#12008476 · 24 Dec 2008, 17:10 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ბებერი ჯეო კრედიტითუ ანგარიშზე თანხა ამოგეწურათ და ვერ ახერხებთ ლაი-ლაი სასაუბრო ბარათის შეძენას, არ დაღონდეთ! ისარგებლეთ ჯეო-კრედიტით და განაგრძეთ საუბარი.
2 ლარიანი კრედიტის მისაღებად დარეკეთ ნომერზე *115# და მიყევით ინსტრუქციას (ან პირდაპირ აკრიფეთ *115*1*1# OK).
*კრედიტის დახარჯვის ვადაა - 30 დღე, სერვისის ღირებულებაა - 40 თეთრი (დღგ-ს ჩათვლით).
აღებული კრედიტის ბალანსისა და სტატუსის შესამოწმებლად დარეკეთ *116#-ზე.
სერვისით სარგებლობის პირობები:
თქვენს ბალანსზე არ უნდა იყოს უარყოფითი ბალანსი, ანგარიშზე არსებული თანხა უნდა იყოს 0-დან 3 ლარამდე.
ჯეო კრედიტის სერვისით სარგებლობისათვის უნდა იყოთ ლაი-ლაის აქტიური აბონენტი მინიმუმ ერთი თვე.
კრედიტის განმეორებით (ხელახლა) აღება შეგიძლიათ მხოლოდ აღებული კრედიტის დაფარვის შემდეგ.
თუკი თქვენს ბალანსზე არსებული თანხა შეადგენს 0-დან -0,03 ლარამდე, ჯეო კრედიტის სერვისით სარგებლობისათვის აუცილებელია თანხა გქონდეთ ჩატვირთული ბოლო ერთი თვის განმავლობაში.
*ლაი-ლაის სასაუბრო ბარათი გააქტიურებული (ჩატვირთული) უნდა გქონდეთ ბოლო 1-თვის განმავლობაში.
კრედიტის აღებიდან 1 საათის განმავლობაში ანგარიშზე ჩატვირთული თანხა არ განიხილება, როგორც კრედიტის დაფარვის საშუალება, აგრეთვე კრედიტის აღებიდან 180 დღის განმავლობაში კრედიტის არ დაფარვის შემთხვევაში, მომავალში ასეთი აბონენტისათვის ჯეო კრედიტის სერვისით სარგებლობა შეუძლებელი იქნება.
გაითვალისწინეთ:
კრედიტისა და სერვისის საფასურის დაფარვა ხდება ანგარიშის შევსებისთანავე. ამ დროს თქვენს ანგარიშზე არსებულ თანხას ერთიანად ეჭრება 2.40 ლარი (აღებული კრედიტი - 2 ლარი და სერვისის საფასური - 0,40 ლარი).
თუ კრედიტის ვადის ამოწურვამდე ანგარიშს არ შეავსებთ და ვადის ამოწურვისას მასზე არსებული თანხა შეადგენს 2,4 ლარს ან მეტს, მაშინ ადგარიშზე არსებული თანხიდან ჩამოგეჭრებათ 2,4 ლარი.
თუ კრედიტის ვადის ამოწურვისას თანხა სრულად ვერ დახარჯეთ და ანგარიშზე კრედიტისა და სერვისის საფასურის დასაფარად საკმარისი თანხა არ გაგაჩნიათ, მაშინ ანგარიშზე დარჩენილი თანხა გეყინებათ და ნომერი გეთიშებათ ცალმხრივად ანგარიშის საჭირო თანხით შევსებამდე.
|