ცინიკოსი
მინარქისტი

    
ჯგუფი: Members
წერილები: 2566
წევრი No.: 27560
რეგისტრ.: 28-December 06
|
#12006316 · 24 Dec 2008, 14:38 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ინფორმაცია, რომელსაც არ ავრცელებენ ჩვენი "ღვთისმოსავი ჟურნალისტები"
23 დეკემბერს, ღამით, თბილისში ჩამოვიდა რუსეთის სამღვდელოებისა და პოლიტიკოსების დელეგაცია. მათი ჩამოსვლისა და მართლმადიდებლობის კრემლის ანტიქართულ პოლიტიკაში გამოყენების საპროტესტოდ მოძრაობა "დემოკრატიუმა კავკასიამ" (თავმჯდომარე ლევან ჩოლოყაშვილი) თბილისის აეროპორტში მოაწყო მანიფესტაცია, რომელიც, სამწუხაროდ, არც ერთმა იქ მყოფა ქართულმა ტელეარხმა არ გააშუქა. გიგზავნით მანიფესტანტებით განცხადებას:
"ჩვენ ვფიქრობთ, რომ საქართველო შეიძლება ჩამოყალიბდეს თეოკრატიულ-შავრაზმულ ქვეყნად, ამის მცდელობა ყოველთვის იყო, მაგრამ ბოლო დროს კიდევ უფრო გააქტიურდა რუსეთის ხელისუფლების და კერძოდ, მისი საპატრიარქოს განსაკუთრებული მცდელობით. მოგეხსენებათ, რომ ჩვენს ხელისუფლებას აყენებენ მეტად გამოუვალ მდგომარეობაში, მიმართავენ რა ეგრეთ წოდებულ ,,ერთმორწმუნე” სასულიერო დიპლომატიას, იმავდროულად, ცალმხრივად გამორიცხავენ ცივილური, დიპლომატიური გზით მოლაპარაკებას. კატეგორიულად ვაცხადებთ: 1. ვერ აღდგება ,,ერთიანი, ძმური და ერთმორწმუნე ოჯახი" რუსებთან, რამეთუ ეს ოჯახი არც არასოდეს ყოფილა ბუნებაში, უფრო მეტიც, ,,ჩვენმა ერთმორწმუნე ძმებმა" ბევრად მეტი ზიანი მოუტანეს ქართულ სულიერებას და სარწმუნოებას, ვიდრე ყველა მუსულმანურმა შემოსევამ ერთად აღებულმა, საქართველოს ისტორიის მაძილზე. 2. საქართველოში, დეკემბრის ბოლოს, რუსეთის პოლიტიკოსების და საპატრიარქოს ერთობლივ ვიზიტს კატეგორიულად ვაპროტესტებთ, მით უმეტეს, ერთობლივ წირვა-ლოცვას, ვინაიდან ეს ჩვენი დაღუპული გმირი ჯარისკაცებისა და მშვიდობიანი მოსახლეობის სულების შეურაცყოფა იქნება, ისინი ხომ იმ ავიაციის და ბომბების მსხვერპლნი არიან, რომლსაც რუსული სამღვდელოება აკურთხებდა ჩვენთან, ,,ერთმორწმუნე ძმებთან" გამოგზავნის წინ. აქედან გამომდინარე, მათი ლოცვა მორიგი ფარისევლობა იქნება და სხვა არაფერი. 3. ჩვენ მხარს ვუჭერთ უკრაინისა და ესტონეთის მართმადიდებელ ეკლესიებს დამოუკიდებლობის მოპოვებაში და მოვუწოდებთ ჩვენს საპატრიარქოსაც, კატეგორიულად და ძალიან აქტიურად დაუჭიროს მათ მხარი. 4. რუსების ,,სულიერებასა” და ,,ჭეშმარიტ მართლმადიდებლობაზე" ლაპარაკობს მათ მიერ ლენინის მუმიის დღემდე გაღმერთება-გაკერპება და თაყვანისცემა (აი უკვე 18 წელია საბჭოთა კავშირი დაიშალა), ვერ მოიძებნა მათ ,,ГОСЦЕРКОВЬ"-ში(როგორც მათ პროგრესული რუსული მოსახლეობის ნაწილი უწოდებს) ძალა, რომელიც მოითხოვს და დააყენებს რუსეთის ხელისუფლებაში საკითხს ამ სატანის გვამის დამარხვაზე.
ყოველივე ამის გამო, აღნიშნულ დელეგაციას ვუმართავთ საპროტესტო აქციას.
კეთილი სურვილებით და საქართველოს საბოლოო გამარჯვების დიდი იმედით,
ქრისტიან-დემოკრატიული პარტია - დემოკრატიული კავკასია.
23.12.2008 წელი"
--------------------
http://cinemalternative.wordpress.com/ http://ediscourse.wordpress.com/
http://sites.google.com/site/lishtota/ http://www.facebook.com/people/Shota-Khinchagashvili/539926093
"ცინიკოსი" - იმ გაგებით არა; ნუ აიკვიატე ერთადერთ რეპლიკად!
|