რას გთავაზობთ?site.ge წარმოადგენს საძიებო პორტალის BOOM.ge-ს უფასო ჰოსტინგის სამსახურს.
ჩვენ გთავაზობთ:
ადვილად დამახსოვრებად, მოსახერხებელ საიტის სახელს: yourname.site.ge. სახელი შეიძლება შედგებოდეს არანაკლებ 3 და არაუმეტეს 14 სიმბოლოსაგან, ამასთან შეიცავდეს მხოლოდ ციფრებს ან ასოებს. დომენში დაუშვებელია სხვა ნებისმიერი სიმბოლოს გამოყენება.
20 მეგაბაიტს თქვენი საიტისათვის.
ხელმისაწვდომ Ftp ფაილებს.
საიტების შექმნის შესაძლებლობას ნებისმიერი რედაქტორით, ასევე თქვენი უკვე მზა საიტის გადმოტანას site.ge-ზე ნებისმიერი ადგილიდან, სადაც თქვენ თავს არაკომფორტულად გრძნობთ ან ვერ გაგიგეს.
საიტზე შესული სტუმრების ყოველდღიურ სტატისტიკას.
პირველი და მეორე დონის დომენების კატალოგს: თქვენს საიტს ადვილად იპოვნიან თქვენი თანამოაზრენი.
ეწვიეთ
BOOM.ge-ის ფორუმს, სადაც დასვამთ კითხვას და მიიღებთ პასუხს.
დახმარების სამსახურს, სადაც ყოველთვის უპასუხებენ თქვენს წერილებს და დაგეხმარებიან პრობლემის გადაწყვეტაში.
თქვენი საიტის
რეკლამირებას: site.ge-ის საიტების მფლობელებს ეძლევათ 25 პროცენტიანი ფასდაკლება BOOM-ის საძიებო პორტალსა და სხვადასხვა მომსახურების საიტებზე.
რა საჭიროა web-გვერდი?
საკუთარი ვებ-გვერდი ინტერნეტში
ეს ურთიერთობის საუკეთესო საშუალებაა. იმისათვისაც, რომ ურთიერთობა გქონდეთ ინტერნეტის მილიონობით მომხმარებელთან და იმისატვისაც, რომ თქვენს ვიწრო წრესთან დაამყაროთ კავშირი.
თუ გაქვთ საინტერესო ნიჭი ან ჰობი
გამოაქვეყნეთ თქვენი სურათების, მარკების კოლექცია, ან მოუთხრეთ ხალხს თქვენი ახალი რომანის შესახებ.
თუ თქვენზე ამბობენ რომ საინტერესო ადამიანი ბრძანდებით
გააგებინეთ ამის შესახებ ყველას. ხალხს სჭირდება გმირები.
თქვენ გჭირდებათ მსოფლიო აღიარება?
ეს აღიარება თქვენ შეიძლება მოგიტანოთ ვებ-გვერდმა თქვენი საქმიანობის, ან შექმნილი შედევრის ან სულაც თქვენი საყვარელი ცხოველის შესახებ.
თქვენ მარტოსული ხართ?
თქვენს ინტერნეტ საიტზე შეგიძლიათ მოყვეთ თქვენს შესახებ და გაიგოთ სხვებზე, შეიძინოთ ახალი მეგობრები.
თქვენ ფიქრობთ რომ ბევრი გაქვთ სათქმელი?
მაშ თქვით! იქნებ ვიღაც სწორედ ამას ელოდება.
და ბოლოს, ეს უბრალოდ მოდურია!
არ ჩამორჩეთ პროგრესულ კაცობრიობას. ყველა როკ, კინო თუ ფეხბურთის ვარსკვლავს უკვე აქვს თავისი საიტი. თქვენ რა სხვაზე ნაკლები ხართ?!
site.ge-ს უპირატესობაეს მთლიანად ქართული რესურსია!
თქვენ დიდი ხანია ოცნებობთ თქვენს საკუთარ საიტზე, მაგრამ შიშობთ, რომ მისი შექმნა და პოპულარიზაცია რთული პროცესია? ჩვენ მზად ვართ გავფანტოთ თქვენი ეჭვები
თქვენ ფიქრობთ, რომ ეს რთულია? ჩვენთან ეს ძალიან მარტივია.
პირველ გვერდს თქვენ უცბად ააწყობთ, თუ გამოიყენებთ ჩვენს მიერ შემოთავაზებულ
მზა შაბლონებს, ან თუ შეგიძლიათ დიზაინში შეიტანეთ თქვენთვის სასურველი ელემენტები. დაამატეთ ამ ყველაფერს საინტერესო ტექსტი, თქვენთვის სასურველი ორიგინალური სურათები ან ფოტოები, რათა გვერდს თქვენთვის სასურველი ელფერი შეემატოს.
თქვენ ფიქრობთ, რომ ვერ შესძლებთ თქვენი საიტის პოპულარიზაციას? ამაში ჩვენ დაგეხმარებით.
თუ თქვენ პროფესიონალი ხართ და უკვე გაქვთ საიტი თქვენს კომპიუტერზე ან site.ge-სგან სადმე შორს, ჩამოტვირტეთ იგი ჩვენს უფასო სერვერზე და საიტი ავტომატურად მოხვდება BOOM.ge-ს ინდექსაციის სიაში. ამის შედეგად თქვენი საიტი ხელმისაწვდომი გახდება ათასობით მომხმარებლისათვის.
ჩვენ ვუზრუნველყობთ ყველაზე საუკეთესო საიტების პოპულარიზაციას. ყველაზე საინტერესო საიტები შეირჩევა განყოფილებაში "10 საუკეთესო საიტი"
შემოუერთდით site.ge-ს.
საკუთარი თავის სწორად წარმოჩენას ჯერ არავისთვის შეუშლია ხელი. კარგი სახელი და სწორად შექმნილი ვებ-გვერდი შეიძლება თქვენი წარმატების საწინდარი გახდეს არა მარტო ბიზნესში.
რითია site.ge სხვაზე უკეთესი.
პირველ რიგში ადვილი მისამართი. ვთქვათ თქვენი სახელია გიორგი. site.ge-ზე თქვენი მისამართი ასე გამოიყურება giorgi.site.ge და ამას თქვენც და თქვენი მეგობრებიც ადვილად დაიმახსოვრებენ. დაიკავეთ თქვენი სახელი პირველმა სანამ გვიანი არ არის. თქვენი სახელი ხომ არასოდეს დაგავიწყდებათ.
კომუნიკაციის სისწრაფე
BOOM.ge მისი წევრების ზრდასთან ერთად მუდმივად აუმჯობესებს ტექნოლოგიებს, აძლიერებს და ამატებს მომსახურებებს. ფორუმი, ტენდერები, გაცნობის სამსახური, ფოსტა, სურათები, განცხადებები, სამუშაო ბირჟა და ბევრი სხვა მომსახურება რასაც BOOM.ge გთავაზობთ და კვლავ შემოგთავაზებთ უახლოვეს მომავალში.
და რა, ეს ყველაფერი მართლა უფასოა?
პერსონალური გვერდის განთავსება site.ge-ზე მოცემულ პარამეტრებში მართლაც უფასოა. ასევე გვინდა დაგარწმუნოთ, რომ ჩვენი მომსახურების ეს სფერო არასოდეს გახდება ფასიანი.
საერთო შეკითხვებირას მივიღებ site.ge-ზე?
საიტის სახელს: თქვენი სახელი. site.ge
20 Mb სივრცეს თქვენი საიტისათვის პირველადი რეგისტრაციისას. ცალკეული ფაილების ზომა არა უმეტეს 3 მეგაბაიტისა.
საკუთარი დიზაინით საიტების შექმნის საშუალება.
ფაილების ftp ჩაწერა სერვერზე
მრიცხველი საიტის პირველ გვერდზე
საიტის სტატისტიკა
BOOM.ge-ის
კატალოგში განთავსების შესაძლებლობა
BOOM.ge-ის საძიებო სისტემის მიერ საიტის ინდექსაცია
და რა ეს ყველაფერი მართლა უფასოა?
პერსონალური გვერდის განთავსება site.ge-ზე მოცემულ პარამეტრებში მართლაც უფასოა. ასევე მინდა დაგარწმუნოთ, რომ ჩვენი მომსახურების ეს სფერო არასოდეს გახდება ფასიანი.
რა შემიძლია, ან არ მაქვს უფლება განვათავსო site.ge-ზე შექმნილ საიტში? თქვენ შეგიძლიათ განათავსოთ თქვენს ვებ-გვერდზე ყველაფერი, რაც გაგიხარდებათ: ფოტოალბომები, ლექსები, განცხადებები და სხვა, თუ ეს მასალები არ მოდიან წინააღმდეგობაში წესებთან, რომლებიც დადგენილია სამომხმარებლო შეთანხმებაში. კერძოდ აკრძალულია პირად საიტზე პორნოგრაფიული, სხვა პირთა ღირსების შეურაცმყოფელი და აგრესიის მოწოდებით გამსჭვალული მასალების, ასევე ფასიანი რეკლამის განთავსება. site.ge-ს უფასო ჰოსტინგი გათვლილია პირველ რიგში ვებ-გვერდებისა(html) და სურათებისათვის. ასეთ ფაილებს მეტი უპირატესობა ენიჭებათ მომხმარებელთა მიერ BOOM.ge-ზე ძებნის პროცესში.
ჩემი საიტის მისამართი
თქვენი საიტის მისამართს თქვენ თვითონ ირჩევთ, უფრო სწორად მის პირველ ნაწილს. მთლიანობაში ის ასე გამოიყურება: http://თქვენი სახელი.site.ge სადაც "თქვენი სახელი" ლათინური ალფავიტით თქვენს მიერ შერჩეული თქვენი სახელია.
როგორ ჩავწეროთ საიტი როგორ დავსვა შეკითხვა
ან გამოვხატო ჩემი აზრი საიტის მუშაობის შესახებ? თქვენ შეგიძლიათ დასვათ შეკითხვა ან გამოხატოთ თქვენი აზრი განყოფილებაში
კავშირი ან გამოიტანოთ განსახილველად საკითხი
BOOM.ge-ს ფორუმზე.ინსტურქცია This post has been edited by ბექო on 22 Dec 2008, 15:31
აი, ახლა, როდესაც ჩვენ ვისწავლეთ ფრენა ჰაერში ჩიტების მსგავსად, ცურვა წყლის ქვეშ, როგორც თევზებმა, გვაკლია მხოლოდ ერთი - შეგვეძლოს ცხოვრება მიწაზე, როგორც ადამიანებს.
ჯორჯ ბერნარდ შოუ