩუმად უსმენს იმას რაც მოსწონს და საჯაროდ უტყდებათ - ვინმემ გოიმად არ ჩამთვალოსო (ალბათ ესაა მიზეზი)

ხოდა რაკი არავინ არაფერს არ აზიარებს, მუქთა მსმენელ-მაყურებელიც კი არ ეყოლება არავის და გამოდის რომ თუ ვინმე რამეს უკრავს ან წერს, თავის ჭიას ახარებს და იმასაც ვერ გაიგებს, მოსწონთ თუ არა ვინმეს... აქედან გამომდინარე, საქართველოში მუსიკის განვითარების შანსები დღეს დღეისობით არის ნული!
ფორუმის ქართული მუსიკის განყოფილებაც თითქმის სულ ცარიელია. თემები თვეობით კიდია თავის ადგილზე და არც ქვევით იწევს არც ზევით. ამ დროს ფორუმს ძალიან ბევრი იუზერი ყავს საქართველოს პირობებისთის...
დავჯდეთ და ვიძახოთ რომ ბანძები ვართ და დაბალი დონისაა ყველაფერი. თავისით არაფერი არ განვივითარდება. საჭიროა გყავდეს მსმენელი და ამ მსმენელისგან უკუგება მოდიოდეს. მსმენელს ქინძზე კიდია საქართველოში მუსიკა განვითარდება თუ არა - უცხოური მუსიკის უზარმაზარი არჩევანი აქვს თავისი გემოვნების ფარგლებში, ხოდა შედეგიც სახეზეა.
This post has been edited by AraGviani on 7 Feb 2013, 14:40