SerIouSოჯახი ხომ პატარა სახელმწიფოა.
მაგალითი რომ მოვიყვანო, თუ კონკრეტულ საზოგადოებაში ოჯახი ჩაგვრის ინსტრუმენტია, ჩაგვრის კერაა, სახელმწიფოც ასეთსავე პრინციპებზე იქნება აგებული.
შესაბამისად, თუ ადამიანი დაოჯახებულია, ახერხებს ინტეგრირებას მასში (ამ მაგალითის მიხედვით, ძალადობრივ წარმონაქმნში), ავტომატურად ივარაუდება, რომ ის შემწყნარებელია ამ ძლადობის.
შესაბამისად, ძლადობრივი საზოგადოება მას აღიქვამს თავისიანად. ის მისთვის არ არის საფრთხე. სანდოა.
დავუშვათ, რომ არსებობს ისეთი ფორმაციები, სადაც ოჯახი არის ერთმანეთის განვითარებაზე ზრუნვის კერა, თავისუფალ ადამიანთა თანაცხოვრების ადგილი.
მაშინ სახელმწიფოც ასეთივე იქნება და დაოჯახებული ადამიანი ისევ იქნება საზოგადოებისთვის სანდო, ,,მისიანი".
და ა.შ.
ადამიანი, რომელიც არ/ვერ ინტეგრირდება კონკრეტული საზოგადოების უმცირეს ერთეულში - ოჯახში, ნიშნავს, რომ ,,სხვა" არის, სხვა ღირებულებები აქვს, სხვა რამ უნდა, არსებული არ უნდა, შესაბამისად საფრთხეა.
ჩვენს საზოგადოებაში როგორია ოჯახი, რისი ინსტრუმენტია, შესაბამისად, რა პრინციპებზე დგას სახელმწიფო და კიდევ შესაბამისად, როგორი ადამიანების შიში და აუტანლობა აქვთ საზოგადოების თავდამკვიდრებულ წევრებს, ამის შეფასება თქვენთვის მომინდია.
* * *
SerIouS უი, ეს ახლა ვნახე.
თუ საქართველოზე საუბრობ, გეტყვი, რომ დამსაქმებლის მხრიდან მასეთი მიდგომა კანონსაწინააღმდეგოა. არცერთი დამსაქმებლის საქმე არ არის აპლინაკტის პირადი ცხოვრება და არც ის, რა ფერის საცვალი აცვია კონურსანტს.
დამილინკე ასეთი განაცხადებები.
დანარჩენზე იხ. ზევით
This post has been edited by naniko1122 on 17 Dec 2017, 18:32